x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ გავხადოთ თმა უფრო ბზინვარე?

image

1. შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მსგავსი გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ ორი თვის მანძილზე და აშკარა შედეგიც არ დააყოვნებს, ამასთანავე, ლუდი აქრობს ქერტლსაც.

2. როდესაც არ გაგვაჩნია სახსრები შევიძინოთ ძვირადღირებული და ეფექტური შამპუნი, გასწავლით ერთ მარტივ მეთოდს. აფთიაქში შეიძინეთ კოსმეტიკური ზეთი, რომლის 4-5 წვეთს გააზავებთ შამპუნში და დაიბანთ თავს. ის შესძენს თქვენს თმას არამარტო ბზინვარებას, არამედ სასიამოვნო სურნელსაც.

3. ორი ცალი მწიფე ბანანი და 1 კვერცხის გული ათქვიფეთ კარგად, შემდეგ ნოტიო თმაზე წაისვით, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი თმა წარმოუდგენლად ბზინვარე გახდება.

4. მრავალი ვარცხნილობისა და თმის მოვლის ოსტატი გვირჩევს, რომ თმის შეღებვის წინ ნახევარი საათით ადრე დავლიოთ რამდენიმე ყლუპი ღვინო ან ლუდი, რადგან ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს, თავში სისხლის მიწოდება ძლიერდება და თმის ძირებში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, შედეგად კი საღებავი თანაბრად შეიწოვება.

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0