x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ამერიკის შეერთებული შტატების მოკლე ისტორია
ამერიკის შეერთებული შტატები

მერიკის შეერთბული შტატების მოკლე ისტორია

ირველი კოლონიები ჩრ.ამერიკაში

ირველი ევროპელები, ვინც კოლონნიები დააარსეს ჩრდილოეთ ამერიკაში იყვნენ ესპანელები.ლუკას ვაზქეს დე აილონმა სცადა კაროლინაში კოლონიის დაარსება, (მან ასევე პირველად ჩაიყვანა შავკანიანი ტყვეები ამერიკაში)თუმცა მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.ბევრი ესპანელი მაშინ გავრცელებულმა დაავადებამ იმსხვერპლა, გადარჩენილებმა კი მიატოვეს კოლონია.1565 წელს პედრო მენენდეზმა ჩამოაყალიბა ფლორიდაში, კერძოდ სანტ-აუსიტინში პირველი დასახლება, იგი ასევე პირველი მუდმივი საცხოვრებელია ავროპელთათვის, იმ ტერიტორიაზე რომელსაც დღეს ამეიკის შეერთებული შტატები ჰქვია.


ირველი ინგლისელი, რომელიც შეეცადა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციას, იყო ჰამფრი გილბერტი.დედოფალმა ელიზაბედმა მას კოლონიზაციაზე თანხმობა საუქრად უბოძა 1578 წელს.1583 წელს გილბეტმა მცირე ფლოტით გაცურა ნიუფაუნდლენდში.თუმცა მან სარისკო მალევე მიატოვა.თვითონ კი მოგზაურობისას დაიკარგა.

იუხედავად ამისა მისმა ნახევარ ძმამ, ვალტერ რაილიმ განახორციელა სხვა მცდელობა კოლონნიზაციისა.1584 წელს მან ორი გემი გაგზავნა ნაპირის აღმოჩნის მიზნით.მათ ის იპოვეს, რაზეც ფიქრობდნენ, რომ შესაფერისი იქნებოდა კოლონიისთვის.1585 წლის იანვარში ვირჯინმა დედოფალმა(“ვირჯინინგლისურად ქალწულს ნიშნავს) მისცა თნხმობა რომ ამ ადგილისთვის მის პატივსაცემად ვირჯინია ეწოდებინათ.1585 წლის აპრილში რიჩრდ გრინვილის ხელმძღანელობით ექსპედიცია გაიგზავნა, რომელმაც დანიშნულების ადგილს ამავე წლის ივლისში მიაღწია.გრინვილმა ექსპედიცციის ნაწილი როანოკის კუნძულზე დატოვა, თვითნ კი ინგლისში გაემგზავრა, რათ მეტი მხარდაჭერა და ხალხი შეეკრიბა.იმ დროს როცა ის წავიდა, კოლოისტებმა ძალიან მცირე მხარშიდგომა გამოუცხადეს.1586 წელს მათ დატოვეს ვირჯინია და კვლავ ინგლისს დაუბრუნდნენ.

ხვა მცდელობა კოლონიის დაარსებისა იყო 1587 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაცი სახელად ჯონ ვაითი.იგი გაუძღვა ექსპედიციას, რომელიც ქალებს და ბავშვებსაც მოიცავდა და ჩავიდნენ ვირჯინიაში.ვაით ინგლისში კოლონიისთის საჭირო სახსრების მოსაძიებლად დაბრუნდა.ინგლისსა და ესპანეთშ შორის გაჩაღებული ომის გამო, ვაითმა ვეღარ შეძლო ვირჯინიამდე მოღწევა 1590 წლამდე.და როცა იგი იქ ჩავიდა კოლონია გაუდაბნოენული დახვდა.კოლონისტთ ბედი უცნობია.

Ჯეიმსთაუნი და ვირჯინია

რდილოეთ ამერიკაშ კოლონიების დაარსების მცდელობები განხორციელებული იყო დიდგვაროვანი, თავგადასავლების მოყვარული ადამიანების მიერ.წარმატება მხოლოდ მაშინ გახდა ხილული, როცა მამაკაცების ჯგუფი გაერთიანდა და გააერთიანა საკუთრი ძალები კოლონიის დაარსებისთვის.ვირჯინიი კომპანია დაარსდა 1606 წელს.მათ ორი ექსპედიცია გააგზავნეს ჩრდილოეთ ამერიკაში, ერთ-ერთს ხელმძრვანელობდა რაილ გილბერტი(სერ ჰამფრი გილბერტის ვაჟი).ისინი მაინში დაბანაკდნენ, მაგრამ მალე უკან გაბრუნდნენ 1609 წელს.მეორე ექსპედიციამ კი 1607 წლის 14 მაისს დააარსა ჯეიმსთაუნი.

1609 წელს იქ კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებელი ჩვიდა.საკვების მარაგი, დაავადებებისა და კონფლიქტის გამო ადგილობრივ და ახალ ჩასუს კოლონისტთა შორის ბევრი დაიღუპა.გადარჩნილები წამოსვლას აპირებდნენ, როდესაც უფრო მეტი გემი შემოვიდა ინგლისისდან.1611 წელს სერ ტომას დეილი გახდა კოლონიის მმართველი.მან შეიმუშავა რელიგიურო, მორალური და საბრძოლო კანონები, რომელთ დარღვევის შემთხვევაში, საკმაოდ მკაცრ რეაგირებას ახდენდა.

1612 წელს ჯონ როლფმა დაიწყო თმბაქოს წარმოება.1614 წელს ვირჯინიული თამბაქო პირველად გაიყიდა ინგლისში.მისი ექსპორტი მალე გახდა მთავარი მამოძრავებელი ვირჯინიის ეკონომიკისთვის.

ანდათანობით კოლონია გაიზარდა.1618 წელს ვირჯინიის ხელისუფლება 50 აკრ მიწას სთავაზბოდა ყველას ვინც შეძლებდა ატლანტის ოკეანის გადაცურვის ხარჯები დაედფარა.ვინც აღნიშნული თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, შეეძლოთ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად ემუშავათ და საკუთრი შრომით დაწბრუნებინათ მგზავრობისას გაწეული საფასური.1619 წელს აქ პიველი მონები გამოჩნდნენ, ასევე 1619 წელს შეიქმნა პირველი წარმომადგენლლობითი მთავრობა ჩრდილოეთ ამერიკაში.

1624 წელს ვირჯინიის ხელისუფლება, რომელსაცვირჯინიის კომპანიაეწოდებოდა დაიშალა და კოლონიაგვირგვინისხელში გადავიდა.1660 წლისათვის ვირჯინიის მოსახლეობა 2700-ს შეადგენდა, 1710 წლისათვის კი 78000-მდე გაიზარდა.1699 წელს ვირჯინიის მთავრობა ჯეიმსთუნიდან უილიამსბურგში გადავიდა.ამის შემდეგ ჯეიმსთაუნი სიმცირისკენ წავიდა.

ილიგრიმთა მამები და ახალი ინგლისი

ნგლისში ადამიანები სახელად სეპარატისტები ძლიერ კრიტიკას განიცდიდნენ ინგლისური ეკლესიისგან.ისინი შეეჩეხნენ დევნას და 1608 წელს გადავიდნენ ჰოლანდიაში, სადაც უფლება მიეცათ საკუთარი რელიგიურო წარმოდგენები დაუფარავად გაემჟღავნებინათ.თუმცა მაინც არსებობდა უკმაყოფილება და ინგლისის სააქციო საზოგადოებამ მათ დაუფინანსათ ოკეანის გადაცურვისთვის საჭირო ხარჯები.კოლონისტები ავიდნენ გემზე სახელადმეიფლოუერიდა 1620 წელს ჩავიდნენ პლიმუტში.ბევრი კოლონისტი ვერ გდაურჩ პირველ ზამთარს, თუმცა ადგილობრივმა ამერიკელებმა ასწავლეს როგორ მოეყვანათ მოსავალი და ახალი კოლონია დაარსდა სალემში 1628 წელს.

ასაჩუსეტსის კომპანია 1629 წელს დაარსდა.1630 წლიდან დიდი რაოდენობით მაცხოვრებელი გადმოვიდა ახალ ინგლისში და მისი მოსახლეობა გაიზარდა.1634 წელს ხალხმა მასაჩუსეტსიდან დააარსა ახალი ქალაქი კონექტიკუტში სახელად ვეზერფილდი.

ვროპელებმა ბევრი ისეთი დაავადება ჩმოიტანეს რომლის წინააღმდეგაც ადგილობრივსბ არ ჰქონდათ იმუნიტეტი ან თუ ჰქონდათ ძალიან სუსტი.ამის შედეგად ბევრი მათგანი დაიღუპა და ადგილობრივთ რიცხვი მკვეთრად შემცირდა.ბრიტანული კოლონიების ზრდამ გარდაუვალი კონფლიქტი მოიტანა ამერიკელებთან.აღსანიშნავია 1637-1638 წლებშ პექითის ომმი, რომელმაც პექითს ტომი შეიწირა.სხვა გამანადგურებელი შეტაკებები იყო 1675-1676 წლებში.კოლონისტთ ამ დამოკიდებულებამ ისინი მეფე ფილიპის ომამდე მიიყვანა.მას ადგილობრივ მოსახლეობაში მეტაკომი შეარქვეს და ომი მეფის სიკვდილით დამთავრდა.ორივე მხარე საკმაოდ დაზარალდა თუმცა ამერიკელთა მარცხმა ბრიტანელებს ახალ ინგლისზე ბატონობის საშუალება მისცა.

იუ-იორკი და ნიუ ჯერსი

1624 წელს დასავლეთ ინდოეთის ჰოლანდიურმა კომპანიამ დააარსა კოლონია სახელწოდებითახალი ჰოლანდია”.პირველი დასახლება აქფორტ ორინჯში” ჩაისახა.1638 წელს შვედებმა დაარსეს ვილმინგტონის კოლონია.ჰოლაბდიელებმა აღნიშნული კოლონია 1655 წელს დაიპყრეს და შემოუერთეს ახალ ჰოლანდიას.შემდეგ კი ბრიტანელებმა დაიპყრეს ახალი ჰოლანდია 1664 წელს და მას სახხელად ნიუ-იორკი უწოდეს, თავიანთ ხელმწიფის ძმის, იორკის ჰერცოგის პატივსაცემად.მეფე ჩარლზ მეორემ კოლონია თავის ძმას აჩუქა.მან კი თავის მხრივ ეს ტერიტორია ორ ნაწილად გაყო, ერთი გადასცა ლორდ ჯონ ბერკლის, ხოლო მეორე სერ ჯორჯ კერტერს.კარტერი წარმოშობით ჯერსის კუნძულიდან იყო და ამიტომ იმ ადგილს ნიუ-ჯერსი უწოდა.1676 წელს კოლონია ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯერსად გაიყო.კარტერმა თავისთვის აღმოსვლეთ ჯერსი დაიტოვა.1681 წელს მისმა ქვრივმა ეს ტერიტორია მიყიდა უილიამ პენსა და 11 სხვა კრეკერს.პენი იმედოვნებდა რომ ამ ახალ კოლონიას რელიგიური ტოლერანტობის თავშესაფრად გადაქცევდა კრაკერებისა და სხვებისთვის.1682 წელს ადგილი სახელად დელავერი უილიამ პენს გადაეცა.1704 წელს აქ დაუშვეს საკუთარი ასამბლეა, თუმცა რევოლუციამდე დელავერი და პენსილვანია ერთ მთავრობას იზიარებდნენ.ამ დროისთვის 1702 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯერსი გაერთიანდა.

Მერილენდი

ერილენდი დაარსდა, როგორც კათლიკების თავშესაფარი.კაცს სახელად სესილ კალვერტი გადაეცა ტერიტოროია საჩქრად მდინარე პოტომაკის ჩრდილოეთით.მისი ძმა ლეონარდი 200 მოსახლეს გაუძღვა და 1634 წელს დაარსეს კოლონია.მას სახელი მერილენდი მეფის მეუღლის ჰენრიეტა მარიას საპატივცემულოდ დაერქვა.1640 წლისთვის იქ უკვე 500 მაცხოვრებელი იყო და კოლონია მალე გახდა თამბაქოს მზარდი მწარმოებელი.

აროლინა და ჯორჯია

ამხრეთ კაროლინა 1670 წელს დაარსდა.ხალხი აქ კარიბის ზღვის სიახლოვიდან მოვიდა, როგორც ვირჯინიასააახლა ინგლისში.მე-17 საუკუნეში ბერვი აფფრიკელი მონა იქნა გადაყვანილი პლანტაციაში სამუშაოდ და მე-18 საუკუნის დამდეგს აფრიკელთა პოპილაცია იმდენად გაიზარდა, რომ კაროლინა ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნნაწილებად დაიყო.ჯორჯია 1732 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ჯორჯ მეორემ გამოსცა ქარტია.სახელიც მისგან მომდინარეობს.პირველი დასახლება ჯორჯიაში იყო სავანა, რომელიც 1733 წელს დაარსდა.

ონფლიქტი ბრიტანელებთან

რდილოეთ ამერიკაში კოლონიების ზრდასთან ერთად, გარდაუვალი იყო დაძაბულობა აფგილობრივებსა და ბრიტანელებს შორის.ჯერ კიდევ 1651 წლის დასაწყისში ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო სანავოგაციო აქტი.რომლის თამახმადაც ყველანაიი პროდუქი, წარმოებული ევროპის გარეთ უნდა შემოსულიყო ინგლისში, ინგლისური გემებით.ამას მოჰყვა ახალი აქტი.1660 წელს სანავიგაციო აქტმა დაამტკიცა რომ ყველანაირი საქონლის(ბამბა, ინდიგო, შაქარი, თამბქო) ექსპორტი უნდა მომხდარიყო მხოლოდ კოლონიათა შორის ან კოლონიებიდან ინგლისში.მოიხედავად იმისა, რომ ბრიტანელეთმა სცადა ზეწოლა გამოეყენებინა, კოლონისტები მაინც არ დაემორჩილნენ აქტს.

დრეულ მე-18 საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკის მისახლეობა მკვეთრად გაიზარდა.იგი 3000000-ს შეადგენდა მე-17 საუკუნეში, მაგრამ 1760 წელს 1 მილიონს მიაღწია, 1780 წლისთვის კი ეს რიცხვი გაორმაგდა.მოქალაქეთა სიმრავლე ჩრ, ირლანდიიდან მოსულ იმიგრანტებმაც განაპირობა.ასევე ბევრი იმიგრანტი იყო შოტლანდიიდან და გერმანიიდან.იაფი მიწების გამო ძალიან მიმზიდველი გახლდათ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ უკეთესი ცხოვრების იმედად ჩამოდიოდნენ.

იდი პროკლამაცია

რთერთობა ადგილობრივებსა და ბრიტანლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1763 წლის შემდეგ.ამ დროს ბრიტანელებმა დაამტავრეს 7 წლიანი ბრძოლა ფრანგების წინააღმდეგ.მათ დაისაკუთრეს კანადა, მაგრამ ბრძოლა ძალიან ძვირი გამოდგა.ბრიტანელები ამერიკელებთნ ყველანაირი ომის თავიდან აცილებას ცდილობდნენ, რომელიც მატერიალურად ძვირად დაუჯდებოდათ.1763 წელსსამეფო პროკლამაციამ”, რომელიცდიდი პროკლამაციისსახელით არის ცნობილი აკრძალა დასაცლეთში ახალი ექსპანსია.მან აკრძალა ხალხის დასახლება ატლანტის ოკეანის დასავლეთითა და ჩრდილოეთით.ესეც, რა თმა უნდა, უგულებელყოფილი იქნა კოლონისტების მიერ და ამ ყვე;აფერმა გაამწვავა წინააღმდეგობა.

ოსტონის ჩაის სმა

1773 წელს ბრიტანულმა კომპანიამ ამერიკულ კოლონიებს გასაყიდად გამოუგზავნა ჩაი.სამი გემი შემოვიდა ბოსტონში, რომელიც 298 ყუთი ჩაით იყო დატვირთული.ეს ტერიტორია იმ დროისათვის დაძაბულობის ეპიცენტრი გახლდათ.ამიტომ 16 დეკემბერს 1773 წელს, ინდიელების ფორმაში ჩაცმული ადამიანები აიპარნენ გემებზე და ჩაი ზღვაში გადაყარეს.

რიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოიქცა გაუაზრებლად.1774 წელს გამოსცა კანონთა სესია სახელწოდებითძალადობისანარატოერანრობისაქტი.შედეგად ბოსტონნის პორტი დაიკეტა და მთავრობა სალემში გადავიდა.მასაჩუსეტსის წესდება შეიცვალა და სამეფო ხელისუფლებად მეტი ძალაუფლება მიენიჭა.

მეიკელები ასევე გაანაწყენა 1774 წლის კუებეკის აქტმა.ამით ბრიტანეთის პარლამენტმა სცდა, რომ ფრანგი კათოლიკების მიმართ სამეფოს ლოიალური პოლიტიკა გაეტარებინა.აქტმა გაზარდა კუებეკის საზღვრები სამხრეთითა და დასავლეთით.ამერიკელები შიშობდნენ, რომ მეფე აპირებდა დასავლეთში ერთგული ფრანგი კათლიკეების დასახლებას, რეგიონში საკუთარი ძალაუფლების გაზრდის მიზნით.

ბოსტონის ჩაის სმა

ონტინენტური კონგრესი

აბოლოოდ ა774 წელს კონტინენტური კონგრესი შეიკრიბა პოლიტიკის დასარეგულირებლად ჩრდილოეთ ამერიკაში.ისინი მოითხოვდნენ იძულების აქტისა და კუებეკის აქტის გაუქმებას.კონგრესმაასევე დაგმო ბრიტანელთ ინტერვენვიები ამერიკელთა საქმეებში, მოითხოვეს რომ კლონიებს მისცემოდათ უფლება თვითონ დამეტკიცებინათ კანონები და გაესაზღვრათ გადასახადები.1774 წლის სექტემბერში კაცმა სახელად, ჯოზეფ გალოვეი, წამოაყენა კომპრომისული გეგმა.მეფეს უფლება ექნებოდა დაემტკიცებინა პრეზიდენტი, მაგრამ უმააღლეს საბჭოს აირჩევდა კოლონიური ასამბლეა.კონგრესმა ეს გეგმა უარყო.თებერვალში კი ბრიტანელებმა უარი თქვეს ამერიკელებთა კომპრომისზე.1775 წლის თებერვალში მათ განაცხადეს, რომ მასაჩუსეტსი იმყოფებოდა აჯანყების მდგომარეობაში და ჯარს მიეცათ ყველანაირი უფლება რომ ესპრობლემამოეგვარებინა.

მერიკულ კოლონიებს ჰქონდათ სამხედრო ნაწილი სამოქალაქო პირებისგან დაკომპლექტებული, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ბრიტანეთშ.ბრძძოლა 1775 წლის 19 აპრილს დაიწყო, ბრიტანელებს სურდათ ამერიკული ჯარი ხელში ჩაეგდოთ.თუმცა ამერიკელები ბრიტანელთა მოსვლის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ.ბრიტანელები ამერიკულმილიციასლექსინგტონში შეხვდნენ და გაუხსნეს ცეცხლი თუმცა მალევე უკან დახევა დაიწყეს.ბრიტანული ჯარი უკან გაბრუნდა, ამერიკელები მათ ბოსტონამდე მიჰყვნენ.მარტში ბრიტანლეთგან 73 დაიღუპა, ხოლო 200 დაიჭრა ან დაიკარგა.ამერიკული რევოლუცია დაიწყო!

1775 წლის აპრილიდან 1776 წლის მარტის ჩათვლით ბრიტანელებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული ბოსტონისთვის.მათ მხარდაჭერას წღვით აწვდიდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ იყყო.სწორედ ამიტომ მკაცრ პირობებსა და შემოტევებს ვეღარ გაუძლეს და 25 მაისს ზღვით კანადაში მოხდა მათი ევაკუაცია.

Ამ დროისთის ხალხი ითხოვდა მთავრობას სამეფო ინტერვენციის გარეშე.მაისში 1776 წელს კონგრესმა გადაწყვიტა, რომ სამეფო მთავრობა შეწყდებოდა და ხელისუფლება სრულად დაექვემდებარებოდა ხალხის ავტორიტეტს.მოგვიანებით კოლონნიებმა შეადგინეს კონსტიტუცია, რომელიც ჩაანაცვლებდა არსებულ წესდებას.

1776 წელს ტომ პაინმა გამოაქვეყნა პამფლეტი სახელწოდებითსაღი აზრი”, რომელიც უარყოფდა ყველანაირ მოლაპარაკებას ბრიტანელებთან და მოითხოვდა სრულ დამოუკიდებლობას.”საღი აზრიმალევე გახდა ბესტსელერი.

1776 წლის 7 ივნისს რიჩარდ ჰენრი ლიმ ვირჯინიის ასამბლეის კონგრესს წარუდგინა რეზოლუცია კოლონიათა დამოუკიდებლობის შესახებ. Ასევე ხაზი გაუსვა ცხოელი მოკავშირეების არსებობის საჭიროებას, რომელიც დაეხმარებოდათ ბრიტანელთ წინააღმდეგ ბრძოლაში.11 ივნისს კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა კომიტეტი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესამუშავებლად.1776 წლის 4 ივლისს დეკლარაცია დამტკიცდა!

აწილი მეორე

მერიკული რევოლუციური ომი

ავდაპირველად ბრიტანელები უპირატესობით სარგებლობდნენ.ისინი ბევრად აღემატებოდნენ ამერიკელებს და ამიტომ რესურსიც მეტი ჰქონდათ.ბრიტანელებმა მოიგესლონგ აილენდისბრძოლა 1776 წლის აგვისტოში და დაიპრეს ნიუ-იორკი სექტემბერში.ვაშინგტონი იძულებული იყყო უკან დაეხია, თუმცა მათ გაიმარჯვეს ტრენტონში 76 წლის დეკემბერშში და ფრისტონთნ 77 წლის იანვარში.მართლია შემდეგ ამერიკელები დამარცხდენ ბრენდივაინში 77 წლის სექტემბერში მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს სარატოგაში ოქტომბერში.

არატოგამ დაარწმუნა ფრანგები რომ ამერიკელთ შესაძლო გამარჯვებისა ერწმუნათ.1778 წელს საფრანგეთი ომში ჩაება.მათმა აქტივობამ კიდევ უფრო გაურთულა ბრიტანელებს ძალის გამოყენების საშუალება ამერიკაში.მალე 1779 წელს ომში ესპანეთიც ჩაერთო.

არდა ამისა ამერიკელებმა გამარჯვება მოიპოვესკინგ მაონთინში” 1780 წლის ოქტომბერში დაქოუპინში” 1781 წლის იანვარშ.ბრიტანელთა სარდალმა კორნუილისმა ძალიან გაუაზრებლად მოახდინა ძალთა კონცენტრაცია ვირჯინიის შტატში.თუმცა საფრანგეთმა მათი ბლოკირება მალე შეძლო, სანამ ამერიკელები ალყაში აღმოჩნნდებოდნენ.იორკთუნში დამარცხება კატასტროფული აღმოჩნდა ბრიტანელთათვის.ამის შემდგომ ომი კიდევ 2 წელს გაგრძელდა , სანამ 1783 წლის სექტემბერში პარიზის ხელშეკრულება დაიდებოდა.

მერიკის შეერთბულიელს შტატების დაარსება

1777 წელს შეიქმნა კონფედარაციის ის მუხლები, რომელიც ფუჭი იყო შტატების შეერთებისთის.უკმაყოფილებით მაგრამ 1781 წელს ეს მუხლები მაინც დამტკიცდა.1787 წელს ყვველა შტატმა გაგზავნა დელეგატები ფილადელფიის კონგრესზე, სადაც მაისიდან სექტემრის ჩათვლით დაიწერა ახალი კონსტიტუცია.პირველი კონგრესი 1789 წელს შეიკრიბა და ჯორჯ ვაშინტონნი აირჩიეს პრეზიდენტად.1791 წელს მოხდა რატიფიცირება, იმ 10 შესწორების, რომელიც უფლებების კანონპროექტის სახელითაა ცნობილი.

Მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში შტატების მოსახლეობა მკვეთრად გაიხარდა.1791 წელს ვერმონტი იქნა აღაირებული მე-14 შტატად, კენტუკი 1792 წელს მე-15-დ და ტენესი 1796 წელს მე-16-დ.1803 წელს კი ოჰაიო გახდა მე-17 შტატი.

დროშის ევოლუცია

უიზიანას შესყიდვა

1803 წელს ამერიკის ტერიტორია დიდად გაიზარდა ლუიზიანას შეყიდვით.ის იყო ფრანგების მიწა ჩრ.ამერიკაში.1803 წელს ნაპოლეონი დათნხმდა 15$ მილიონ დოლარად მიეყიდა ეს მიწა.ფრანგული მიწის შესყიდვა ნიშნავდა, რომ უკვე არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობდა ამერიკისთვის, რომ იგი წყნარ ოკეანემდე განფენილიყო.

1812 წლის ომი

1807 წელს ბრიტანელებმა მოახდინეს ევროპული პორტების ბლოკადა ნაპოლეონთნ ბრძოლის დროს და ამერიკელებს შეეზღუდათ ტვირთის გადატანა.ამერიკული გემები დეზერტირულად შერაცხეს და დააპატიმრეს რამდეენიმე კაცი, რომლებიც სულაც არ იყვნენ დეზერტირები.საბოლოოდ ამერიკელები შეიჭრნენ კანადის ტერიტორიაზე.ომი ოფიციალურად 1812 წლის 18 ივნისს დაიწყო.19-დან 13-მა სენატორმა მხარი დაუჭირა ომის გამოცხადებას.ყველა ამერიკელი მათ მხარეზე იყო.ასევე ძალლიან ბევრი მეზღვაური მოხალისეობრივად ჩაერთო ამერიკის მხარეზე.მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთ მცდელობა შჭრილიყვნენ კანადაში ჩაიშალა, მაინც ამერიკულ საზღვაო ფლოტს მეტი წარმატება ჰქონდა.მათ მოიპოვეს გამარჯვება ერის ტბაზე 1813 წლის სექტემბერში.ნაპოლეონმა 1814 წლის აპრილში ბრიტანელებს ნება დართ მეტი ძალოვანები გაეგზავნა ჩრ.ამერიკაში.1814 წლის აგვისტოში ბრიტანელთა ექსპედიციამ ვასინგტონი დაიკავა.მათ რამდენიმე კვირაში უკან დაიხიეს და გაფომდა მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება.ამის შემდეგ მაინც გაიმართა კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი ბრძოლა ნიუ-ორლეანში, სადაც 1815 წლის 8 იანვარს ბრიტანეთი სასტიკად დამარცხდა.

Ტექსასის შემოერთება

1820 წელს მექსიკურმა მთავრობამ კეთილად მიიღო ის ამერიკელები, ვისაც მათ მიწაზე დასახლება სურდათ.თუმცა ამერიკული მოსახლეობა მალე დაუპირისპირდა მექსიკელებს და 1835 წელს ისინი აჯანყდნენ.1836 წლის 1 მარტსს შეიკრიბა კონგრესი და 2 მარტს ხელი მოეწერა ტექსასი დამოუკიდებლობას.იმავდროულად მექსიკელთა ძალამ სანტა ანას დაქვემდებარებაში ალამაში მდებარე ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა 189 კაცით.მათი დიდი ნაწილი დაიღუპა , ალამოს ციხე კი ლეგენდად დარჩა.ამერიკელთა გარდა ალამის ციხეზე იბრძოდნენ შოტლანდიელები და ირლანდიელები.


ყნარი ოკეანის სანაპირო ამერიკაში

ალიფორნიის მოსახლეობა ძალია სწრაფად გაიზარდა, მას შემდეგ რაც იქ ოქრო აღმოაჩინეს.იგი სატერის მილში 1848 წლის 24 იანვარს აღმოაჩინეს.1848 წლის ბოლოს ჟურნალ-გაზეთებმა დაიწყეს ბეჭდვა სიახლის შესახებ.1849 წლის დამდეგს დიდი რაოდენობით ადამიანი მოაწყდა კალიფორნიიას მომავლის წრმენის იმედით, რომ აქ სიმდიდრეს დააგროვებდნენ.1852 წლისთვის კალიფორნიის მოსახლეობამ 250000-ს მიაღწია.მიგრანტთა ნაკადს დიდი მოთხოოვნილება ჰქონდა ინდუსტრიულ პროდუქტებზე და კალიფორნიის ეკონომიკაც აყვავდა.1850 წელს იგი ერთ-ერთ შტატად აღაირეს.

ნდიელთა ომები

შშ-ს გაფართოებამ დასავლეთით ბევრი ომი გამოიწვია ინდიელებთნ.1790 წელს მათ დაამარცხეს ამერიკელები, რომლებსაც ჯოზია ჰარმაზი მეთაურობდა.მომდევნო წელს ამერიკელები კვლავ დამარცხდნენ თუმცა 1794 წელს გამარჯვებამ ამერიკელთა მხარეზე გადაინაცვლა.მათ 1795 წელს გრინვილის ხელშეკრულებით აიძულეს ინდიელები, რომ ოჰაიო დაეთმოთ.ხელშეკრულების შემდეგ 1814 წელს კიდევ გაიმართა ერთ ბრძოლა ჰორს ბრენდში, აქაც ამერიკელთ გამარჯვებით დასრულდა და გაფორმდაფორტ ჯექსონისხელშეკრულება, რომლის ძალითც ინდიელთ იმ ტერიტორიის ნახევარი, სადაც ბრძოლა გაიმართ ამერიკელებს გადაეცათ(მოგვიანებით ის ალაბამას შტატი გახდა).

1830 წელს პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონმა, გამოსცა დადგენილება რომლითაც ინდიელებს აიძულებდა, რომ მისისიპის აღმოსავლეთ ნაწილი ოკლაჰომას შტატისთვის გადდაეცათ.მათ ზოგიერთ ტომის განდევნა დაიწყეს ტერიტორიიდან(ჩეროკერები და ჩიკასოვები).1838-39 წლებში მიმდინარეობდა მათ გადიენების პროცესი.სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გზაზე დაიღუპა, რომელსაც შემდგომცრემლების ბილიკიეწოდა.სემინოლთა ტომი შეეწინააღმდეგა დეპორტაციას და 1835-42 წლებში, მათ გუერილას ომი დაიწყეს ამერიკელთა წინააღმდეგ.ეს უკვე მეორე ომი იყო სემინოლთა მიერ გამოცხადებული.1837 წელს მათ ლიდერი ოსკეოლა შეიპყრეს, სემინოლებს კი აიძულეს ოკლაჰომადან გადასახლება.მათგან რამდენიმე ასეული გაიქცა და 1855-1858 წლებში წამოიწყეს ახალი ომი, რომელიც ცნობილია სემინოლთ მესამე ომის სახელით.

მერიკის შეერთებული შტატები მე-19 საუკუნის შუა პერიოდში

შშ ზრდას კვლავაც განაგრძობდა და 1860 წელს მისმა მოსახლეობამ 31 მილიონს მიაღჭია.ემატებოდა ახალი შტატები.1846 წელს აიოვა შეუერთდა მათ რიგს.მიჰყვა ვინსკონსინი 1848 წელს, ორეგონი 1859-ში და კანზასი 1851 წელს.

წრაფად მზარდ ერში წამოიწია მონობის საკითხმა.1787 წელს კონსტიტუციის შექმნისას, ბევრი ადამიანი იმედოვნებდა რომ მონობა შემცირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.ელი უითნისის წამოწყებამ ეწარმოებინა ბამბა, 1793 წელს მონობას ახალი მნიშვნელობა მიანიჭა სამხრეთის შტატებში.ჩრდილოეთ ნაწილში ის თანდათნ უქმდებოდა და აშშ დაიყო ორ ნაწილადთავისუფალი შტატებიდამონათა შტატები”.

ისურის კომპრომისი

1803 წელს შტატებმა საფრანგეთისგან მიწა იყიდა.იგიმისისიპის შეძენისსახელითაა ცნობილი.1819 წელს ტერიტოიის გარკვეულმა ნაწილმა მოითოვა რომ ის შტატად ეღიარებინათ, სადაც მონობა დასაშვები იქნებოდა.ამ დროისათვისაშშ კვლავ ორ ნაწილად იყოფოდათავისუფალიდამონების”.სხვა შტატის შემომატება ამ ბალანსს დაარღვევად.უფრო მეტიც ჩრდილოელები შიშობდნენ რომ მომავალში უფრო მეტი მონური შტატი შეიქმნებოდა.ნიუ-იორკის წარმომადგენელმა ჯეიმს თამეჯმა განაცხადი გააკეთა კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე, რომელიც მისურში მონობის გაუქმებას ისახავდა მიზნად.თუმცა პროექტი ჩავარდა, კანონი არ დამტკიცდა.

აზი გაივლო ჩრდილოელებსა და სამხრეთელებს შორის.შრდილოელებს სწამდათ, რომ კონგრესს ჰქონდა ძალა იმისა რომ აეკრძალათ მონობა ახალ ტატებში, ხოლო სამხრეთელების აზრით ახალ შტატებს ჰქონდათ უფლება მათთან დაშვებულიყო მონიბის კანონიერება.საბოლოოდ ამ ორ მხარემ მიაღწია შენახმებას.მისური აღიარებული იქნა, როგორც მონური შტატი, მაგრამ ამავე დროს მასაჩუსეტსი გახდა მაინის შტატი, ასე რომ ბალანსი შენარჩუნდა.უფრო მეტიც ეს უხილავი ხაზი, ფიზიკურადაც გაივლო კონტინეტზე.ხაზის ჩრდილოეთით განლაგდნენ თავისუფალი შტატები, ხოლო სამხრეთით მონური, თუმცა მისურის კომპრომისი ეს მოგვარების მხოლოდ დროებითიი გზა იყო.მექსიკიდან ახალი ტერიტორიების შემოერთებამ, ახალი დაძაბულობა მოიტანა.1846 წელსმ კაცმა სახელად დეივიდ უილმოტი, წარადგინაუილმოტის პროვიზი”, რომელიც ამტკიცებდა რომ მონობა არც-ერთ მექსიკურ ტერიტორიაზე არ ინდა ყოფილიყო ნებადართული.იგი კონსტიტუციური ცვლილებით შევიდა, მაგრამ კონგრესმა ის არ დაამტკიცა.

1850 წლის კომპრომისი

ანდათანობით კომპრომისი მიღწეული იქნა.1850 წლის კომპრომისით ნიუ-მექსიკისა და იუტას ტერიტრიაზე, თვითონ გადაწყვეტდენ დაეშვათ თუ არა მონობა შტატში.”გაქცეული მონისკანონივ იქნა მიღბული, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთში გაქცეული მონა აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა საკუთარ ბატონს.

ანზას-ნებრასკას 1854 წლის აქტით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოლის ჩრდილოეთით იყვნენ, მათ უფლება მიეცათ თვიტნ აერჩიათ როგორ პოლიტიკას გაატარებდნენ მონებთან დაკავშირებით.

ანზასში დიდი დაპირისპირება იყო ამ დროს მონიბისა და თავისუუფლების მომხრეთა შორის, რომელსაცკანზასის სისხლისღვრაეწოდა.ჩრდილოეთში მონიბისადმი გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა ჰარიეტ ბეჩერ სტოუს რომანმაბიძია თომას ქოხი”, რომელიც 1852 წელს გამოქვეყნდა.

1857 წელს დრედ-სკოტის საქმეზე სამხრეთში გაბატონებული უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცდა, რომ მონები არსდროს იყვნენ და არც არასდროს იქნებიან აშშ-ს მოქალაქეები. Მათ ასევე 1820 წელს არაკონსტიტუციურად სცნეს მისურის კომპრომისი.აღნიშნულმა საქმემ საზოგადოების განრისხება გამოიწვია.

ამოქალაქო ომი არ იყო გამოსვეული მონებთან დაკავშირებული საკითხით.ჩრდილოეთ და სამხრეთ აშშ-ს ჰქონდა განსხვავებული ტარიფები.ჩრდილოეთის შტატებმა ინდუსტრიალიზაცია მე-19 საუკუნის ადრეულ პერიოდში დაიწყეს.შუა საუკუნისთვის კი ჩრდილოეთი უკვე ხდებოდა ინდუსტრიული, ურბანული საზოგადოება.თუმცა ამ დროს სამხრეთში კცლავ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება ფუნქციონირებდა.მათი ეკონომიკა დაფუძნებული იყო პლანტაციებზე, სადაც მონები მუსაობდნენ.სამხრეთელები ძალიან ბევრ საქონელს შრდილოეთისგან ან ევროპელებისაგან ყიდულობდნენ.ამიტომ იყ ტარიფი ბევრად მაღალი იყო.სამხრეთისა და ცრდილეთის ეკონომიკა და კულტურა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდ.

ამოქალაქო ომის წინაპერიოდი

ამოქალაქო ომმის პროვოცირება აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტად არჩევით იყო გამოწვეული.ლინკოლნს არ სწამდა საკუთარი ძალისა, რომ შეეძლო აღეკვეთა მონობა იმ შტატებში, სადაც ის კვლავ არსებობდა.ის მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა მონათა ექსპანსიას ამერიკის ტერიტორიაზე.მისი პოლიტიკით სამომავლოდ თავისუფალ შტატებში ძალიან ბევრი მონა მოიყრიდა თავს.მისი არჩევის შემდეგ კაროლინამ დატოვა მოკავშირეთა საბჭო 1860 წლის 20 დეკემბერს.მისისიპი, ფლორიდა, ლუისიანა, ალაბამა, ჯორია და ტეხასი მიჰყვა 1861 წელს.მათ ერთად კი შექმნეს კონფედერაციული ამერიკის შეერთებული შტატები.1861 წლის 4 თებერვალს პრეზიდენტი ჯენიფერ დეივისი გახდა.

რძოლა 1861 წლის 12 აპრილს დაიწყო.ფორტ-სამტერის ციხე მაიორ რობერტ ანდერსონის ხელში იყო.12 აპრილსვე კონფედერაცციულმა მთავრობამ აშშ-ს ციხიდან ევაკუაცია მოსთხოვა.მათ უარი განაცხადეს და ამავე დღეს სამხრეთის არტირელიამ ციხე დაბომბა.ფორტ-სამტერი იძულებული გახდა დანებებულიყო მეორე დღეს და ჯარისკაცებს ჩრდილოეთით დახევის უფლება მიეცათ.ამის შემდეგ ორივე მხარემ დაიწყო ომისთვის შეიარაღება.

ამოქალაქო ომი ამერიკაში

1861 წლის ივლისში გენერალ ბეორგარდს კონნფედერატთა მხარეზე ევალებოდა 22000 ჯარიკაცის გადაყვანა მდინარე ბულრანზე.მაკდოველსმოკავშირეთა”(დანარჩენი ამერიკა) მხარის გენერალს 32000 ჯარისკაცი ებარა.შეტაკება 1861 წლის 21 ივლისს მოხდა.იგი ჩრდილოელთა მარცხით დასრულდა.

უმცა დასავლეთშიმოკავშშირეებმამნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს 1862 წლის 6-7 აპრილს.პირველ დღეს მართალია კონფედერატები წარმატებით მიიწევდნენ წინ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ მოკავშირეთ დამარცხება გაშლილ ველზე.”მოკავშირეებსიმ ღამით ახალი მხარდამჭერებიც დაემატნენ და კონფედერატები 7 აპრილს მძიმე დანაკარგებით იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.ლუიზიანაშიმოკავშირეებმა” 1862 წლის 1 მაისს ნიუ-ორლეანის ოკუპაცია მოახდინეს.

1862 წლის აპრილში პოტომაკის არმიამ, გენერალ მაკლელანის მეთაურობით დაიწყო ნახევარკუნძულის კამპანია.მათ დაიკავეს იორკთაუნი 1862 წლის 4 მაისს.მოგვიანებით მაკლელანმა რიჩმონდის გარეუბნამდე მიაღწია.თუმცა 1862 წლის ივნისში გენერალმა რობერტ ლიმ მძლავრად შეუტია და ბრძოლათა სერიები წარმართ, რასაცშვიდი დღეეწოდება.მაკლელანი იძულებული იყო რომ უკან დაეხია.

1862 წლის აგვისტოში ორი არმია შეეჯახა ერთმანეთს და ეს ბრძოლა ცნობილია მეორე ბულრანის ან მეორე მანასასის სახელით.ეს იყო გადამწყვეტი გამარჯვება სამხრეთელთთის და გადამწყვეტი უკან დახევა ჩრდილოელთთვის.ლი შეიჭრა ჩრდილოეთში და იბრძოლა ვიეტნამთან.ლი იძულებული გახდა ვირჯინიასთან უკან დაეხია.მაგრამ 1862 წლის 13 დეკემბერს ფრედერიკსბურგთან რამდენიმე მძლავრი გამარჯვება მოიპოვა მოკავშირეებზე.ლიმ ასევე ბრწყინვალედ დაამარცხა მოწინააღმდეგე 1863 წლის მაისში კანცლორსივილთან.

1863 წლის ივლისში ომი განახლდა გეტისბურგში.ორი არმია 1-3 ივლისს შეეჯახა ერთმანეთს.პირველ ჯერზე კონფედერატებს ჰქონდათ წარმატება, თუმცა თანდათანობით იძძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.სამხრეთი ასევე დიდი დანაკარგებით დამარცხდა ვიკსბურგში მისისიპიზე.გენერალმა გრანტმა ალყა შემოარტყა და დაიპყრო ის 1863 წლის 4 ივლისს.1863 წლიდან სამხრეთელტა იღბალი, თანდათნ გაქრა.ნოემბერში სამხრეთელები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ჩათანოგაში.1864 წლის მაისში ორივვე მხარე იტანჯებოდა დანაკარგების სიმრავლით ვაილდერნის ბრძოლისას ვირჯინიაში.მოკავშირეებს არ შეეძლოთ პიტსბურგის ან რიჩმონდის დაპყრობა მრავალი თვით.მაშინ როდესაც გენერალმა შერმანმა ატლანტაში წინ წაიწია მისი არმია ატლანტაში 1864 წლის 3 სექტემბერს შევიდა.1861 წლის 21 დეკემბეს შერმანის არმიამ სევანა დაიპყრო.კონფედერაცია ნახევრამდე შემცირდა.შემდეგ 1865 წლის თებერვალში შერმანი ხელმძღვანელობდა ჩრდილოელებს სამხრეთ კაროლინაში.მან კოლუმბიამდეც მიაღწია 1865 წლის 17 თებერვალს.ამის შემდეგ მან ჯარი ჩრდილოეთ კაროლინაში შეიყვანა.

არდა ამისა, რობერტ ლი ზეწოლას განიცდიდა გრანტის ჯარისგან ვირჯინიაში.1864 წლის 2 აპრილს კონფედერატებმა მიატოვეს რიჩმონდი და პიტსბურგი.ბოლოს კი 1865 წლის 9 აპრილს ლი გადაეცა გრრანტს აპომატოქსის სასამათლოში.ეს ფაქტობრივად დასასრული იყო სამოქალაქო ომის.კონფედერაციული ძალების დანარჩენი ძალები მალევე ჩაბარდნენ.ჯონსტონში შერმანი 18 აპრილს ჩაბარდა და უკანასკნელი არმია 1865 წლის 26 მაისს დანებდა.ლინკოლნს არ უცოცხლია ომის დასრულებამდე.ჯონ ვილკემ მას 1865 წლის 14 აპრლის ესროლა.ლინკოლნი თეატრში იყო როცა თავში ესროლეს.პრეზიდენტი მეორე დღეს გარდაიცვალა.მისის ადგილი ენდრიუ ჯონსონმა დაიკავა.

ონობის დასრულება

ავდაპირველად ლინკოლნი არ იყო ენთუზიაზმით განმშჭვალული სამხრეთში მონობის გაუქმების მიმართ.მაგრამ მისი შეხედულება თანდათნობბით შეიცვალა.1862 წლის 23 სექტემბერს მან გამოსცა ემანნსიპაციის პროკლამაცია.მონები ყველა შტატში თავისუფალი უნდა ყოფილიყვნენ.ეს განცხადება მხოლოდმოკავშირეთმიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდებბოდა.თუმვა პროკლამაციას მოჰყვა მე-13 შესწორება რომელმაც მონნობა სრულებით აკრძალა.მისი რატიფიცირება 1865 წლის დეკემბერი მოხდა.

ამხრეთის რეკონსტრუქცია

ონსონმა დაამრკიცა დროებითი მთავრობა ყველა იმ შტატში სადაც კონფედერატთა ხელიდუფლება ვრცელდებოდა.თითოეულ მათგანს კონსტიტუციურმა კონვენციამ უფლემა მისცა, რომ ახალი კონსტიტუციები დამეტკიცებინათ.თუმცა აიძულევს, რომ ფერადკანიანთ უფლებები დაცული ყოფილიყო, მათ ჰქონოდათ ხმის მიცემისა და ნაფიცმსაჯულად ჯდომის უფლება.სამხრეთელი თეთრებს არ სურდათ რომ ყოფილი მონები თანასწორებად მიეჩნიათ.კონგრესმა დაამტკივა 1866 წელს, სამოქალაქო უფლებათა აქტი, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი დაბადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, განურჩევლად რასის, კანის ფერისა თუ ადრე არსებული მდგომარეობისა იყო თანაბარი.ჯონსონმა ვეტო დაადო აქტს, მაგრამ კონგრესმა ეს ვეტო დაძლია.

1867 წელს კონგრესმა რეკონსტრუქციის პირვეი აქტი მიიღო(ამას სხვებიც მოჰყყვა).სამხრეთის მთავვრობას ძალა წაერთვა და ყოფილი კონფედერატული შტატები სამხედრო კანონს დაექვემდებარნენ.მათ აიძულეს რომ ფერადკანიანებისათვის ხმის მიცემის უფლება მიენიჭებინათ.თუმცა თანდათანობით სამხრეთის შტატები კავშირის წევრებად იქნნენ აღიარებული და უფლება მიეცათ კონგრესში სენატორებისა და წარრმომადგენლების გაგზავნის.

1875 წელს კონგრესმა მიიღო კანონი სამოქალაქო უფლებების შესახებ.ამ კანონით ყველა ადამიანი განურჩევლლად რასისა, კანის ფერისა თუ ადრეუილი მდგომარეობბისა მინიჭებული ჰქონდათ სრული და თანაბბრი უფლებეი, როგორც საზოგადოებრივი შეკრებების ხმელეთსა თუ წყალში, თეატრებში თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში.თუმცა 1883 წელს უზენაესმა სასამართ₾ომ გადაწყვიტა რომ აქტი არაკონსტიტუციური იყო.

ეაზერფორდ ჰეიესის ინაუგურაციის შემდეგ 1877 წელს, მან სამხრეთიდან გაიყვანა ჯარები.ამ დროს თეთრები კვლავ საკუთარი უფლებების მტკიცებაშ იყვნენ დაშავებსაიძულებდნენ, რომ დაქვემდებარებულები ყოფილიყვნენ.18909სა და 1908 წლებს შორის ფერადკანიან დადამაინებს ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება.უფრო მეტიც 1866-67 ლებში კუ კლუქს კლანმა დაიწყო შავკანიანთ ტერორი.მათ დიდი როლი ითამაშეს თეთრი კანონის აღდგენისას, რომლითაც ფერადკანიანებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ.

ესამე ნაწილი:ამერიკის შეერთებული შტატების აყვავება

ეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აშშ-ს მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა.1860 წელს მან 31 მილიონს მიაღწია.1900 წლისთვის კი თითქმის 76 მილიონი იიყო.იმიგრანები ევროპიდან უკეთესი ცხოვრების იმედად ჩამოდიოდნენ.ამერიკული ინდუსტრიიაც პიკში იყო.მე-19 საუკუნის ბოლოს აშშ მსოფლიოშ ყველაზე სწრაფად მზარდი ერი იყო ინდუსტრიალიზაციის თვალსაზრისით.საუკუნის ბოლოსათვის მათ გადაასწრეს ბრიტანეთს რკინისა და ფოლადის პროდუქციიით.ამერიკული რკინიგზა ასევე ძალიან სწრაფად გაიზარდა.1850 წელს იგი 9000 მილს შეადგენდა.1900 წლისათის კი 190000 მილს. აშენდა იმ დროისთვის პირველი ტრანსნაციონალური რკინიგზა 1869 წელს.1859 წელს ედვინ დრეიკმა პენსილვანიაში ნავთობი აღმოაჩინა.მალე დაიწყო ნავთობის ინდუსტრიის გაფურჩქვნა.პირველი ნავთობსადენი 1865-ში აშენდა.

ზარდი იყო ამერიკელთა რიცხვი, ქალაქებში მაცხოვრებლებმა 1900 წლისთვის თითქმის სრული მოსახლეობის 1/3 შეადგინა.40-ზე მეტი ქალქი იყო ისეთი, სადაც მოსახლეობა 100000-ს აჭარბებდა.

Ამ დროისათვის ასევე ბუმი იყო აგროკულტურის სფეროში.მას დახმარებას ახალი ტექნოლოგიებიც უწევდა.მაკკრონიკმა 1834 წელს მექანიკური მანქანა გამოიგონა მოსავლის ასაღებად.ჯონ დირემ კი ფოლადის გუთანი 1838 წელს შექმნა.1854 წელს პირველი წარმატებულითვითმოქმედიწისქვილი შეიქმნა.1874-ში ეკლიანი მავთულის დაპატენტება მოხდა.

სპანური ომი

1898 წელს აშშ ესპანელთა წინააღმდეგ იბრძოდა.1890 კუბა ესპანელთა მიერ დადგენილი კანონების წინააღმდეგ აჯანყდა.ესპანეთი კი ძალიან მკაცრს პოლიტიკას ატარებდა აჯანყებულთა წინააღმდეგ, ამერიკელებს კი ეს საქციელი ანრისხებდათ.1898 წლის 15 თებერვალს ჰავანაში აფეთქდა ამერიკული ხომალდი და შეიწირა 260 ადამიანის სიცოცხლე.უცნობუია ზუსტად რამ გამოიწვია აფეთქება, მაგრამ ბევრი მას ესპანელებს მიაწერდა.1898 წლის 25 აპრილს აშშ ჩაერთო ბრძოლაში.1 მაისს ჰარბორში გაანადგურეს ესპანური გემები.ამერიკელი ჯარისკაცები შევიდნენ ფილიპინებში და 13 აგვისტოს მანილა აიღეს.17 ივლისს სანტიაგო.უკანასკნელი ესპანური არმია კი 26 ივვლისს მოაწციეს ალყაში. Კაპიტულაციას ხელი 14 აგვისტოს მოეწერა.მშვიდობის ხელშეკრულებით, რომელიც 1898 წლის 10 დეკემბერს გაფორმდა კუბა დამოუკიდებლად გამოცხადდა, მაშინ როდესაც აშშ-ს ფილიპინები, პუერტერიკო და გუამი ეკავა.

სპანეთთნ ბრძოლამ დაამტკიცა ამერიკელთა სიძლიერე.1910 წლისთვის შტატებმა გადაასწრო ბრიტანელებს, როგორც ყველაზე მდიდარ და ძლიერმა მსოფლიოში.ამ დროისათვის მოსახლეობა 92 მილიონს აღწევდა.

ეოცე საუკუნის ამერიკა

ეოცე საუკუნნის დასაწყისში სამი ახალი შტატი იქნა აღიარებული კავშირის წევრად.1907 წელს ოკლაჰომა, 1912 წელს კი არიზონა და ახალი მექსიკა.

სევე ადრეულ მე-20 საუკუნეში აშენდა პანამის არხი.პრეზიდენტ თეოდორ რუზველტმა 1902 წელს გადაწყვიტა არხის აშენება პანამის გასწვრივ.1903 წელს ამერიკამ 6 მილის სიგანის საარხე ტერიტორია აიღო იჯარით 99 წლის ვადით.არხი 1904-1914 წლებში შენდებოდა.

შშ პირველ მსოფლიო ომში

ირველი მსოფლიო ომის დაწყებისას 1914 წელს ამერიკა ინარჩუნებდა ნეიტრალურ მდგომარეობას.თუმცა გერმანიან მათი დამოკიდებულება შეცვალა.მას შემდეგ რაც 1915 წლის 7 მაისს გერმანული წყალქვეშა ნავი ლუსიტანიის ტერიტორიაზე შეიჭრა.1198 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან 128 ამერიკელი იყო.ამის მიუხედავად ვუდრო უილსონმა 1916 წელს არჩევნები შემდეგი სლოგანით მოიგოის გვიხსნის ომისგან”.

ირველ თებერვალს 1917 წელს გერმანიამ შეუზღუუდავი საომარი ქმედებები დაიწო წყალქვვეშ.ეს ნიშნავდა რომ ყველა ნეიტრალური გემი, რომელიც ბრიტანეთთან სავაჭროდ მოძრაობდა წარმოადგენდა სამიზნეს წყალქვეშ არსებული ხომალდებისთვის.უფრო მეტიც ბრიტანელებმა მოახერხეს ჩაეწერათ გერმანიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მისნისტრის, არტურ ციმერმანის, სიტყვები, რომ გერმანიასა და ამერიკას შორის ომის დროს, ისინი შეეცადნენ მექსიკა დაერწმინებინათ და მათ შტატებისთვის შეეტიათ.მექსიკელებს აშშ-ს ნაწილს სთავაზობდნენ როგორც საჩუქარს, თუ აღნინულს შეასრულებდნენ.

1917 წლის 7 აპრილს აშშ-მ გერმანიას ომი გამმოუცხადა.ამერიკას ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავდა მაგრამ მცირე არმია.თუმცა მან გაწვევა გამოაცხადა და აშშ-ს ჯარმაც ზრდა დაიწო.პირბელი დანაყოფები საფრანგეთში იქნ გაგზავნილი 1917 წლის ივნისში.სექტემბრისტვის აშშ-ს გენერალს ჯონ პერშინგს უკვე შეეძლო შეტაკებების დაწყება.1918 წლის სექტემბერში მათ გერმანული ბაზა გაანადგურეს სანტ-მიჰაილში.შემდეგ დაიწყეს შეტევა მეუზ-არგონნნის ტერიტორიაზე.გერმანიის ჯარებმა უკან დაიხიეს, სანამ 11 ნოემბერს გერმანია საბოლოოდ დანებდა.

ამ დროს 1917 წელს 11 შტატში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს.1918 წელს მიღებულ იქნა სანონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც აშშ-ს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ქალს მიეცა მისიი უფლება.კანონის რატიფიცირება 1919 წელს მოხდა და ძალაში 1020 წელს შევიდა.

დრეულ მე-20 საუკუნის აშშ-ში დაიწყო შიდა მიგრაცია.ბევრი ფერადკანიანი სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიემგზავრებოდა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.1909 წელს დაარსდაეროვნული ასოციაცია ფერადკანიანთა წინსვლისთვის

1920-იანი წლები

დამიანთა უმეტესობა (ყველა არა) 1920-იან წლებში აყვავებას განიცდიდა.1912 წელს საცხოვრებელი სახლების 16% ელექტროფიცირებული იყო.1927 წლისთვის ეს რიცხვი 63%-მდე გაიზარდა.ელექტროობამ მოიტანა მაცივრები, უთოები და საშრობი ფენები, რადიოც ასევე ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო.1920 წელს ავტომანქანების ქონაც ასევე ჩვეულებად იქცა.ამერიკელები სიამოვნებას იღებდნენ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტის ცხოვრებით.1920-იანი წლები ასევე იყო აკრძალვების ერა.18 საკოპნსტიტუციო ცვილება იქნა რატიფიცირებული 1919 წელს, რომელიც ძალაში 1920-ში შევიდა.მან აკრძალა წარმოება, გაყიდვა და ტრანსპორტირება ალკოჰოლის.ტუმცა ხალხი ამას არალეგალიურად მაინც აკეთებდა.განგსტერები კი უფრო მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ ალკოჰოლისთვის.აკრძალვა 1933 წელს მოიხსნა.

ოლ სტირტის შეჯახება

1929 წელს ამერიკულმა ეკონომიკამ დაქვეითება დაიწყო.შემცირდა მოთხოვნა ახალ მანქანებსა და სვრებელ სახლებზე.თუმცა სააქციო ბაზარი მაინც აგრძელენდა განვითარებას ოციანი წლების ბოლომდე.ბევრი ადამიანი აქციებს ნასესხები ფულით ყიდულობდა.შედეგად სააქციო ბაზარმა ინფლაცია განიცცადა.ფსამა ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია , გარდაუვალი იყო რომ ზოგიერთი ადამიანი გაყიდვას დააპირებდა.სექტემბრის შუა პერიოდში კი აქციების გასი დაეცა.1929 წელსშავ პარასკევსხალხმა პანიკურად დაიწყო აქციების გასხვისება და ფასები კატასტროფულად დაეცა.ეს მოვლენაუოლ სტრიტის შეჯახებისსახელითაა ცნობილი.ბიზნესის აქამდე არსებული თავდაჯერებულობა გაქრა, ბანკები გაკოტრდნენ და ინდუსტრიაშში ფასების კლება დაიწყო.1932 წელს ამერიკული პროდუქციის მოცულობა ნახევარრი იყო 1929 წელთან შედარებით.უმუშევრობამ პიკს მიაღწია.რადგან ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, შესაბამისად საქონელზე მოთხოვნა შემცირდა, ამან კი ბესრად მეტი დასაქმებულის დატხოვნა გამოიწვია.მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა ქამდეც ჰქონდა გამოცდილი ამერიკას, ეს იყო ყველაზე რთული რაც აქამდე ახსოვდათ.ეს კრიზისი დეპრესიის სახელითაა ცნობილი.

Დეპრესია

რეზიდენტი ჰუვერი ცდილობდა დახმარებას.იგი არწმუნებდა დამსაქმებლებს რომ ხელფასები არსებულ ნიშნულზე შეენარჩუნებინათ.ჰუვერი წინააღდეგი იყო რომ ფედერალური უმუშევრობის რელიეფი წარედგინა.მას სჯეროდა რომ ეს უხეში ინდივიდუალიზმი იყო და ფიქრობდა, რომ თუ რელიეფს წარადგენდა მაშინ ხალხი სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული გახდებოდა.ცხოვრება უმუშევრობის პერიოდში ძალიან მკაცრი იყო.ბევრი ადამიანი ქველმოქმედების იერ მიწოდებული ქათმის წვნიანით იკვებებოდა.გაჭირვებული ხალხი ქოხმახებში ცხოვრობდა და მათ დასახლებებს ჰუვერვილები ეწოდათ.ჰუვერი ვადის დასრულებისას ძლიერ არაპოპულარული გახდა და 1932 წელს ფრანკლინ დელანი რუზველტი აირჩიეს პრეზიდენტად.

ხალი კურსი

უზველტმა დაარწმუნა ამერიკელი ხალხი, რომ ერთადერთი რისიც უნდა ეშინოდეთ ეს თავად შიშია.იგი ამერიკელებსახალ კურსჰპირდებოდა.თუმცა 1933-1939 წლებში მხოლოდ მცირე წარმატებით შემოიფარგლებოდა.1937 წლისთვის უმუშევრობა 14% მდე დაეცა.ეკონომიკა კვლავ ჭაობში იყო და უმუშევრობის მაჩვენებელმაც 17%-მდე მოიმატა.მაგრამ ინდუსტრიულმა პროდუქციამ 1939 წელს 1929 წლის მაჩვენებელს მიაღწია.

ავდაპირველად რუზველტმა დაარწმუნა კონგრესი, რომ ამ მწარე პერიოდში, რომელიც “100 დღისსახელითაა ხნობილი კანონები სწრაფად დაემტკიცებინათ.ერთ-ერთი პირველი რაც რუზველტმა გააკეთა ეს ბანკების კანონიერი დახურვა იყო.1933 წლის 9 მარტს გადაუდებელი საბანკო აქტის მიხედვით, ბანკებს გახსნის უფლება მხოლოდ მაშინ ექნებოდათ, თუ ამას მთავრობა დაამტკიცებდა.ამით მოსახლეობას იმედი ექნებოდა, რომ მათი დეპოზიტები ბანკში უსაფრთხოდ იქნებოდა.

1933 წლის 12 მაისს დამტკიცდა გდაუდებელი ფედერალური რელიეფის აქტი, რომმელიც დაუსაქმებლებს დაეხმარებოდა.შტატებმმა დამსაქმებლებს გრანტები გამოუყო, რომ დაეწყოთ გზების, პარკებისა და სკოლების რეაბილიტაცია, რაც სამუშაო ადგილებს შექმნიდა.1933 წელს რუზველტმა დააარსა სამოქალაქო კონსერვაციის კორპუსი, რომელშიც ახალგაზრდები მუშაობდნენ კონსერვაციის პროექტებზე.საჯარო ადმინისტრაციებმა დაიწყეს მუშაობა მშენებლობებზე, სიდებსა და კაშხლებზე.ტენესის ველზე დაიწყო ჰიდროელექტრო სადგურისა და კაშხლის მშენებლობა.

ერმერების მდგომარება კი გაუსაზლისი იყო რეცესიისას, ამას გვალვაც დაემატა და შეიქმნა ე.წმტვრის ბურთი”.ფერმერებმა მიატოვეს მიწები და კალიფორნიაში გაემგზავრნენ სამსახურის საძებნელად.

1935 წელს სოციალური უსაფრთხოების სამსახურმა შექმნა პენსიათა და უმუშევრობის დაზღვევის სქემა.ასევე 1935 წელსშრომითი ურთიერთობების შესახენ ეროვნულმა კანონმაან მეორენაირადვაგნერის აქტმახელი შეუწყო მუშათა კოლექტიურ გარიგებას.1938 წელს შრომის სტანდარტის აქტმა, დაამტკიცა მინიმალური ხელფასი.

Ომის მოახლოება

1940 წელს გერმანიამ აიღო დენმარკი, ნორვეგია, ჰოლანდია.ბელგია და საფრანგეთი.საპასუხოდ რუზველტმა დაიწყო ამმერიკული ჯარის ფართო ექსპანსია.მან გამოაცხადა გაწვევა ჯარში.ამერიკელთა უმრავლესობას არ სურდა ომში ჩაბმა, რუზველტმა კი დაამტკიცა რომ ამერიკა აუცილებლად უნდა იყოსდემოკრატიის არსენალი”.1941 წელს მან კონგრესს ლენდ-ლიზის პროექტი წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევდა მიექირავებინა მიწა, სურსათი თუ სხვა დახმარება იმ ქვეყნისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აშშ-ს დაცვაში.თავდაპირველად ლენდ-ლიზი მხოლოდ ბრიტანეთზე გავრცელდა, თუმცა აგვისტოში რუზველტმა ის რუსეთამდე გააფართოვა.

ახალი კურსი

შშ მეორე მსოფლიო ომში

1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიამ შეუტია ამერიკის საზღვაო ფლოტს ჰარბორში.მეორე დღეს კონგრესმა იაპონიასსთან ომი ოფიციალურად გამოაცხადა.11 დეკემბერს კი გერმანიამ და იტალიამ გამოუცხადეს აშშ-ს ომი.ამერიკამ თავისი ყველა რესურსის მობილიზება ომახდინა ომისთვის.სამრეწველო გასავალი გაორმაგდა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, 1943 წლისთვის კი ყველა დასაქმებული იყო.1939 წელს 2000 ვერტმფერნი აწაროეს, 1944ში კი 96000.ამერიკელი საზოგადოება ნაკლებად იტანჯებოდა ვიდრე სხვა ქვეყნის ხალხი, რადგან აშშ გადაურჩა ოკუპაციასა და საჰაერო თავდასხმებს.

II მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ბევრი შავკანიანი ადამიანის მიგრაცია მოხდა სამხრეთიდან ჩრდილოეთითა და დასავლეთით.ფერადკანიანი ხალხი მზარდ უკმაყოფილებას განიცდიდნენ თავიანთი პოზიციის გამო ამერიკულ საზოგადოებაში.ფერადკანიანთა ინტეგრაციის ეროვნულა ასოციაციამ გაზარდა მისი წევრების რაოდენობა.1942 წელს ჩამოყალიბდა კონგრესო რასობრივი თანსაწორობისთვის.

ევრიიაპონელი ამერიკელიმსახურობდა აშშ-ს შეიარაღბულ ძალებში.აშშ-ს მასშტაბურმა ინდუსტრიულმა ძალამ ადვილად მოახეხრა მოწინააღმდეგეთა დამარცხება.სამწუხაროდ, ამას რუზველტი ვერ მოესწრო.იგი 1945 წლის 12 აპრილს გარდიცვალა.

ეოთხე ნაწილი-თანამედროვე ამერიკა

რუმანის დოქტრინა

ეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობა მალე გაგრილდა.1947 წლისთვის ცივი ომი დაიწყო.ბრიტანეთი გადაქანცული იყო ომით და მისი გაგრძელება აღარ სურდა.1947 წლის 12 მარტს ტრუმანმა გამოაცხადა, რომ ამერიკა აუცილებლად დაუჭერდა მხარს თავისუფალ ადამიანბეს, რომლებსაც შეიარაღებული ძალები უპირისპირდებოდნენ ან განიცდიდნენ გარე ზეწოლას.ტრუმანი იმედოვნებდა რომ თავდაპირველად დახმარება ფინანსური იქნებოდა.აშშ-მ ფული მისცა, როგორც საბერძნეთს ასევე თურქეთს.ამერიკამ ევროპასაც გამოუყო დახმარება, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში აოხრებული იყო.დახმარებას ამერიკის სახელმწიფო მდივნისმარშალის გეგმაეწოდა, იგი პირველად 1947 წლის ივნისში იქნა გაცემული ევროპისთვის.1948-1951 წლების მანძილზე მიმდინარეობდა გეგმის აღსრულება და ევროპას დიდად დაეხმარა ფეხზეე წამოდგომაში.

აშინაო ვითარება

რუმანი თავის საშინაო პოლიტიკაში ცდილობდა, რომახალი კურსიგაეფართოებინა, მაგრამ მის მიერ წარდგენილი კანონების უმეტესობა კონგრესის მიერ უარყოფილი იყო.1946 წლის დასაქმების აქტი დაეხმარა ფედერალურ ხელისუფლებას მიზნის მიღწევაში, რომელსაც მოსახლეობის სრული დასაქმება წარმოადგენდა.1949 წელს კონგრესმა მინიმალური ხეფასის რაოდენობა გაზზარდა და ასევე კიდევ 10 მილიონი გამოყო სახელმწიფო დახმარებებისთვის.

აკკარტიზმი აშშ-ში

დრეუილი 1950-იანი წლები იყო მაკკარტიზმის ერა.ამ დროისთვის არსებობდა შიში კომუნისტური ინფლირტაციისა.1946 წელს უინსტონ ჩერჩილმა გამოაცხადა რომ ევროპას “'რკინის ფარდაჩამოეფარა. Კომუნისტური რეჟიმი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, როგორიცაა უნგრეთი და ბულგარეთი.ჩეხოსლოვაკიას რაც შეეხება იქ არჩევნები ჩვეულებრივ ჩატარდა და რაღაც დროის მანძილზე იგი დემოკრატიული წყობილებით იმართებოდა, თმცა 1948 წელს დემოკრატია კომუნისტური გადატრიალებით დაამხეს.

1949 წელს რუსებმა შექმნეს ტომური ბომბი.მაჟონა ინფორმაციამ, რომ ჯაშუშები ეხმარებოდნენ მათ ბომბის განვითარებისას, რამაც ამერიკელი ხალხი შოკში ჩააგდო.დაძაბულ ატმოსფეროში სენატორმა ჯოზეფ მაკკარტიმ გადადგა ნაბიჯები.1950 წელს უკვე ჰქნდა სია იმ პირებისა, რომლებიც კომუნისტებმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიქირავეს.მაკკარტმა დაიწყო მათზე ნადირობა და ამ დროს ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.მაკკარტმა გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი დაადანაშაულა.1954 წელს დეკემბერში მისი ქმედებები სენატის მიერ დაიგმო.

იუხედავად მაკკარტისა 1950-იანი წლები მაინც აყვავების პერიოდია მაერიკისთვის.უმუშევრობის დონე დაბალიია, ცხოვრების სტანდარტი აწეული და ტელევიზორის ქონაც ჩვეულებად იქცა.აშშ-მ მისი პირველი სატელიტი 1958 წელს ჩაუშვა.თუმცა ამ პერიოდისთვის ცხპვრების სტულყოფილება მაინც არ იყო ყველა ამერიკელის მიერ განცდილი.

ამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობა აშშ-ში

რძოლა სამოქალაქო უფლებებისათვის დაიწყო 1950-იან წლებში.ამ დროისათვის სამხრეთში სკოლა სეგრეგაციას განიცდიდა.1896-ში უზენაესმა სასამართლომ სეგრეგაცია კონსტიტუცციურად დააკანონა, სანამ ორივე ჯგუფის თანასწორობა იქნა აღიარებული.1954 წელს პირველად დაიძრა საქმე უკეთესობისკენ უზენაეს სასამართლოში, ასევე თეთრი ადამიანების დიდი ნაწილიც უარყოფითად იყო განწყობილი სეგრეგაციისადმი.1957-ში სამხრეთში 9 მოსწავლე არ მიიღეს სკოლაში მხოლოდ მისი კანის ფერის გამო.ეს პატარა როკის სკოლაში მოხდა, შემდეგ ბავშვები ხალხისგანაც გაანიცდიდნენ ზეწოლას და საბოლოოდ ეიზენჰაუერმა არმია გაგზავნა აღნიშნულ პროვინციაში სიტუაციის გამოსასწორებლად.

ამხრეთში ფერადკანიანთა უმეტესობას არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება.1957-1960 წლებში აქტი სამოქალაქო უფლებების შესახებ დამტკიცდა, რასაც უნდა გაეუქმებინა დაბრკოლებები ფერადკანიანებისთვის, მაგრამ იგი დიდად წარმატებული ვერ გამოდგა.

ავმა და აფროამეტიკელმა ამერიკელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს არაძალადობრივი კამპანიებისას.1955 წელს მონტგომერ ალაბამას ჰქონდა კანონი, რომლის თანახმადაც ფერადკანიანი ადამიანს აუცილებლად უნდა ემგზავრა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ავტობუსით.1955 წლის დეკემბერში ქალი სახელად როზა პარკი დაჯდა ავტობუსის წინა სავარძელზე და უარი თქვა რომ ამდგარიყო.იგი დააპატიმრეს, ფერადკკანიანებმა აღნიშნლის შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს ყველა ავტობუსს.საბოლოოდ ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად ჩაითვალა.ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ბოიკოტში მონაწილეობდა ძალიან ცნობილი გახდა.იგი ბაფტისტი იყო სახელად მარტინ ლუთერ კინგი.

1960-იან წლებში გრინსბოროსა და ჩრდილოეთ კაროლინაში სტუდენტებს უარი უთხრეს რესტორანში მომსახურებაზე.ისინი დიდი ხნის განავლობაში ისხდნენ გაუნძრევლად ამ რესტორანში და ასე გამოხატავდნენ პროტესტს.იგივე ხერხს მიმართეს შემდეგ მაღაზიებში, სასტუმროებში და პარკებში.მათმა ქმედებებმა ზეწოლა მოახდინა, რომ მიეღოთ ანტისეგრეგაციული კანნონი.

1962 წელს პრეზიდენტმა კენედიმ, მისისიპის უნივერსიტეტში გააგზავნა არმია, რათ ფერადკანიანი სტუდენტები აღიარებული ყოფილიყვენ უნივერსიტეტის მიერ.1963 წელს ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ვაშინგტონის ქუჩებში, რათ სამოქალაქო უფლებების ლეგიტიმაცია მოეთხოვათ.მარტინ ლუთერ კინგმა, დაიწყო სიტყვ ცნობილი ფრაზით-”მე მაქვს ოცნებადა აღწერა საკუთარი ხედვა რასობრივი ჰარმონნიის შესახებ.

როტესტანტები წააწყდნენ ძალადობას.1963წელს ერთ-ერთ მონაწილეს მედგარ ევერს ესროლეს და მოკლეს.ასევე 1963 წელს მოხდა აფეთქება ბირმინგენის ბაფტისტურ ტაძარში, რასაც ოთხი ფერადკანიანი გოგონა შეეწირა.1965 წელს მოკლეს შავკანიანთ მილიციის ლიდერი მალკოლმ იქსი.

1964-ში ლინდონ ბ.ჯონსონმა მოაწერა ხელი სამოქალაქო უფლებათ აქტს, რომელიც ყვველა ადამიანს თანაბარ ფლებებს აძლევდა ხმის მიცემის, განათლების, საჯარო თავშეყრისა და ფედერალური დახმარების თვალსაზრისით.

უმცა შავკანიანთა უკაყოფილება მაინც არ ცხრებოდა.1965 წელს ლოს-ანჯელესში მომხდარმა არეულობამ 34 ადამიანი შეიწირა.1968 წლის 4 აპრილს მოკლეს დიდი პრატორი მარტინ ლუთრ კინგი.მისმა მკვლელობამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

ბრძოლა თავისუფლებისთვის

ონ კენედი და ლინდონ ჯონსონი

1960-იან წლებში კენედიმ გააძლიერა სამხედრო ნაწილი.მან ამერიკას მისცა საშუალება პირველი ადამიანის მვარეზე გაფრენისა.კენედიმ ასევე შექმნა მშვიდობის კორპუსები, რომელიც აგზავნიდა მოხალისეეებს მრავალფეროვანი დახმარებსი გასაწევად ღარიბ ქვეყნებში, იქნება ეს საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ კეთილდღეობის სხვა ქემები.უფრო მეტიიც 1963 წელს მან ხელი მოაწერა თანასწორი გადახდის აქტს, რომელმაც აკრძალა ქალისა და კაცის დისკრიმინაცია ანაზღაურებისას, როდესაც ისინი ერთნაირ საქმეს აკეთებდნენ.

ინდონ ჯონსონი ხვდებოდა რომ აშშ უმდიდრესი სახელმწიფო იყო, თმცა მისი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც სიღარიბეს განიცდიდა.თავიი პრეზიდენტობის მანძილზე, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტი მიიღო, რომელთაც იმედოვნებდა რომ ამოძირკვავდა სიღარიბი ფესვებს ქვეყანაში.1964 წლის ეკონომიკური შესაძლებლობების აქტმა მხარი დაუჭირა ახალგაზრდებს, რომ განათლება მიეღოთ და ასევე ჰქონოდათ სამსახურეობრივი ტრენინგების გავლის საშუალება.მკურნალობის აქტმა 1965 წელს უზრუნველყო 65 წელს გადაცილებული ადამიანის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური მომსახურების გარანტია.საშუალო განათლების აქტმა 1965 წელს გამოყო დახმარება იმ სკოლებისთვის, რომმლებიც დიდი რაოდენობის ღარიბი მოსწავლეებით გამოირჩეოდა.1965 წელსვე საბოლოოდ გაუქმდა ყველანაირი დაბრკოლება ხმის მიცემისას, ფერადკანიანებისთვის.იგი კრძალავდა არჩევნებისას, ისეთი ბიულეტინებისა თუ საარჩევნო საშუალებების შექმნას, რომლის გაგებაც მხოლოდ მაღლი წიგნიერების მქონე ადამიანს შეეძლებოდა.

იეტნამის ომი

Მე-20 საუკუნის დასაწყისში ვიეტნამი საფრანგეთის დაქვემდებარებაში იყო, თუმცა 1941 წელს იაპონიამ მისი ოკუპაცია მოახდინა.ამერიკელებმა არ აღიარეს ევროპული კოლონიალიზმი და არ სურდათ, რომ ომის დამთავრების შემდეგ ვიეტნამი კვლავ ფრანგთა ხელში გადასულიყო.მეორე მსოფლიო ომმის შემდეგ საფრანგეთი ცდილობდა ვიეტნამის დაბრუნებას, თუმცა კომუნისტები ამ საქმეში უპირისპირდებოდნენ.

ივი ომის პირობებში ამერიკელთა სიმპატია ვიეტნამის მიმართ გაგრილდა და 1950 წელს საფრანგეთს გამოუყვეს ფინანსური დახმარება, რომ იგი კვლავ დაეკავებინათ.1954 წელს ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ დიმ ბენ ფუში.ამ დროისათვის მათ უკან დაიხიეს და ვიეტნამი ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად გაიყო.1950 წელს კომინისტთა ინფლირტაცია სამხრეთში მოხდა.

1960-იანი წლების ამერიკული პოლიტიკა ვიეტნამში იზიარებდა დომინოს პრინციპს.მათ სწამდათ, რომ თუ ერთ ქვეყანა გასაბჭოვდებოდა, შემდგომ მას სხვებიც მარტივად მიყვებოდნენ.ამერიკელთა პირველი რეალური ინტერვენცია ვიეტნამში 1961 წელს დაიწყო, როდესა კენედიმ პირველი ჯარისკაცები გაგზავნა.

მერიკელთა ჩართულოობა 1964 წელს აგვისტოს შემდეგ გაიზარდა, როცა ანერიკულ ხომალდებს დაესხნენ თავს.კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უფლებას აძლევდა პრეზიდენტს გამოეყენებინა ყველანაირი ძალა მათ წინააღმდეგ, ვინც შტატებს უპირისპირდებოდა და ასევე ტავიდან აეცილებინა აგრესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მერიკული ძალიების რაოდენობა სამხრეთ ვიეტნამში სწრაფად გაიზარდა და 1967 წლის დასასრულს ნახევარ მმილიონს მიაღწია.აშშ-მ ასევე განახორციელა ჩრდილოეთის სტრატეგიულიი დაბომბვა.ვიეტნამის ომი ძალიან არაპოპილარული იყო თვითონ ვიეტნამში.1965 წელს დაიწყო ანტისაბრძოლო დემონსტრაციები.ამერიკა ყველანაირ დაპირისპირებას ანეიტრალებდა, თუმცა მათი აზრი იცვლებოდა.1968 წლის 3 აპრილს დაიწყეს მშვიდობიანი მოლაპარაკებები.1970 წლიდან პრეზიდენტმა ნიქსონმა ნელ-ნელა უკან დახევა და ვიეტნამიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, რათა მიეცა მათთვის საშუალება თვითნ დაეცვათ საკუთარი თავი.უკანასკნელმა ამერიკულმა ჯარმა ვიეტნამი 1973 წელს დატოვა.

ვტორი:ტიმ ლამბერტი

არგმნა თემურ თუთარაშვილმა

1
717
3-ს მოსწონს
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
717
  
2020, 15 აპრილი, 13:49
ძალიან საინტერესო ისტორია, რამდენი უშრომია მთარგმნელს.
მადლობა!
0 1 1