x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133857
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508148
ვინ ვართ ჩვენ?

მიტოვებულ, სუსხიან და ცივ შენობაში ცხოვრობდა ადამიანი.სულ მარტოხელა იყო, ახლო არავინ არ ჰყავდა მხოლოდ ის და თავის ეგო.ირგვლივ ნისლით მოცული სიცარიელე, სიცივე ისეთი სიცივე რომელიც ადამიანს კანკალს დააწყებინებს.ყვიროდა, წიოდა დახმარებას ითხოვდა სხვებისგან მაგრამ არავინ აქცებდა ყურადღებას მეტიც თავიც კი არ მიუტრიალებიათ უკან და არ უკითხიათ რამოხდა, ან რა გჭირთო.ადამიანები შეცვლილიყვნენ, გრძნობები აღარ ჰქონდათ, გული ჰქონდათ ცივი და ერთმანეთს ცივ მზერას სტყორცნიდნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ სხვა არც კი აინტერესებდათ.მჟავე სახით განაგრძობდნენ სიარულს, სიხარბემ შეიპყრო ისინი და გააბოროტა და ის საცოდავი მარტოსული? ისევ თავის ეგოსთან იყო უზარმაზარ შენობაში, კანკალებდა შიოდა და წყუროდა ისევ და ისევ დახმარებას ითხოვდა მაგრამ ყველა თავზე უვლიდა მეტიც ფეხებით ქელავდნენ..მაგრამ დადგა დღე როდესაც გამოიარა ქერა თმიანმა ქალმა, ის ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზი იყო.მივიდა ახლოს მარტოსულთან, წამოაყენა წყალი დაალევინა, ჟაკეტი აკანკალებულ მხრებზე მოასხა და ფუნთუშა შესთავაზა.ქალმა ხმამაღლა თქვა:ნუთუ ასე დაბრმავდით, რომ ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებთ? ნუთუ ასე დახარბდით ფულს, ან ასე ძალიან გიყვართ საკუთარი თავი ნუთუ სხვაზე არ ფიქრობთ ან არ გინდათ რომ სიკეთე გააკეთოთ? სინდისიზ ქენჯნა არ გაწუხებთ როცა ასეთ ადამიანს ხედავთ ქუჩაში და გვერდს უვლით?მას უჭირს, ცუდადაა მარტოსულია.ასეთი ვხოვრება დაუდგა საცოდავს, არ შეგიძლიათ 1 თეთრით მაინც დაეხმაროთ? თქვენ ადამიანები ხართ?მაინც მითხარით ვინ არის ადამიანი ან როგორია ის?ადამიანი, თავის დროზე ღირსეული არსება იყო მაგრამ ახლა სხვა დრო დაგვიდგა.ბოროტად გვევლინება ის, ერთმანეთის დანდობა არ იციან, პატიება არ შეუძლიათ ამისგარდა შეცოდების უნარიც არა აქვთ და არც თხოვნის მოსმენის თავი.ადამიანიც ამინდებივით არეული გახდა, ახლა გაზაფხულია მაგრამ ზამთრის ამინდებს უფრო ჰგავს..ასეა ადამიანიც... როგრც ბუნება უშვებს შეცდომებს, ადამიანიც იგივეს აკეთებს უამრავ შეცდომებს უშვებს, არ უფიქრდება თავის გადაწყვეტილებებს...დაუფიქრებლად მოქმედებენ, რობოტებს დაემსგავსნენ რომლებსაც მხოლოდ გარეგნობა აქვთ სა დახვეული ლენტასავით იმეორებენ ერთი და იგივე სიტყვებს.შიგნით? ისინი შინაგანად ცარიელნი არიან, რომ სთხოვო დამეხმარეო განა შეისმენს იგი შენს სიტყვებს? ან გინდაც შენი ახლობელი იყოს გაგიგებს ან გაიგებს შენს გასაჭირს? არა, ახლობელი უფრო ზურგს გაქცევთ ვიდრე უცხო, ის უფრო გაგიმეტებს სასიკვდილოდ ვიდრე ვიღაც უცნობი რომლისთვისაც შენ არაფერი ხარ.მაგრამ რა ვართ ან ვინ ვართ ჩვენ? განა არსებობს ამაზე პასუხი? მხოლოდ მტრობა, შური და ბოროტების ჩადენა შეგვიძლია სხვა არაფერი.ვინ ვართ ჩვენ? ბოროტი არსებები თუ წმინდანი?image

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0