x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
შავი ჭირის დროს გარდაცვლილი ადამიანებს ძვლებით "მოპირკეთებული" ტაძარი - უჩვეულო სანახაობა ჩეხეთში
image


მას მერე, რაც კორონავირუსი გავრცელდა და მსოფლიო მოიცვა, ყველას ახსენდება შემთხვევები ისტორიიდან, როდესაც სხვადასხვა დაავადებამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და შთამომავლობას ამის შესახებ გარკვეული მოსაგონარი დარჩა. მაგალითად, ქართული მაგალითი ანატორიის აკლდამების, რომელზეც უკვე გვისაუბრია. და ასევე ერთ-ერთი ცნობილი ძეგლი, რომელიც შავ ჭირს უკავშირდება, გახლავთ სედლეცეს ყველა წმინდას ტაძარი ჩეხეთში, ქალაქ კუტნა-გორაში.


ეს გოთიკური ტაძარი-აკლდამაა, ყველაზე დიდი საძვალე ჩეხეთში და ხშირად მას ყველაზე უჩვეულო და საშიშ მუზეუმებს შორისაც კი მოიხსენიებენ. ეს იმიტომ, რომ ინტერიერი მთლიანად ადამიანის ძვლებთა და თავის ქალებით არის მოწყობილი და როგორც ამბობენ, 40 ათასამდე ადამიანის ჩონჩხია გამოყენებული. უშველებელი ჭაღი ადამიანის ჩონჩხის მთელ ნაკრებს მოიცავს.


1278 წელს ჰენრიხი, სედლეცეს ცისტერციანური მონასტრის აბატი ჩეხეთის მეფე პრშემისლომ ოტაკარ მეორემ წმინდა მიწაზე გაგზავნა. უკან დაბრუნებულმა გოლგოთიდან ცოტა მიწა წამოიღო და სააბატოს სასაფლაოზე მიმოფანტა. ეს ამბავი გავრცელდა და სასაფლაო პოპულარული გახდა ცენტრალური ევროპის მცხოვრებლებს შორის. ათასობით ადამიანს სურდა ამ სასაფლაოზე დამარხვა. შუა საუკუნეების ომებმა და ეპიდემიებმა, ძირითადად კი შავი ჭირის ეპიდემიამ XIV საუკუნის შუალედში, სასაფლაო იმდენად შეავსო, რომ უშველებელი ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი ადგილი ამ სივრცეში სწორედ შავი ჭირის დროს გარდაცვლილებმა დაიკავეს, ამიტომაც უწოდეს მოგვიანებით ამ ტაძარს შავი ჭირით გარდაცვლილი ადამიანების ჩონჩხებით მოპირკეთებული ტაძარი.



image

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა


დაახლოებით 1400 წელს სასაფლაოს ცენტრში ააგეს გოთიკური ტაძარი აკლდამით. აკლდამა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ დაეწყოთ საფლავებიდან ამოღებული ძვლები, რადგან სასაფლაოზე ადგილი აღარ იყო. გათავისუფლებული ადგილი ახალი სამარხებისთვის უნდა გამოეყენებინათ ან მშენებლობისთვის. ლეგენდის თანახმად, 1511 წლის შემდეგ ჩონჩხების საფლავებიდან ამოღების და აკლდამაში განთავსების სამუშაოს ცისტერციანული ორდენის უსინათლო ბერი აწარმოებდა.


1703-1710 წლებში ტაძარს დაამატეს ახალი შესასვლელი და ზედა ნაწილი გადააკეთეს - ბაროკოს სტილში.


რამდენიმე წელში იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომ ტაძარი დაეხურათ. მონასტრის მიწები და აკლდამა შვარცენბერგერების ოჯახმა შეიძინა.


1870 წელს შვარცენბერგებმა ხის ხელოსანი ფრანტიშეკ რინტა დაიქირავეს, რომ ძვლების გორებისთვის რაიმე ექნა. მისი შრომის შედეგები თავად მეტყველებენ იმაზე, თუ რა გააკეთა ამ ადამიანმა. მან ამ ჩონჩხებისგან მთელი ინტერიერი შექმნა, საკურთხევლის, ჭაღის და სხვათა ჩათვლით. აქვეა შვარცენბერგების საგვარეულო გერბი და ოსტატი რინტის ხელმოწერა - ასევე ძვლებით.


ტაძარი კვირაში შვიდი დღე გახსნილია დამთვალიერებლებისთვის და ამ ქალაქსაც მსოფლიოში გაუთქვა სახელი.


იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა



2
566
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
566
  
2020, 9 აპრილი, 13:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 8 აპრილი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2