x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ გაყავს დრო წარმატებულ ქართველ სპორტმენს ევროპაში
image

ზურა თევდორაძე ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მორაგბეა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს. ზურა ამჟამად იტალიაში ცხოვრობს და რაგბის თამაში 13 წლის ასაკში დაიწყო. მან კარიერა ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდ ქუთაისის "აიაში" დაიწყო, ასევე თამაშობდა ფრანგულ და იტალიურ გუნდებში. მისი იტალიური კარიერა მილანის სარაგბო გუნდში დაიწყო. ახლა ის ქალაქ კალიარის გუნდ "amatori rugby capoterra"-ში გამოდის. ზურა ამჟამად იტალიაში იმყოფება და მან ჩვენთან საუბარში სპორტულ და არასპორტულ ცხოვრებაზე ისაუბრა, მოგეხსენებათ ახლა მსოფლიოში СOVID 19-ის ეპიდემია მძვინვარებს და ზურა შეიძლება ითქვა იტალიაში ჩარჩა:


ზურა შენ უკვე 11 წელია იტალიაში ცხოვრობ. რა გავლენა იქონია შენს ცხოვრებაში იტალიამ და მოახდინა თუ არა შენზე რაიმე სახის ზეგავლენა?

ბევრი წელია სხვადასხვა ქვეყნის გუნდებში მომიწია თამაში. ამ დროის მანძილზე ბევრი უცხოელი მეგობარი შევიძინე. მართალია ბევრ მათგანთან ახლა აღარ ვთამაშობ, მაგრამ უმეტესობასთან ახლო ურთიერთობა შენარჩუნებული მაქვს.


რაც შეეხება იტალიას - ყველა ვინც ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც არის ნამყოფი დამეთანხმება, რომ ეს ქვეყანა ყველა ადამიანში განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს. საფრანგეთშიც დიდი ხანი ვიცხოვრე, თუმცა იტალიას იმდენად შევეგუე რომ დაბრუნება გადავწყვიტე, რადგან ამ ქვეყანასთან აკლიმატიზაცია საერთოდ არ გამჭირვებია.


ახლა იტალიაში ხარ, გიფიქრია თუ არა საქართველოში დაბრუნებაზე. მითუმეტეს რომ ახლა მსოფლიოში კორონავირუსმა მყარად მოიკიდა ფეხი.

საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი, თუმცა ასე სწრაფად და მარტივად გადაწყვეტილების მიღება რთულია. ველოდებოდი გუნდის და რაგბის კავშირის გადაწყვეტილებას. საბოლოოდ ჩემპიონატი სექტემბრამდე შეაჩერეს, ახლა კი ჩემი საქართველოში დაბრუნება გამორიცხულია, რადგან საზღვრები ჩაკეტილია და ის მკაცრად კონტროლდება.


რამდენი ხანია რაც თვითიზოლაციაში ხარ და ახერხებ თუ არა ინდივიდუალურად სათანადოდ ივარჯიშო?

ამჟამად მხოლოდ სახლის პირობებში ვარჯიშია შესაძელებელი. ფიტნეს-ცენტრში ან მოედანზე ვარჯიში აკრძალულია, რადგან გარეთ გასვლა მკაცრად ისჯება. ერთი თვეა რაც თვითიზოლაციაში ვარ და ვცდილობ შეძლებისდაგვარად ფორმა შევინარჩუნო.

ვარჯიშის გარდა კიდევ რითი გაგყავს დრო?

თავისუფალ დროს ვცდილობ ბევრი ვიკითხო და ასე ვთქვათ "კულინარიულ ექსპერიმენტებსაც" მივმართავ. ასევე სოც.ქსელების მეშვეობით ხშირად ვეკონტაქტები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საქართველოში. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და შეიძლება ითქვას რომ სიმღერა მე თვითონაც კარგად გამომდის.

image

როგორი სიტუაცია ქალაქში სადაც შენ ცხოვრობ? რამდენად ცდილობს მოსახლეობა მთავრობის წესებს დაემორჩილოს?

სხვა ქალაქებისგან განსხვავებით აქ მეტ-ნაკლებად კარგადაა ყველაფერი. კუნძულზე ვიმყოფები და ხელისუფლებას აქ გაუადვილდა კონტროლის დამყარება. თუმცა სიტუაცია კრიტიკულია, ხალხი არ იცავდა თვითიზოლაციის წესებს და სწორედ ამის გამო არის იტალია მსოფლიოში СOVID 19-ის ეპიცენტრი. ახლა შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია და ხალხი წესებს იცავს. მე პირადად გარეთ მხოლოდ პროდუქტების შესაძენად გავდივარ.


რაგბის გარდა გაქვს თუ არა რაიმე ჰობი, რასაც თავისუფალ დროს აკეთებ?

ძალიან მიყვარს მუსიკა და კულინარია. არ გამოვრიცხავ კარიერის დასრულების შემდეგ კულინარიული განხრით განვაგრძო საქმიანობა. ორი წლის წინ იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო კულინარიულ სკოლაში ჩავაბარე და ავიღე პროფესიონალური სერთიფიკატი. თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და ამიტომ ზუსტად მაინც არ ვიცი რა იქნება მომავალში.

საკმაოდ გემოვნებიანად იცვამ. რამდენად დიდ ყურადღებას უთმობ ჩაცმას?

ჩაცმის სტილს მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ წლებია მოდის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში ვიცხოვრე.

image

ექსკლუზიურად ნეტო ბენდელიანისგან

5
358
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
358
  
2020, 13 მაისი, 12:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 მაისი, 3:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 აპრილი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 აპრილი, 13:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 8 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5