x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება. 1.
ქართული სამეფო- სამთავროების შესვლა რუსეთის მფარველობაში

1801 წლისათვის იმერეთის მეფე სოლომონ II ცდილობდა , მთელ დასავლეთ საქართველოზე თავისი ხელისუფლება გაევრცელებინა და სამეგრელოსა და გურიის მთავრები დაემორჩილებინა .

image

სოლომონ II-ის აზრით, თუ იგი დასავლეთ საქართველოში გაბატონდებოდა, მაშინ რუსეთი მას გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი პირობებით მფარველობაში მიიღებდა და ცნობდა მის ხელისუფლებას მთავრობაზე. 1801 წლის მოვლენებმა სოლომონ II-ის იმედები გააქარწყლა. ქართლ- კახეთში გაბატონების შემდეგ რუსეთმა დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სანაპიროზე ფეხის მოკიდება დაისახა მიზნად . ამ დროს დასავლეთ საქართველო დაქუცმაცებული და მეფე-მთავართა შინაომებისგან იყო დასუსტებული.

image

სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი სოლომონ II -ის თავდაცვის საშუალებად მიიჩნევდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლას.


მან რუსეთის იმპერატორს წარუდგინა “სათხოვარი პუნქტები", რომლის საფუძველზეც ქვეშევრდომობის ფიცი მიიღო. 1804 წელს ალექსანდრე I-მა გამოსცა სიგელი გრიგოლ დადიანისადმი.

მთავრის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე მთავარი რომ გამხდარიყო, ამისთვის რუსეთის იმოერატორის თანხმობა იყო აუცილებელი. მთავრის ძალაუფკება შემოიფარგლებოდა სამეგრელოს შინაური მმართველობითა და სამართალწარმოებით, ოღონდ იკრძალებოდა დამნაშავის სიკვდილით დასჯა ან დასახიჩრება.

მთავარი, იმპერატორის მიერ დანიშნულ მთავარმმართებელს ან მის მიერ სამეგრელოს სამთავროში გაგზავნილ მოხელეს უყოყმანოდ უნდა დამორჩილებოდა. სამეგრელოს სამთავროში მუდმივად უნდა მდგარიყო რუსების ჯარი, რომელიც მთავარს უნდა უზრუნველეყო ბინით, სურსათით და სათბობით.

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I- ის სიგელი გრიგოლ დადიანისადმი

“გრიცხავთ რა თქვენ რუსეთის იმპერიის ქვეშ ევრდომთა შორის, ჩვენ ეს გვსურს არა ისედაც ვრცელი იმპერიის გასაფართოებლად, არამედ თანავუგრძნობთ სანეგრელოს სამთავროს მკვიდრთა გაჭირვებულ მდგომარეობას, რომელთაც მეზობელი ქვეყნები ყოველი მხრით ავიწროებენ. მივიღეთ რა მოწყალება, გადავწყვიტეთ ეს ჩვენი ერთმორწმუნე ხალხი მივიღოთ რუსეთის იმპერიის მფარველობა დაცვის ქვეშ, რომლის ფრთებქვეშაც, დაე, მიეცეს სანეგრელოს მშვიდობა და იგემოს მან დიდი ხნის მოწყურებული მყუდროება და უშიშროება, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სხვა ოლქების თანაბრად.

image

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

ნაპოლეონის ომები

image

0
532
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0