x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508468
"მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა"-კორონავირუსით ინფიცირებულის ვიდეომიმართვა
imageახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა ვიდეომიმართვას ავრცელებს:


"მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა. ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორის გამო, გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა..


მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამო კარანტინში იმყოფებიან. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.

მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.


28 მარტს საქმეზე წავედი ზუგდიდში, ვინახულე ჩემი მეგობარი, მის ოჯახში 1 საათი დავყავი, შემდეგ წავედი სოფელ ლიაში, გავატარე 1 ღამე, მერე წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ბებიაჩემის საფლავზე, სადაც ვნახე ერთი ოჯახი.

ცრუ ინფორმაციაა, რომ მე რუსეთის მოქალაქე ვარ, გადმოვედი აფხაზეთიდან, ვიმყოფებოდი ეკლესიაზე წირვაზე, მოვიარე მთელი სამეგრელო და მქონდა 150 კაცთან კონტაქტი. ეს არის სრული სიცრუე, მე უშუალო კონტაქტი მქონდა მაქსიმუმ 16 ადამიანთან, აქედან 4 ადამიანთან – მჭიდრო კონტაქტი. ერთთან ვცხოვრობდი ერთ სახლში, ერთი ბოთლიდან ვსვამდით და ერთი ჭიქიდან.

ეს ადამიანები ყველა კარანტინში მოექცნენ, 4 კი, შეამოწმეს ვირუსზე. ეს იყო კონტაქტიდან მე-9 დღე, საბედნიეეროდ, COVID 19 არცერთს არ დაუდასტურდა.

ყველაზე ცუდი რაც მოხდა, გასაჯაროვდა ჩემი და ჩემი ყველა კონტაქტის გვარები და მისამართები, ეს ადამიანები ხალხმა ანათემას გადასცა. ისედაც ცუდ დღეში ჩავარდნილ ხალხს კიდევ უფრო დაუმძიმეს სიტუაცია.

ხალხნო, ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები. მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები. დღეს ეს ადამიანები არიან ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, ყველამ იცის მათი მისამართი, ურეკავს უამრავი ხალხი და 1 წლის კონტაქტებზეც ესაუბრებიან. ასეთი რამე არ შეიძლება, შესაძლოა, ხვალ თქვენ აღმოჩნდეთ მათ ადგილას, ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ეს შესაძლებელია.

მე მინდა მადლობა მოვუხადო მედპერსონალს, ყველა პოლიციელს და იმ პირს, ვინც ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს. უფალი გვფარავდეს, ყველაფერი კარგად იქნება“, -ამბობს სპორტსმენი.

2
791
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
791
  
2020, 7 აპრილი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 აპრილი, 17:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2