x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სასოწარკვეთილება უღმერთობაა

image




“ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნებაყოფლობით ნუ გაიწამებ.

დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე."

სიბრძნე ზირაქისა

ჩვენი საარსებო გარემო საოცრად რტული და წინააღმდეგობრივი გახდა: ხშირად გვიწევს გამოუვალი მდგომარეობიდან საკუთარი თავისა თუ ახლობლის დახსნა.

საზოგადოების უდიდეს ნაწილს არსებობისთვის აუცილებელი სახსარიც კი არ გააჩნია... მაგრამ ყველაზე სავალალო ალბათ მაინც ჩვენი სულიერი მდგომარეობაა.

სათანადო სიმტკიცის უქონლობის გამო მრავალი ჩვენგანი უიმედობაში ვარდება. საბედნიეროდ, ქრისტეს მადლით განათებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამიტომ ე.წ. “მინიმალურ ქრისტიანთა" უმრავლესობას გაჭირვების ჟამს მაინც ახსენდება დედა ეკლესია. ეშმაკი უამრავ ხრიკს მიმართავს, ადამიანს სულიერი წონასწორაბა, შინაგანი სიმშვიდე რომ დაურრვიოს. ამ ჭრელ საზოგადოებაში ყოველ წამს განსაცდელი და გამოცდა გველის. ჩვენ ირგვლივ ტრიალებს უამრავი ბოროტება, რაც ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი განსაცდელს ჩვენსავე სასიკეთოდ, ჩვენს გამოსაცდელად მოგვივლენს. ეს წინააღმდეგობები უთუოდ უნდა გადავლახოთ, რათა სულიერად გავიზარდოთ და ღვთის სიყვარული მოვიპოვოთ.


ჭეშმარიტ მორწმუნეს ცხოვრების გზაზე შეხვედრილი დაბრკოლებანი უფრო აძლიერებს. ურწმუნოს კი მცირე წინააღმდეგობაც ასუსტებს და ტეხს.

გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ცხოველს აღიზიანებს წინააღმდეგობა: ადამიანი ცხოველს არ უნდა დაემსგავსოს, არ უნდა გაბოროტდეს.

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომლის წყალობითაც ბოროტი ძალა ხშირად იმარჯვებს კიდევაც ადამიანზე, მწუხარება და გულგატეხილობაა. ამ ვნებათა ყველაზე აშკარა გამოხატულება კი სასოწარკვეთილება გახლავთ.

სასოწარკვეთილება უღმერთობაა, სიბნელეში სიარული, სიბრმავეა სულისა, როცა არ იცი, როდის სად გადაიჩეხები. ბნელეთის უფსკრულში მყოფმა არ უწყის ნათელი ღვთისა, ხოლო სასოწარკვეთილების ვნებით შეპყრობილმა – მადლი უფლისა.

ჭეშმარიტი ქრისტიანი, წმიდა მამათა თქმით, ხორციელი თუ სულიერი შეჭირვების გამო სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს. თუ იგი ამგვარ მდგომარეობაშია, მაშასადამე, მის სულში რაღაც ვერ არის რიგზე : ან არ სწამს ისე, როგორც უნდა სწამდეს, ან ისე არ ლოცულობს, როგორც უნდა ლოცულობდეს, ანდა ამპარტავნებას შეუპყრია და არავის მოსმენა არ სურს.

სასოწარკვეთილების დროს საუკეთესო საშუალება ლოცვაა, თუმცა უიმედობისას ადამიანს ამისი არც სურვილი აქვს და არც განწყობა, ეჩვენება რომ ყოველგვარი ღვთის მსახურება უაზრობაა.თუ ამ ბარიერს გადალახავთ და ილოცებთ, შეამჩნევთ, თანდათანობით როგორ გიცხრებათ სასოწარკვეთილება, როგორ ქრება გონებიდან შავბნელი აზრები და ხელახლა როგორ ივანებს აქ იმედი და რწმენა ღვთისა.

მაგრამ, როგორც წმინდა მამები იტყოდნენ, გულგატეხილობის მიზეზი შეიძლება იყოს გადაღლაც, როცა იმაზე მეტს იღებ საკუთარ თავზე, ვიდრე შეგიძლია. როგორც დასუსტებულ ადამიანს ადვილად ერევა სენი, ასევე გადაღლილ, გამოფიტულ ადამიანსაც სწრაფად ეუფლება სასოწარკვეთილება. ასეთ დროს საჭიროა დასვენება, შემდეგ თუ ილოცებს ადამიანი სასოწარკვეთილების შემოტევაც დაცხრება.

ხანდახან დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანებთან შეხვედრას, საუბარს, მათგან რჩევა-დარიგების მიღებას, წმინდა მამათა ცხოვრების კითხვას.

0
207
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0