x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"26 დღის განმავლობაში, მამაჩემი მხოლოდ ერთხელ მოვიდა... ფანჯრიდან ველაპარაკე" - რას ყვება ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
image


პა­ცი­ენ­ტი N10 - ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე პირ­ვე­ლი პი­რია, რო­მელ­საც პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა არ უთხო­ვია და კო­რო­ნა­ვირუ­სის დად­გე­ნის­თა­ნა­ვე, ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


26-დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, სს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­და და ისევ პირ­ვე­ლია, ვინც კო­რო­ნა­ვირუს­ზე მე­დი­ას­თან ვრცლად სა­უ­ბარს და­თან­ხმდა.


რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი ემო­ცია, ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 26 დღე, რო­გორ აფა­სებს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სტრა­ტე­გი­ას ვირუს­თან ბრძო­ლა­ში და ზო­გა­დად, რო­გო­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­სა და შემ­დეგ უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პი­რის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი COVID-19 - ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" კი­თხვებს გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხა.



- ახლა უკვე კარ­გად ვარ, იმი­ტომ რომ სახ­ლში ვარ, მარ­თა­ლია ჯერ ისევ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რო­გორც არის რე­კო­მენ­და­ცია, მაგ­რამ უკე­თე­სია სახ­ლში ვიდ­რე კლი­ნი­კა­ში. ახლა სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ვარ, ორ­ჯერ გა­მი­კეთ­და ტეს­ტი, რო­გორც ეს პრო­ტო­კო­ლით მე­კუთ­ვნის და ორი­ვე­ჯერ უარ­ყო­ფი­თი ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად ვით­ვლე­ბი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში, 10 დღე­ში და­მის­რულ­დე­ბა.


- ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად რომ მივ­ყვეთ, რო­დის გა­მო­გივ­ლი­დანთ ვირუ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი და რა სიმპტო­მე­ბი გქოდ­ნათ სა­ნამ ტესტს გა­ი­კე­თებ­დით?


- ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად რომ მოვ­ყვეთ, მე მქონ­და შევ­ხედ­რა ერთ-ერთ ჩემ თა­ნამ­შრო­მელ­თან. ეს იყო 2 მარტს გვი­ან სა­ღა­მოს, მას არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და, სამ მარტს ჩემ თა­ნამ­შრო­მელს აღ­მო­აჩ­ნდა სიმპტო­მე­ბი და ეგ­რე­ვე მო­ექ­ცა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. 5 მარტს მას და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი და ხუთ მარტს დი­ლი­დან გა­მო­მაჩ­ნდა სიმ­ტო­მაპ­ტი­კა მეც.


ძა­ლი­ან და­ბა­ლი სი­ცხე და მშრა­ლი ხვე­ლა მქონ­და, რო­გორც კი ეს ნიშ­ნე­ბი გა­მო­მაჩ­ნდა მა­შინ­ვე წა­ვე­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. 6 მარტს ამი­ღეს სინ­ჯი და სა­ღა­მოს უკვე და­მიდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი.


რა თქმა უნდა, ყვე­ლას გვე­ში­ნია რა­ღა­ცის, მი­თუ­მე­ტეს და­ა­ვა­დე­ბის. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, ალა­ბათ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და. ჩემი ში­შე­ბი იმ წუთს ალ­ბათ უფრო სხვა კუ­თხით იყო: ვფიქ­რობ­დი ვის გა­დავ­დე, ჩემ მე­უღ­ლეს, ჩემ შვი­ლებს თუ მე­გო­ბარს და თა­ნამ­შრო­მელს...


- თქვენს კლას­ტერს, რე­ა­ლუ­რად "გე­ფას" კლას­ტერს უწო­დე­ბენ, ეს ჯგუ­ფი ფარ­თოდ არ გავ­რცელ­და, არა?!


- ჩემი კლას­ტე­რი მე სა­ი­და­ნაც და­ვიმ­ფი­ცირ­დი, სა­ბედ­ნი­ე­როდ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და ის ჯაჭ­ვი გავ­წყვი­ტეთ. ოპე­რა­ტი­უ­ლი იზო­ლა­ცი­ე­ბით მო­ვა­ხერ­ხერ­ხეთ. ეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, იზო­ლა­ცია და თვი­თი­ზო­ლა­ცია რო­გორ შვე­ლის. ეს კლას­ტე­რი, ეს ჯაჭ­ვი რომ არ გაგ­ვე­წყვი­ტა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი ყო­ფი­ლი­ყო რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლია ადა­მი­ა­ნიც მა­ინც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო ამ ე.წ. იტა­ლი­უ­რი კლას­ტე­რით.


"გეფა" არის კომპნია რო­მე­ლიც იმ ჯგუფ­ში შე­დის, რო­მელ­საც მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, ამი­ტომ ჩვენს კლას­ტერს ვე­ძა­ხი. კარ­გი იყო რომ ჯაჭ­ვი გა­წყდა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ე­ბით.


- მე­დი­ამ ვერ მო­ა­ხერ­ხა შე­ე­ხე­და ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტებ­ში, ამი­ტომ მოგ­ვი­ყე­ვით, რა ვი­თა­რე­ბა პა­ლა­ტა­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი?


განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სრული გადაცემა



0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0