x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ტილების სამკურნალო საშუალება კოვიდ19-ს კლავს
image

ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ანტი-პარაზიტული, ტილების საწინააღმდეგო პრეპარატი ივერმექტინი, ლაბორატორიულ პირობებში კოვიდ-19-ს კლავს 48 საათში.


მელბურნის, მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცნობილ ანტი-პარაზიტულ, ტილების საწინააღმდეგო პრეპარატ ივემერქტინს (Ivermectin), შეუძლია ლაბორატორიაში კოვიდ-19-ის მოკვლა 2 დღეში. მათ ნახეს, რომ პრეპარატის ერთჯერად დოზას შეუძლია შეაჩეროს უჯრედულ დონეზე მზარდი სარს-კოვ-2 (SARS-CoV-2) ვირუსი და ეფექტურად გაანადგუროს ვირუსის გენეტიკური მასალა. შემდეგი ნაბიჯები არის ადამიანის სწორი დოზირების დადგენა ვირუსის წარმატებით მკურნალობის მიზნით ადამიანისთვის უსაფრთხო დონეზე. ივერმექტინის გამოყენება კოვიდ-19– ის წინააღმდეგ საბრძოლველად დამოკიდებულია შემდგომ კლინიკურ კვლევებსა და მათ შედგებზე.


ივერმექტინი არის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებული ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ ასევე ეფექტურია ინ-ვიტრო (არა ბუნებრივ პირობებში) ვირუსების ფართო სპექტრის, მათ შორის აივ ინფექციის, გრიპის, ზიკას და სხვა ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 3 აპრილს, 2020 წელს.


კვლევაში ჩატარებული ტესტები ინ-ვიტრო იყო და აუცილებელია ჩატარდეს ტესტები ადამიანებში. ივერმექტინი ძალიან ფართოდ გამოიყენება და განიხილება, როგორც უსაფრთხო პრეპარატი. ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად ეფექტური იქნება ის დოზა, რომელიც დასაშვებია ადამიანებში, ეს არის შემდეგი ნაბიჯი, - ამბობენ კვლევის შესახებ მეცნიერები.



მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიით დაავადებული უამრავი ადამიანი გვყავს და არ არსებობს უკვე დამტკიცებული სამკურნალო საშუალება, თუკი ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, დაეხმარება ხალხს, რეალურად ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას - ამბობენ კვლევის ავტორები.



მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი, რომლითაც ივემერქტინი მუშაობს ვირუსზე, არ არის ცნობილი, სავარაუდოა, რომ სხვა ვირუსებზე მისი ზემოქმედებიდან გამომდინარე, ის მუშაობს ვირუსის "დამშლელი" ეფექტით.


მელბურნის სამეფო საავადმყოფოს დოქტორი ლეონ კალი, უფროსი დოქტორი, ვიქტორიანული ინფექციური დაავადებების რეფერალური ლაბორატორიის (VIDRL) ​​დოჰერტის ინსტიტუტში, სადაც ჩატარდა ექსპერიმენტი ცოცხალი კორონავირუსით, არის კვლევის პირველი ავტორი. ”როგორც ვირუსოლოგი გუნდის შემადგენლობაში, მე აღფრთოვანებული ვარ ივერმექტინის პერსპექტივით, როგორც პოტენციური პრეპარატი კოვიდ-19-ის დასაძლევად” - თქვა დოქტორმა.


ივერმექტინის გამოყენება კოვიდ-19–ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად დამოკიდებული იქნება შემდგომი კლინიკური ტესტირების შედეგებზე.


0
697
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
697
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0