x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უპრეცენდენტო ზომები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ - პოლიციამ ტბა შავად შეღება
ბრიტანეთის ქალაქ ბაქსტონის პოლიციამ იპოვა მეტად ეშმაკური ხერხი, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს თავიდან აეცილებინა ფოტოსურათების გადაღების მსურველი ინსტაგრამერების შეკრება "ციფერ ლაგუნასთან" ლამაზ ფონზე ფოტოების გადაღების მიზნით.



image




ინგლისის ქალაქ ბაქსტონის პოლიცია იძულებული გახდა განსაკუთრებული ზომები მიეღო, რათა აღეკვეთა ხალხის შეკრება ადგილობრივ ღირსშესანიშნაობასთან - ცისფერ ტბასთან, რომელიც არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა და რომლის წყალიც იდეალურად ცისფერია. ამ ტბას სიყვარულით ადგილობრივები "ცისფერ ლაგუნას'' უწოდებენ. ტბის ნაპირებთან ყოველთვის ნახავთ უამრავ ტურისტს თუ ადგილობრივებს, რომლებიც სიამოვნებით იღებენ ფოტოებს ულამაზესი ხედების და კამკამა ლურჯი წყლის ფონზე. ადგილობრივმა პოლიციამ ხედის დასამახინჯებლად ტბაში რამდენიმე ტონა შავი საღებავი ჩაასხა.



image




ამ ოპერაციას წინ უძღოდა პოლიციის განცხადება, რომლის მიხედვითაც ბაქსტონის პოლიციაში გამუდმებით რეკავდნენ შეწუხებული ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ: მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გასულ კვირაში კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი გამოაცხადა, ტბასთან მუდმივად იყო ხალხმრავლობა და სელფის მოყვარულთა მასობრივი შეკრება.



image



შემოსული ზარების კვალდაკვალ პოლიციას ხშირად უწევდა ტბასთან მისვლა და კარანტინის წესების დამრღვევთათვის ჯარიმის გამოწერა, თუმცა შთამბეჭდავი ფოტოების მოყვარულებს ვერც ეს აჩერებდათ, ამიტომ გახდა საჭირო რადიკალური ზომების მიღება. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა ტბის იდეალურად ცისფერი წყალი შავად შეეღება, რათა ხედი ნაკლებად მიმზიდველი ყოფილიყო.



image



ტროპიკული ტბებისათვის დამახასიათებელი ცისფერი ფერი იმის მანიშნებელია, რომ ტბა ტოქსიკურია. წყლის pH მაჩვენებელი 11, 3-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალს სარეცხის მათეთრებლის შემადგენლობა და კონსისტენცია აქვს. მიუხედავად ამისა და ტბის პირას გამოკრული განცხადებისა მასში მომწამვლელი წყლის არსებობის შესახებ, Instagram-ის ფოტოებზე მონადირეები მაინც არ იშლიან ტბის პირას პიკნიკების მოწყობას და სელფების გადაღებას.


უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიციამ ტბის წყალი შავად შეღება. მსგავსი პრაქტიკა წინათაც იქნა გამოყენებული, რათა გამჭვირვალე ცისფერ, მაგრამ მომწამლავ წყალში ბანაობის მსურველები გაეფრთხილებინათ.



2
737
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
737
  
2020, 3 აპრილი, 18:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 აპრილი, 18:26
მაგარი იდიოტობა გაუკეთებიათ.
0 1 2