x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

image


"სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და აცხა­დე­ბენ, რომ უერ­თდე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ას და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის 1/3-ს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ფონდში გა­და­რი­ცხა­ვენ.


"სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი მსოფ­ლიო, ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას.


"ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა და სო­ლი­და­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პი­რა­დად მე, რო­გორც პრო­ფე­სი­ით ექი­მი და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ფონ­დის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე, ვუ­ერ­თდე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას პა­ცი­ენ­ტებ­თან სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვა­ცხა­დებთ მზა­ო­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ დროს პრო­ფე­სი­უ­ლად ჩა­ვერ­თოთ ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში" - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

2
93
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
93
  
2020, 3 აპრილი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 აპრილი, 16:36
ამას 28 000 ლარი აქვს ხელფასი. მე როგორც, საქართველოს მოქალაქეს და პატიოსან გადამხდელს მაინტერესებს-როცა სახელმწიფოში ომის ვეტერანის და საერთოდ პენსიონერის პენსია სამარცხვინოდ დაბალია, ამ კაცს რისთვის უხდის სახელმწიფო კოლოსალურ ხელფასს?
0 1 2