x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი
1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი


ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოქმნის და განვითარების ხანა გახლდათ ისტორიის ის მონაკვეთი, რომელსაც ანტიკური საბერძნეთის ეპოქის სახელით ვიცნობთ. ძველი საბერძნეთის ეპოქაში, რომელიც დაიწყო ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან და გაგრძელდა ახ.წ. 600 წლამდე, ამ პერიოდში არსებობდა 1500-დან 2000-მდე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო ანუ პოლისი. ამ პერიოდში ე.წ. ბერძნული სამყარო ანუ ბერძენთა განსახლების ტერიტორია და მათი ქალაქ-სახელმწიფოების ანუ პოლისების განთავსების სივრცე მოიცავდა თავად კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორიას, კრეტას და გარშემო ეგეოსის ზღვის უმარავ კუნძულს, ასევე დასავლეთ ანატოლიას. ამ სახელმწიფოებმა შემდგომში, უკვე ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან დაიწყეს დიდი კოლონიზაცია. ბერძნული დამოუკიდებელი სახელმწიფოების, პოლისების მიერ დაარსებულმა ამ ახალშენებმა ანუ კოლონიებმა დაფარა შავიზღვისპირეთის და ხმელთაშუაზღვისპირეთის, როგორც ევროპული, ასევე ჩრდილოეთ აფრიკული ნაწილი. თავიდან ეს კოლონიები დამოუკიდებლები არ იყვნენ და ემორჩილებოდნენ დამაარსებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს კანონებს და იქაურ ხელისუფლებას, ამიტომ კოლონიის მაცხოვრებლები დამაარსებელ პოლისს დედაქალაქს უწოდებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში კოლონიების საკმაო ნაწილი იმდენად იზრდებოდა მოსახლეობის მხრივ და ეკონომიკურად თუ სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, რომ უკვე თავად ხდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ანუ პოლისი. კოლონიის პოლისად ქცევისთვის ხელი შეიძლება შეეშალა ერთ ფაქტორს - ეს იყო დამხვდური ხალხის სახელმწიფოს ძლიერება, ვის ტერიტორიაზეც აშენებდნენ ახალშენებს ანუ კოლონიებს. მაგალითად ეგვიპტის ტერიტორიაზე და კოლხეთის ტერიტორიაზე ბერძნული კოლონიები ვერ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ექვემდებარებოდნენ ერთი მხრივ ეგვიპტურ და მეორე მხრივ კოლხურ სამხელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ ძვ.წ. 146 წელს საბერძნეთი დაიპყრო რომმა, ზოგიერთმა ბერძნულმა სახელმწიფომ მაინც გააგრძელა არსებობა კლასიკური პერიოდის დასრულებამდე.


1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი


ბერძნული კოლონიების (და არა ქალაქ-სახელმწიფოების ანუ პოლისების) სახელწოდება კოლხეთის ტერიტორიაზე ჟღერდა ამგვარად: ფასისი (დღევანდელ ფოთთან), გიენოსი (დღევანდელ ოჩამჩირესთან), დიოსკურია (დღევანდელ სოხუმთან), პიტიუნტი (ბიჭვინთასთან) და კიდევ ერთი კოლონია იყო ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე, რაზეც არქეოლოგიური მასალა მეტყველებს, მაგრამ ამ ახალშენის სახელი არ ვიცით. ეს კოლონიები მილეტელმა ბერძნებმა დააარსეს, ხოლო ამ ადგილებში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ კოლხები, ამიტომ აქ შერეული მოსახლეობა იყო, რაზეც აშკარად მეტყველებს არქეოლოგიური მასალა და ეს ბერძნები პოლისებად გარდაქნის მაგივრად, მალევე ინტეგრირდნენ კოლხურ საზოგადოებაში.



1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი


საკუთრივ საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებობდა 1000-ზე მეტი დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო. მათ შორის ყველაზე გამორჩეული და ძლიერი იყო შემდეგი პოლისები: ათენა (ათინა), სპარტა (სპარტი), კორინთო (კორინთოს), თებე (თივა), სურაკუზა, ეგინა, როდოსი, არგოსი, ერეტრია და ელისი. ყოველი ქალაქ-სახელმწიფო დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდნენ. თითოეულს ჰყავდა მმართველი და საკანონმდებლო ორგანო, თავად იღებდნენ საკუთარი პოლისის კანონმდებლობას, და თავადვე აღასრულებდნენ სასამართლო და სხვა ფუნქციებს. ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მმართველობის ფილოსოფიით და ინტერესებითაც. მაგალითად სპარტას განაგებდა ორი მეფისგან და უფროსთა საკონსულოსგან შემდგარი ელიტა. სპარტა ორიენტირებული იყო შეექმნა უძლიერესი არმია.


1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი


ამ დროს ათენი თითქმის მთლიანად ორიენტირებული იყო განათლებაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, ვაჭრობაზე... ათენში თითოეულ მამაკაც მოქალაქეს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება. ამგვარად, ათენი დემოკრატიის წესით იმართებოდა. დემოს კრატოს ხალხის მმართველობას ნიშნავს. ათენმა არმიის გაძლიერების მაგივრად განავითარა ნაოსნობა და გემთმშენებლობა. დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ამდენად დიდი სიმრავლის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გეოგრაფიული თავისებურებები, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი კუნძულია და კონტინენტური სანაპიროებიც მთაგორიანია და ერთმანეთისგან გამოყოფილი ტერიტორიული ერთეულებით ხასიათდება. ამან ისედაც თავისუფლებისმოყვარე ბერძნებს საშუალება მისცა გაეძლიერებინათ თვითმმართველობა და მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პოლისში ხშირად 20 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, მაინც მიეღწიათ თვითმმართველობისთვის და დამოუკიდებელი ცხოვრებისა და პოლიტიკის წარმართვისთვის.


1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი


ბერძნებს არ უნდოდათ დამორჩილებდნენ ერთ ძლიერ მონარქს და მმართველობა ტირანიაში გადაზრდილიყო, ამიტომ ყოველი ქალაქ-სახელმწიფოს არისტოკრატია მხოლოდ ვაჭრობდა გარშემომყოფ სხვა ქალაქ-სახელმწიფოებთან და სხვა სახის ერთიანობაზე უარს აცხადებდა. ეს ყველა პოლისს ასე აწყობდა. როდესაც ერთ რომელიმე პოლისში ხდებოდა სტენოხორია ანუ გადამატსახლება, ანუ როდესაც მოსახლეობა გადააჭარბებდა იმ რაოდენობას, რომლის უზრუნველყოფაც პოლისს შეეძლო საკვებით და ნორმალური ცხოვრების პირობებით, მაშინ ხდებოდა პოლისიდან მოსახლეობის ნაწილის აყრა, გადასახლება შორეულ ან ახლომდებარე მიწებზე, კუნძულებზე ან ბალკანეთის და ანატოლიისგან ისეთ მოშორებულ რეგიონებში როგორიცაა ჩრდილოეთ აფრიკა, აპენინის და იბერიის ნახევარკუნძულები და კოლხეთიც კი.


1500-ზე მეტი დამოუკიდებელი ბერძნული პოლისი


თითოეული ქალაქ-სახელმწიფო მოწყობილი და აშენებული იყო იმგვარად, რომ ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა ე.წ. აკროპოლისი ანუ ის ნაწილი, სადაც შენდებოდა სახელმწიფოს უმთავრესი შენობები - ტაძრები და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების შენობები. აკროპოლისი უნდა ყოფილიყო დანარჩენი ქალაქისგან შედარებით ამათლებულ ბორცვზე. ეს წარმოადგენდა ყოველი პოლისის პოლიტიკურ, კულტურულ, რელიგიურ, სავაჭრო და სასაქმოსნო ცენტრს. მის გარშემო განლაგებული და გაშენებული იყო ქალაქ-სახელმწიფოს ჩვეულებრივი მოსახლეობის სახლები და ამ ქალაქური დასახლების გარშემო არსებობდა ის სასოფლო სამეურნეო მიწები, სადაც ხალხს მოჰყავდა სხვადასხვა პროდუქტი. ამ სახელმწიფოებში იყო ბიბლიოთეკები, თეატრები, სასწავლო ცენტრები, გემთსამშენებლო, ნავთსამშენებლო საწარმოები, სამხედრო სასწავლო ცენტრები და ა.შ. ეს იყო სრულად ფუნქციონირებადი, ნამდვილად დამოუკიდებელი, მძლავრი, სიცოცხლით სავსე, მოწესრიგებული დასახლებები. ერთ-ერთი დღემდე საუკეთესოდ შემორჩენილი აკროპოლისის ანუ პოლისის ცენტრის მაგალითია ათენის პართენონი. ეს არის ტაძარი, სადაც ამ პოლისის მთავარ მფარველს და მის სახელმდებელს - დიდებულ ქალღმერთ ათენას მიეგებოდა შესაფერისი პატივი.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
395
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
395