x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მსოფლიო კორონავირუსზე უახლოეს მომავალში გაიმარჯვებს
image


მსოფლიო დღეს დგას "კოვიდ-19"-ის შემთხვევების ყოველდღიური ზრდის გამოწვევის წინაშე, რომელთა რაოდენობამაც უკვე 678, 857 შეადგინა, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 31, 776 შემთხვევას მიაღწია. მსოფლიო შეჩერებულია, ქვეყნების ეკონომიკა საფრთხეშია, ადამიანები სახლებში რჩებიან განუსაზღვრელი დროით. კაცობრიობა სულგანაბული ელოდება ხსნას, მას სურს იცოდეს რას უქადის მომავალი, რომლის შესახებაც დღეს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.


„გილიად საიენს ინქორფორეიშენ“ (Gilead Sciences, Inc.), ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მედიკამენტების კვლევას, განვითარებასა და კომერციალიზაციას ახდენს. კომპანია, პირველ რიგში, კონცენტრირდება ანტივირუსულ მედიკამენტებზე, რომლებსაც იყენებენ აივ ინფექციის, B და C ჰეპატიტის და გრიპის სამკურნალოდ.


„გილიადი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სფეროს გლობალურ ავტორიტეტებთან „კოვიდ-19“-ის ფართო გავრცელების შესაჩერებლად საცდელი კომპონენტის - „რემდესივირი“-ს ექსპერიმენტული კვლევის გზით. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან, მსოფლიოს წამყვან მკვლევარებთან და კლინიკებთან თანამშრომლობით აშშ-ში, ევროპასა და აზიაში, „გილიადი“მისი ანტივირუსული ექსპერტიზის და რესურსების გამოყენებით, ცდილობს წვლილი შეიტანოს მსოფლიოს ბრძოლაში „კოვიდ-19“- ს დასამარცხებლად.



კომპანიამ „რემდესივირი“-ს ტესტირება აშშ – ში თებერვალში დაიწყო. პრეპარატი ასევე ორი ჩინური კვლევის საგანი იყო. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ უახლოესი რამოდენიმე კვირის განმავლობაში მედიკამენტის კვლევის შედეგები ცნობილი გახდება. თუმცა, ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ამ დროისათვის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში მიაღწევს ერთმილიონიან ნიშნულს.


„რემდესივირი“ ექსპერიმენტული ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც თავდაპირველად გამიზნული იყო „ებოლა“-ს დასამარცხებლად და 2015 წლიდან გამოიყენება მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩინელი ექიმები მას ასევე იყენებენ ზოგიერთ შემთხვევაში „კოვიდ-19“– ის სამკურნალოდ. მას ჩატარებული აქვს წინასწარი ტესტირება კორონავირუსული ინფექციების კიდევ ორ - სარსის და მერსის (SARS & MERS) ​​შტამზე, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ შესაძლოა გარკვეული ზემოქმედება იქონიოს ამ ტიპის ვირუსებთან საბრძოლველად.



დიდ ბრიტანეთში „გილიადის“ მეცნიერებებმა დაიწყეს „რემდესივირი“-ს მესამე ეტაპის გამოცდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებთან. ორი კვლევა ჩატარდება დიდი ბრიტანეთის 15 კლინიკურ ლაბორატორიაში. პრეპარატის მესამე ეტაპის კვლევები ასევე დაიწყო საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის კლინიკებში, ასეთივე საცდელი ფორმატით ზომიერად და მძიმედ დაინფიცირებულ პაციენტებში. ტესტებში მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე ასეული პაციენტი და გაივლიან 14-დღიან კურსს, ვიდრე ბოლო შედეგებამდე, ცხელების ნორმალიზაციის და სისხლში ჟანგბადის შემცველობის ზრდის გათვალისწინებით.


იმდენად, რამდენადაც კოვიდ-19 -ის ვაქცინის შექმნამდე სულ მცირე 12-18 თვე გვაშორებს, მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლებიც ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.


კიდევ 20 სხვა პრეპარატი ამჟამად ტესტირდება, მათ შორის მალარიის სამკურნალო ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინი, რომლებიც, როგორც ჩანს, დეფიციტშია, მას შემდეგ, რაც პირველად გაჟღერდა მოსაზრება მათი პოტენციური ვარგისიანობის შესახებ, როგორც კორონა ვირუსის სამკურნალო საშუალება.



საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ს კომპანია „გილიად“-თან „რემდესივირი“-ს მისაღებად. „გილიადი“ 2015 წლიდან აწვდის საქართველოს ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებებს.



0
269
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0