x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქმედითია თუ არა ანტიბიოტიკით მკურნალობა კორონავირუსის პრევენციისთვის ?!

image ახალი ვირუსი, რომელმაც თითქმის მთელი დედამიწა ბრძოლის ველად გაიხადა, კვლავ გვიტევს და განაგრძობს თავისი ულმობელი წესებით მოქმედებას.

ინფექციური დაავადებები მიკრობებითაა გამოწვეული. მიკრობები რამდენიმე ჯგუფად იყოფიან, მათ შორის დავადებათა უხშირესი გამომწვევები ვირუსები, ბაქტერიები, სოკოებია. მიკრობის ორგანიზმში შეჭრას ადამიანის იმუნური სისტემა ებრძვის, ის ცდილობს გაანადგუროს მიკრობები, რასაც ახორციელებს სპეციალური თავდაცვის მექანიზმებით, თუმცა არის შემთხვევები, როცა საჭიროა ანტიბიოტიკების დახმარება.ანტიბიოტიკი არის ბაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატი. მისი მოქმედება დამყარებულია ბაქტერიების ზრდის შეჩერებაზე ან მათ განადგურებაზე. ის არ მოქმედებს ვირუსებზე და სხვა მიკრობებზე. რადგან ყველა ინფექციური დაავადება ბაქტერიით არაა გამოწვეული, ანტიბიოტიკების გამოყენება ყოველთვის საჭირო არ არის. სწორედ ასეა კორონა ვირუსის შემთხვევაშიც, ვინაიდან ის ვირუსების ჯგუფს განეკუთვნება, ანტიბიოტიკოთერაპია ვერ ხდება მისი პრევენციის საშუალება.

დღეის მდგომარეობით, კონკრეტული მედიკამენტი ახალი კორონა ვირუსის სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული.თუმცა, covid 19-ით ინფიცირებულების მკურნალობა ხდება სიმპტომურად, რაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, მეტად შედაგიანიცაა.

ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული პრეპარატის გამოცდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს კვლევების დაჩქარებულ წარმოებას პარტნიორთა ძალისხმევის განხორციელებას.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თამარა ტყეშელაშვილი
თამარა ტყეშელაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0