x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საკადრო წმენდა "ქართულ ოცნებაში" - მინისტრის მოადგილეები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა საჯარო მოხელეები ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობებს ტოვებენ
საკადრო წმენდა "ქართულ ოცნებაში"

საკადრო წმენდა "ქართულ ოცნებაში" თუ "პირადი გადაწყვეტილებები". 2020 წელთან ერთად საჯარო მოხელეებმა დაკავებული თანამდებობის დატოვება დაიწყეს.


ჯერ 2020 წელი არ იყო დამდგარი, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია თავად საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.


იანვარს მოლხენა აცადეს, ხოლო თებერვალში თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


შემდეგი უკვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე იყო, რომელმაც ასევე თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


საჯარო მოხელეობიდან კერძო სფეროში გადაინაცვლა სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმაც, მანაც სხვების მსგავსად პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.


"ქართულ ოცნებაში" ურჩი საჯარო მოხელეებიც აღმოჩნდნენ, ჩემი აზრით, ასეთი მოხელეები სწორედ ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი იყვნენ, რომლებიც სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.


თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ასევე დატოვა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა.


დღეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროსაც არ დაივიწყეს საკადრო წმენდა და დაკავებული თანამდებობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა დაადასტურა. მისი თქმით, სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ვინ იქნება შემდეგი?! - ამ კითხვაზე პასუხი ალბათ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გარდა არავინ იცის.

0
1251
შეფასება არ არის
ავტორი:გოგებაშვილი საბა
გოგებაშვილი საბა
1251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0