x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ქ. თბილისის მერიას ტაქსის რეგულაციების დროებით გაუქმების ინიციატივით CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი მიმართავს

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი CICDინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის სახელით ინტენსიურად ქვეყნდება სხვადასხვა სახის ინიციატივა COVID 19-ის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად, ვისაც აქვს ცენტრის facebook გვერდი მოწონებული ან/და გამოწერილი ნახავდნენ ინტერვიუებს, სტატიებს და ა.შ. ეტაპობრივად სხვა ინიციატივებიც გამოქვეყნდება, თუმცა ამჯერად გვინდა ქ. თბილისის მერიას ახალი ინიციატივითა და თხოვნით მივმართოთ, საგანგებო რეჟიმის პერიოდში, დროებით გაუქმდეს რეგულაციები ტაქსებთან დაკავშირებით.


ნებისმიერი ფერის მანქანას მიეცეს საშუალება მოემსახურონ უტრანსპორტოდ დარჩენილ მოქალაქეებს, თავადაც მიიღონ მცირე შემოსავალი და რაც მთავარია, ყველა მათგანზე გავრცელდეს მკაცრი მოთხოვნები პირბადის ტარებიდან დაწყებული, ავტომობილში მხოლოდ 3 პირის ჯდომის წესებით დამთავრებული.


ლაშა ბოდაველი CICD lasha bodaveli “პირადად გავაგზავნი ოფიციალურ წერილს მერიაში ინიციატივასთან დაკავშირებით, ავტომობილით გადაადგილებისას არაერთი ქვეითი შემხვდა, რომლებიც გზად გაყოლას ითხოვდნენ, უმჯობესია უმეტესობამ გავიზიაროთ კამპანია #დარჩი_სახლში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამსახურის პირობებში იზოლაციის საშუალება და თანაც მათი სიარული აუცილებელია, თეთრი ფერის ტაქსები საკმარისი ვერ იქნება 3-3 პირის გადასაყვანად ამ ფონზე და აქედან გამომდინარე, მერიას მივმართავთ თხოვნით, რომ დროებით გამოცხადდეს მორატორიუმი ტაქსის რეგულაციების იმ ნაწილზე, სადაც იზღუდება მისი ფერი, ლიცენზირება და სხვ." - აცხადებს ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

1
129
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
129
  
2020, 31 მარტი, 23:18
გამორიცხეთ.
0 1 1