x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
სილამაზის 10 უჩვეულო სტანდარტი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სექსუალურად ითვლება

image


ევროპული სილამაზის სტანდარტები ჩვენთვის გასაგები და ახლობელია, მაგრამ მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც ყველაფერი პირიქით ხდება: მაგალითდ, ზოგან კბილების სწორ თანკბილვას სპეციალურად "იმრუდებენ", ნაწიბურებისგან სხეულზე ორნამენტებს იხატავენ, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ გადაბმულ წარბებს სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევენ. და თუკი ვინმეს მსგავსი "ტრადიციები" უცნაურად მოეჩვენება, მაშინ ნურც ჩვენი გახვრეტილი ყურები და მოუხერხებელი, მაღალი ქუსლები დაავიწყდება.






იაპონია - მრუდე კბილები



image


იაპონიაში, ითვლება, რომ "yaeba " - ე.წ. მრუდე კბილი სახეს უფრო სრულყოფილსა და მიმზიდველს ხდის, ამიტომ ამომავალი მზის ქვეყანაში სტომატოლოგთან ვიზიტზე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ეწერება, რათა უნებურად, ამ მოდურ ტრენდს არ ჩამორჩეს.





დასავლეთ აფრიკა, ახალი გვინეა - სკარიფიკაცია (მცირე ზომის ნასერი ან ნაჩხვლეტი კანზე)



image


ახალი გვინეასა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მკვიდრი თავიანთ სხეულს გაგიკვირდებათ და, ნაწიბურებით იმშვენებს.





სამხრეთ კორეა - გულის ფორმის სახე



image


კორეაში, სილამაზის ერთ - ერთ მთავარ ნიშანს გულის ფორმის სახე წარმოადგენს. თუ ბუნებამ ასეთი ფორმის სახით არ დაგასაჩუქრათ, მაშინ ამას მის ნაცვლად პლასტიკური ქირურგები გამოასწორებენ. კორეაში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით საგანგებოდ განთავსებულ ბანერებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ რომ უფრო "ლამაზები" გახდნენ





მავრიტანია - ჭარბი წონა



image


დასავლეთ აფრიკის ამ ისლამურ ქვეყანაში ჭარბი წონა ნორმად ითვლება. ვერც ერთი გოგონა მამაკაცის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს, თუ მას სხეულზე ცხიმის ნაკეცები არ ექნება.



ირანი - ქირურგიული სახვევი სახეზე




image


ირანი - რინოპლასტიკის დედაქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა იქ არც თუ იაფი სიამოვნებაა, მისი გაკეთების მსურველთა რიცხვი იმდენია, რომ ადამიანები იძულებულები არიან დიდი ხნით რიგშიც კი ჩადგნენ. საქმე იმაშია, რომ ირანში სწორი ცხვირი არა მხოლოდ სილამაზის ეტალონად ითვლება, არამედ საზოგადოებაში ის შესაბამისი სტატუსის მაჩვენებელიცაა.





ჩინეთი, ტაილანდი - თეთრი კანი


image


ფულბეს მოსახლეობა (დასავლეთი აფრიკის ერთ - ერთი უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფი) - მაღალი შუბლი



image


აფრიკულ ტომ ფულბეში, ქალის მთავარ ღირსებად მაღალი შუბლი ითვლება, ხოლო ისინი ვინც ბუნებამ ამით არ დააჯილდოვა, ისინი თმის ნაწილს იპარსავენ, რათა ხელოვნურად მაღალი შუბლის ილუზია შექმნან, იგივე ტენდენცია შუა საუკუნეების ევროპაშიც შეიმჩნეოდა.





ბირმა - გრძელი კისერი


image


აღმოსავლეთ ბირმის ერთ – ერთ რაიონში პადაუნგის ტომი ცხოვრობს, სადაც ქალები კისერზე გრძელ სპილენძის რგოლებს ატარებენ. ამის გამო, მთელს რეგიონს მეტსახელად - "ჟირაფი ქალების ქვეყანას" უწოდებენ.





მურსიის ტომი - ჩამოწელილი ტუჩი



image


ეთიოპიის მურსიის ტომში გოგონები ქვედა ტუჩს სპეციალური დისკის საშუალებით იწელავენ. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია დისკის ზომა, გოგონას სოციალური სტატუსი მით უფრო მაღალია. რაც იმას ნიშნავს რომ ქორწილამდე, მისი გამოსასყიდი თანხა კიდევ უფრო მეტი იქნება.




ტაჯიკეთი - გადაბმული წარბები


image


ტაჯიკეთის რამდენიმე რაიონში, გადაბმული წარბები სილამაზის ეტალონად ითვლება. ადგილობრივების აზრით, ამ ფორმის წარბებს არც მეტი, არც ნაკლები წარმატების მოტანა შეუძლიათ.



0
328
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
328