x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში 1000-მდე მოხალისემ გამოთქვა სურვილი დაინფიცირდეს კორონავირუსით
image


ლონდონის FluCamp- ის ლაბორატორიულმა ცენტრმა, გამოაცხადა მოხალისეების მიიღება, რომლებიც ნებაყოფლობით დაინფიცირდებიან კორონავირუსით და უკვე ათასამდე თანხმობა მიიღო. ამის შესახებ გაზეთი Daily Mirror იტყობინება.


განცხადება 9 მარტს გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის ვაქცინის შექმნისთვის სჭირდებათ მოხალისეები, მათ ხელოვნურად დააინფიცირებენ კორონავირუსის უფრო მსუბუქი OC43 და 229E შტამებით, რომელიც მსუბუქ რესპირატიულ სიმპტომებს იწვევს, მოაქცევენ კარანტინში 11-იდან 14 დღემდე და დღეში გადაუხდიან 100 ფუნტ სტერლინგს(ჩვენს ფულზე 350 ლარი).

დღეისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ მსგავს სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობისათის უკვე მზადაა 1000 მოხალისე.


image

"ვირუსი სხვადასხვა გზით გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის იმუნურ სისტემაზე. არის სფეროები, რომლებიც ჯერ კიდევ გასარკვევია. ამაში დაგვეხმარება კლინიკური კვლევები, ”- ნათქვამია FluCamp– ის განცხადებაში.

ექსპერიმენტში მონაწილე უნდა იყოს 18-დან 55 წლამდე, ჯანმრთელი და არამწეველი.


ბრიტანელი მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ექსპერიმენტის მიზანია, დაჩქარდეს სასიკვდილო დაავადების, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. ამისათვის ისინი გამოიყენებენ ამავე ჯგუფის ვირუსის უფრო მსუბუქ შტამებს, რომელთა კონტროლი და შესწავლა შესაძლებელია. იმისთვის, რომ ექსპერიმენტში მონაწილეებმა არ მოიწყინონ მათ შეეძლებათ ტელევიზორით და კომპიუტერული თამაშებით გართობა, ასევე ექნებათ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა ყოვედღიურად 100 გირვანქა სტერლინგი ჩაერიცხებათ.

1
1027
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1027
  
2020, 13 მარტი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1