x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დარჩა აქ ვინმე ისეთი, ვინც დედოფლისწყაროს უშუს გუნდის შესახებ არ იცის?

ნიკა ჩიტიშვილიმესამე შეჯიბრი დიდებში, ამჟამად მოსკოვში და მესამე მედალი, 18 წლის ნიკა ჩიტიშვილის ანგარიშზეა, დედოფლისწყაროელი ნიკა ჩიტიშვილი რომელიც 75 კგ ში ასპარეზობს ნახევარფინალში გადასასვლელ ბრძოლაში შეხვდა ფრანგ მოწინააღმდეგეს რომელიც დამაჯერებლად აშკარა უპირატესობით დაამარცხა, შემდეგ კი ნახევარფინალურ ბრძოლაში ნიკა უძლიერეს სომეხ, თავისზე 9 წლით უფროს მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და დაიკავა მესამე ადგილი, მანამდე კი ნიკამ დიდებში ორჯერ იასპარეზა, პირველი იყო ბათუმში 2019 წლის სექტემბერში გამართული საერთაშორისო ტურნირი სადაც ნიკამ ფინალში უძლიერესი ინდოელი მებრძოლი პაავან გუპტა დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა, მას შემდეგ კი დეკემბერში ნიკა საქართველოს ჩემპიონი გახდა კიდევ ერთხელ.

ეს დედოფლისწყაროს უშუს გუნდისთვის 2020 წელს უცხოეთიდან ჩამოტანილი უკვე მესამე მედალია, იანვარში ბექა გონაშვილმა და გიორგი წიკლაურმა გვასახელეს უკრაინაში, სადაც მათ საერთაშორისო ტურნირზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

გუნდის მწვრთნელები: გიორგი ცისკარაული და ილია დაიაური

2
78
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ცისკარაული
გიორგი ცისკარაული
78
  
2020, 3 მარტი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 1 მარტი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2