x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კადიროვის მიერ დევნილ ემიგრაციაში მყოფ ტუმსო აბდურახმანოვს მის ბინაში თავს დაესხნენ, ტუმსო ჰოსპიტალიზირებულია

image ჩეჩნეთიდან დევნილ ბლოგერს ტუმსო აბდურახმანოვს, რომელიც ევროპაში ცხოვრობს თავს დაესხნენ. ეს ინფორმაცია გავრცელდა უფლებადამცველი ორგანიზაციის "VAYFOND" " сайте "-ზე.
როგორც ცნობილი გახდა თავდამსხმელმა შეაღწია აბდურახმანოვის სახლში როცა მას ეძინა და შეეცადა ის მოეკლა ჩაქუჩით. თუმცა ბოლო მომენტში გაღვიძებულმა ბლოგერმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს და ის დააკავა.
ტუმსო მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზირებულია.
პირველ თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ჩეჩენი იმრან ალიევის მკვლელობაზე, რომელის ფსევდონიმით მანსურ "სტარით" იყო ცნობილი, ის საფრანგეთში სასტუმროს ნომერში იქნა მოკლული, სავარაუდო მკვლელის სატელეფონო საუბარი კი ტუმსოს ჩაუვარდა ხელში და მან ის გაავრცელა.
ტუმსომ რუსეთის ფედერაცია იძულებით დატოვა 2015 წელს, ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მისი კონფლიქტი იყო ისლამ კადიროვთან. აბდურახმანოვი მხარს უჭერს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას. ტუმსოს და მასავით ემიგრაციაში მყოფ ჩეჩნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჩეჩნეთის დამოოუკიდებლობას რუსეთში და კადიროვის მიერ მართულ ჩეჩნეთში ევროიჩქერიელებს ეძახიან.



0
222
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
222