x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"საქმე არც ოპტიმიზმში და არც პესიმიზმშია, არამედ იმაში, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს ჭკუა არ აქვს"- ანტონ ჩეხოვი
"საქმე არც ოპტიმიზმში და არც პესიმიზმშია, არამედ იმაში, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს ჭკუა არ აქვს."

"შეხედავ არსებას – მილიონი აღბრფრთოვანება, ჩაიხედავ მის სულში და -ჩვეულებრივ ნიანგს დაინახავ."

"იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანის სერიოზულობა ასჯერ ღირებულია სერიოზული ადამიანის სერიოზულობაზე."image

"თუ არ იცი, რას გრძნობ ადამინის მიმართ – დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ის არ არის, არ იყო და არ იქნება. და მაშინ, შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება."


"ჯანმრთელები და ნორმალურები მხოლოდ გამოქვაბულის და ქვის ხანის ადამიანები იყვნენ."

"ადამიანის კარგი აღზრდა იმაში კი არ ვლინდება, რომ ის სოუსს სუფრაზე არ დაღვრის, არამედ იმაში, როცა ის არ შემჩნევს, თუკი ამა სხვა გააკეთებს."

"როცა თითში ხიჭვი გერჭობა, გიხაროდეს, რომ თვალში არ მოგხვდა."

"ერთ ტკივილს ყოველთვის შეუძლია მეორეს გადაფარვა. დააბიჯეთ კუდზე კატას, რომელსაც კბილები სტკივა და ის უკეთ გახდება."

"სინამდვილეში, სიცოცხლე ძალიან მარტივი რამაა. ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება მის გასაფუჭებლად."

"რა საამურია სახლში ჯდომა, როცა სახურავზე წვიმის წვეთების კაკუნი ისმის და იცი, რომ შენს სახლში მოსაწყენი და მძიმე ადამიანები არ არიან."

"თუკი ადამიანები შეთანხმდებოდნენ და მოულოდნელად ერთმანეთის მიმართ გულწრფელები გახდებოდნენ, მათი საქმე მართლაც რომ ცუდად წავიდოდა."

"თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ."

"დედამიწაზე არ არსებობს არაფერი კარგი, რასაც საწყის ეტაპზე რაიმე ბინძური არ ახლდა."

"რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, ინტელექტუალურად და მორალურად. მით უფრო დიდ სიამაოვნებას იღებს ცხოვრებისგან."

"უდაბნოს გადამწვარი და ხრიოკი სტეპებიც კი ვერ გამოიწვევენ ისეთ ღრმა დეპრესიას, როგორც ის ერთი ადამაინი, რომელიც ზის, ლაპარაკობს და არავინ იცის, როდის წავა."image

"ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი."

"არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია."

"მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა. "

"კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს. "

"ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია."

"რაც უფრო მარტივად შევხედავთ საჩოთირო კითხვებს, მით უფრო მშვიდი იქნება ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები."



0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0