x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მთიანი ყარაბაღის თანამედროვე ისტორია

imageმთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკა 1991 წლის 2 სექტემბერს შეიქმნა, მთიანი ყარაბაღის რეგიონზე დავა საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 2015 წლის მონაცემებით მთიან ყარაბაღში 151 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქია სტეფანაკერტი, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, დღესდღეისობით მთიანი ყარაბაღი არაა აღიარებული გაეროს სახელმწიფოთა მიერ. რესპუბლიკის დევიზია „თავისუფალი და დამოუკიდებელი არცახი“. ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტია ბაკო სააკიანი, ქვეყანაში ბრუნავს ორი ვალუტა: არცახული დრამი და სომხური დრამი. ყარაბაღში სიტუაცია ჯერ კიდევ 1988 წელს დაიძახა, ეს კი შეიარაღებულ კონფლიქტად გადაიზარდა რომელიც 1994 წელს სომხეთის გამარჯვებით დასრულდა. სომხეთს მხარს უჭერდა დსთ და დაქირავებული მებრძოლები ხოლო აზერბაიჯანს - ჩეჩნები, დსთ, დაქირავებული მებრძოლები და ავღანელი მოჯაჰიდები. როდესაც საბჭოთა კავშირის შეიქმნა ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, მაგრამ 1921 წელს ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა, 1923 წელს ყარაბაღმა მიიღო ავტონომია. ამჟამად ყარაბაღის დიდ ნაწილს სომხეთი აკონტროლებს. დღესდღეისობით ყარაბაღი ჯერ კიდევ რჩება ბრძოლის ველად, რადგან ხშირია დაპირისპირებები სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედორებს შორის. ბოლო მასობრივი შეტაკება რეგიონში 2018 წლის 20-27 მაისს მოხდა. შეტაკებებისას დაიღუპა 2 სამხედრო (აზერბაიჯანული წყაროებით-3).

1
109
1-ს მოსწონს
ავტორი:MIშOO
MIშOO
109
  
2021, 26 თებერვალი, 1:16
აქ თუ ფოტო არ აქვს სტატიას, ისე ნაკლებად კითხულობენ რა საინტერესოც არ უნდა იყოს.
0 1 1