x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წარმატების საოცარი ისტორია: გზა ნარკომანობიდან - ხილის წვენების იმპერიის მაგნატობამდე

image


46 წლის ჰალილ რაფატის შემხედვარე ალბათ, ძნელია წარმოიდგინო, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ის ჩვეულებრივი მაწანწალა იყო, რომელსაც თავშესაფარიც კი არ ჰქონდა. წარმატებული მეწარმე, წვენების ბიზნესის წყლობით რამდენიმე წელიწადში მილიონერი გახდა.


image


ჰალილ რაფატი დღესდღეობით, იმ მრავალრიცხოვანი ბარების მფლობელია რომლებშიც მისი ნატურალური წვენები - "SunLife Organics" -ი იყიდება.


image


მამაკაცმა წარმატებული ბიზნესის აწყობის გარდა, ასევე თავისი ავტობიოგრაფიაც გამოსცა. "მე დამავიწყდა გარდაცვალება" - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც წარმატებული მეწარმე თავისი განვლილი ცხოვრების გზას დეტალურად აღწერს და მკითხველს იმ საიდუმლოებების შესახებ უმხელს რომელთა წყალობითაც მან წარმატებული ბიზნესის აწყობა შეძლო.


image


ოდესღაც უსახლკარო ჰალილ რაფატი დღეს, მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესის მფლობელია.


image


ჰალილის თქმით, სულ რაღაც 13 წლის წინ, უსახლკაროდ დარჩენილი, ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. იმ დროს ის მხოლოდ 48 კილოგრამს იწონიდა და ცხოვრებაც უკიდურეს სიღარიბეში უწევდა. საბედნიეროდ, ყველაზე რთულ ეტაპზე ხელი მას მეგობარმა გაუწოდა, რომლის დახმარებითაც მან არა მხოლოდ ამ საშინელი სენის დამარცხება, არამედ საკუთარი საქმის დაწყებაც შეძლო. სწორედ მისმა თანადგომამ შთააგონა გაჭირვებაში მყოფს, საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაეწყო.



image


მეგობრის დახმარებით, ჰალილმა წვენების მომზადება ჯერ რივიერას აღდგენითი ცენტრის თანამშრომლებისა და პაციენტებისთვის დაიწყო. სწორედ ეს ცენტრი დაეხმარა მას ჯანმრთელობის აღდგენაში. მოგვიანებით კი, მან მალიბუში საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო, რომელსაც - "Sunlife Organics" - ი უწოდა.


image



სულ რაღაც 5 წელიწადში მისი ბიზნესი იმდენად გაიზარდა, რომ ჰალილმა თავის მშობლიურ ქალაქ მალიბუში ბარების მთელი ქსელიც კი შექმნა. დანარჩენი კი მისი თქმით, უკვე ისტორიაა. ფიტობარმა პოპულარობა ჯანსაღი სასმელების გაყიდვით მოიპოვა.


image


წვენების მოყვარულთა შორის ჯანსაღი სასმელები მალევე ნამდვილ ჰიტად იქცა. "Sunlife Organics" - ის ერთგულ მომხმარებლებს სწორედ ის მოსწონდათ, რომ სასმელები - ტუტე წყალს, ჰიმალაის ვარდისფერ მარილს და ბაბუაწვერას ფოთლებს შეიცავდა.


image



"Sunlife Organics" - ში ხილის კოქტეილების გარდა, ასევე ყავისა და გაყინული იოგურტის საკმაოდ ფართო არჩევანია.


imageimage


თუმცა, ჯანსაღი კვების მოყვარულთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც ბანანისა და ფინიკის სმუზი - "როსომახა" სარგებლობს, რომელიც ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავისა და სხვა პოპულარული ადამიანების საყვარელ სასმელად ითვლება.


image


რაფატის ცნობილ სტუმრებს შორის ასევე არიან - ლეგენდარული ამერიკული როკ - ჯგუფის "Red Hot Chili Peppers"- ის ფრონტმენი ენტონი კიდისი და "ოქროს გლობუსის" მფლობელი მსახიობი დევიდ დუხოვნი, რომელიც კინომანებისთვის ცნობილი სერიალი "საიდუმლო მასალებით" გახდა. მათ შორის განსაკუთრებული მოწონებით ორი სასმელი - წვენი - "სიცოცხლის ელექსირი" და კოქტეილი - "ბედნიერი" სარგებლობს.


image



გარდა ამისა, ჰალილი შესანიშნავი ხელმძღვანელია, რომელიც საკუთარ თანამშრომლებში საკმაოდ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.



image



ბევრი დამწყები მეწარმე მაგალითს სწორედ მისგან იღებს. საოცარი სწორედ ის არის, უდიდესი წარმატების მიუხედავად, ის საკუთარ წარსულს არასდროს ივიწყებს და თანამშრომელთა შორის, ვისაც ისევე ესაჭიროება თანადგომა, როგორც ერთ დროს მას სჭირდებოდა, ყოველთვის გვერდში უდგას და შეძლებისდაგვარად ეხმარება.


image


ჰალილ რაფატი ბევრისთვის მართლაც ერთგვარ შთაგონების წყაროს წარმოადგენს, რომელიც თავისი მაგალითით ადამიანებს საკუთარი თავის პოვნასა და რწმენის განმტკიცებაში ეხმარება.



0
190
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
190