x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დიდ ბრიტანეთში მენთოლის სიგარეტები აკრძალეს: ნამდვილად ასეთი სახიფათოა?
ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთში თამბაქოს მოწევის შესახებ კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, სად და როდის შეუძლია რეზიდენტს სიგარეტის ანთება.


image

მოწევაზე აკრძალვა ინგლისში, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში 2007 წელს შემოიღეს, შემდეგ მსგავსი კანონი 2009 წელს შოტლანდიაშიც მიიღეს. 2007 წელს 1 პაკეტი სიგარეტის შეძენის ასაკი 16-დან 18 წლამდე გაიზარდა, 1 წლის შემდეგ კი შემოიღეს კანონი, რომლის თანახმად სიგარეტის შეფუთვაზე მოწევის შესახებ გამაფრთხილებელი სურათები უნდა გამოქვეყნდეს. ახლა ქვეყნის კანონმდებლობამ 2020 წლიდან მენთოლის სიგარეტის აკრძალვაზე ცვლილებები მიიღო. რაშია მიზეზი?


image


მენთოლის სიგარეტების მოწევაზე აკრძალვა

2016 წელს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობამ განაცხადა, რომ 2020 წელს არომატული სიგარეტის ან თამბაქოს ნაწარმი აკრძალული იქნება. ასეთ სიგარეტს მიეკუთვნება ის, რომელსაც ხილის, სანელებლის, ბალახის, ალკოჰოლის, კანფეტის, მენთოლის ან ვანილის სუნი აქვს. სია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.


image

აპელაცია და კანონის ძალაში შესვლა

იმის მიუხედავად, რომ ისეთმა კომპანია "მარლბორომ", გასაჩივრების მიზნით აპელაცია შეიტანა, აკრძალვა 2020 წლის მაისში ძალაში შევა. ამ ინიციატივის ნაწილი მიმართულია იმაზე, რომ ახალგაზრდები მოწევისგან შეაჩერონ, რადგან თვლიან, რომ მენთოლი სიგარეტს უფრო მიმზიდველს ხდის.

„ბუნებრივია, რომ კვამლი, რომელსაც მწეველი სუნთქავს, ორგანიზმის მიერ ცუდად აითვისება. თუ ადამიანი პირველად ეწევა, თავიდან ეს ამაზრზენად მიაჩნია, მაგრამ ამის დაძლევას ცდილობს და ამრიგად, დამოკიდებული ხდება. მტკიცებულება არსებობს, რომ მენთოლის სიგარეტი სასუნთქ გზებს ადუნებს, არომატი კი კვამლის სიმკვეთრეს ნიღბავს, ამიტომ ადამიანს მოწევა უადვილდება“ - ამბობს ამანდა სენდფორდმი ორგანიზაცია Action on Smoking and Health—დან.


image

სიგარეტები არომატიზატორებით - ყველაზე სახიფათოა

მენთოლი სიგარეტში პირველად 1920-იან წლებში დაუმატეს და თამბაქოს კომპანიებმა მას ჩვეულებრივ სიგარეტებზე უფრო უსაფრთხო უწოდეს. სიახლეების მიხედვით, თამბაქოს ინდუსტრია მიმართულია დამწყებ მწეველებზე, მწეველებზე ჯანმრთელობის პრობლემებით ან მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფზე, ამიტომ მათი მიზანია პროდუქტის რეკლამა და არა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ახალი კანონის შეტანა იმას ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში სიგარეტები მენთოლით ან ნებისმიერი სხვა არომატით აღარ გაიყიდება. ამ კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია პროდუქტები, რომლებიც ნამდვილი სიგარეტის სუნს ან გემოს ცვლიან. ამ ქვეყანაში წვრილი სიგარეტების აკრძალვასაც გეგმავენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ენთუზიასტებმა ლონდონის ტემზაზე მცურავი სახლი გაუშვეს, რომ კლიმატის ცვლილებების მიმართ ხალხის ყურადღება მიეპყროთ

image

ამ კაცმა საკუთარ ტერიტორიაზე 180 წლის წითელი ხე მოჭრა და 300 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

image

ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ

image

აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

image

იაპონიაში წლის ბოლომდე ყველა მიკროტალღურ ღუმელს გაანადგურებენ და აი, რატომ

image

0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
284