x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მომავალში სექსი მხოლოდ რობოტებთან გვექნება?

სექს-რობოტი


მას, ვისაც საწოლში მარტო სძინავს, უკვე დიდი ხანია, აღარ სჭირდება მხოლოდ საკუთარი დალოცვილი მარჯვენა ხელის იმედად ყოფნა. უკვე არსებობს დილდოები და ხელოვნური ვაგინები, ვირტუალური რეალობის ამსახველი პორნოები და სექს-თოჯინები. და მალე გაჩნდებიან ასევე სექს-რობოტები – ადამიანის მსგავსი თოჯინები, რომლებიც ილაპარაკებენ, იმოძრავებენ და საწოლში ყველანაირ სურვილს აასრულებენ.


მათი პირველი პროტოტიპები უკვე არსებობს. პორნოსაიტმა “XHamster”-მა გამოუშვა თოჯინა, რომელსაც “იქსჰამსტერინა” ჰქვია, რომელიც საიტის მომხმარებელთა მიერ საძიებო ველში ჩასმული ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზების მიხედვით დამზადდა. თოჯინას დიდი მკერდი და ქერა თმა აქვს და 2600 ევრო ღირს.


ფირმა “Real Doll”-ის მიერ გამოშვებული “ჰარმონია” 2017 წელს გამოვიდა ბაზარზე და მისი თითო ცალი 13 ათასი ევრო ღირს. თოჯინას გრძელი ფეხები, დიდი მკერდი და წვრილი წელი აქვს და საუბარიც შეუძლია. ის მსგავს ფრაზებს ამბობს: “ჩემი ძირითადი მიზანი ის არის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მოგანიჭო და კარგი პარტნიორი ვიყო შენთვის”.



“ჰარმონიის” შემქმნელები ამბობენ, რომ მათი მიზანი ადამიანების გაბედნიერებაა. თოჯინა ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი და სწავლობს, თუ რა ინტერესები აქვს მის მფლობელს.


ერთი რამ ცხადია: სექს-რობოტი არის სექსუალური ობიექტი. ადამიანს შეუძლია მისი ფლობა და ის წინააღმდეგობას არ გაგიწევთ, რაც არ უნდა გაუკეთოთ. გარდა ამისა, უკანასკნელ პერიოდამდე არ არსებობდა მამაკაცი სექს-რობოტები. ყველა სექს-რობოტი მდედრობითი სქესის იყო, რაც ძალიან ცუდი იყო გენდერული თვალსაზრისით.


სექს-რობოტი


თანაც, რობოტთან სექსს იქამდე შეუძლია მამაკაცის მიყვანა, რომ ქალის ობიექტიფიცირებას და დაჩაგვრას შეიძლება მიეჩვიოს.


რასაკვირველია, სექს-რობოტი გამოსავალი არ არის და მსგავსი ნივთების გაჩენა საზოგადოებაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს, რაც ადამიანის სექსუალობას და სოციალური პროგრესის საკითხებს ყველაზე ღრმა შრეებამდე მოიცავს. ხოლო თუ არ გვსურს, რომ მომავალში მართლაც რობოტების ტალღამ წაგვლეკოს და სექსი მხოლოდ მანქანებთან გვქონდეს, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ იმ მიზეზებზე, რაც სოციალიზაციაში და ერთმანეთთან სრულფასოვანი კონტაქტების დამყარებაში გვიშლის ხელს. ეს მიზეზები კი უპირველეს ყოვლისა, გენდერული უთანასწორობა და ანტიმეცნიერული და ანტისეკულარული სიბნელეა.


0
505
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0