x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ
ბევრ ცნობილ ადამიანს პირადი ხასიათის ინფორმაციის გაზიარება უყვარს, ზოგი კი, პირიქით პირადი ცხოვრების დამალვას ცდილობს.

როგორც არ უნდა იყოს, ცნობილების შესახებ ყველაფერი ვერ გვეცოდინება, მაგრამ მათი ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები არსებობს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.

image

აი, რამდენიმე მათგანი:


1. კანიე უესტი არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ დიზაინერიცაა და ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს.

image

2. ნატალი პორტმანმა ორი სამეცნიერო ნაშრომი დაწერა, რომლებიც ჟურნალებში იყო გამოქვეყნებული.

image

3. დეივიდ ბოუის განსხვავებული ფერის თვალები არ აქვს. მომღერლის მარცხენა თვალი დაშავდა, რის შემდეგაც თვალის გუგა გაიზარდა.

image

4. ტომ კრუზს ასიმეტრიული სახე აქვს.

image

5. მეთიუ პერს შუა თითის ნაწილი არ აქვს.

image

6. ჰარისონ ფორდმა თავისი პირველი როლი ჯერ კიდევ ზეინკალად მუშაობის დროს მიიღო. რეჟისორმა, ჯორჯ ლუკასმა მას სცენარიდან რამდენიმე სტრიქონი წააკითხა და ამის შემდეგ მსახიობი გახდა.

image

7. ახალგაზრდა მადონა კაფეში „Dunkin’Donuts” მუშაობდა და გაათავისუფლეს იმის გამო, რომ კლიენტს ჟელე გადაასხა.

image

8. ლეიტონ მისტერი ძალიან არახელსაყრელი ოჯახიდანაა. მისი დედა ნარკოტიკებით კონტრაბადის გამო ციხეში სასჯელს იხდიდა, როცა მომავალი მსახიობი ამქვეყნად გაჩნდა.

image

9. სილვესტერ სტალონეს თავისი ძაღლის 50 დოლარად გაყიდვა მოუწია, რადგან ფული სჭირდებოდა. ფილმ „როკის“ წარმატების შემდეგ ძაღლი 300 დოლარად გამოისყიდა.

image

10. სერენა უილიამსს კორტებზე წარმატების მომტანი ნივთები დააქვთ. მაგალითად, სკამი ან ჩუსტები.

image

11. სტივ ჯობსი ვეგეტარიანელი იყო. ხორცზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი იყო რწმენა, რომ ადამიანს, რომელიც ასეთ საკვებს არ მოიხმარს, სუნი არ ასდის.

image

12. შაკირა სკოლის მუსიკალური გუნდიდან გარიცხეს. თანაკლასელები კი ხმის გამო დასცინოდნენ.

image

13. ბენედიქტ კამბერბეჩი სამხრეთ აფრიკაში გაიტაცეს. მართალია, გამტაცებლებმა ტყვე ცოტა ხანში გაათავისუფლეს.

image

14. დენის როდმანს 28 ძმა და და ჰყავს.

image

15. ჰოაკინ ფენიქსის მშობლები სექტის „ღვთის შვილების“ წევრები იყვნენ და მისიონორობით იყვნენ დაკავებულნი.

image

16. ბრიუს ლი ცეკვებით სერიოზულად გატაცებული იყო. მან ჰონგ-კონგში ცეკვა ჩა-ჩა-ჩას ჩემპიონატიც კი მოიგო.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად

image

საჭირო დროს საჭირო ადგილას: როგორ გახდნენ ცნობილები შარლიზ ტერონი, ჯონი დეპი და სხვა ვარსკვლავები

image

როცა ქრონიკული დაავადება ვარსკვლავობაში ხელს არ გიშლის: ცნობილების ისტორია უჩვეულო დაავადებებით

image

„მე ვიცი დღე, როცა აღარ ვიქნები“ – 6 ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს

image

0
855
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
855