x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პენისის დაგრძელების პროცედურები უშედეგოა, ამბობენ მეცნიერები
პენისის დაგრძელება


ბრიტანელმა მკვლევარებმა პენისის დაგრძელების 21 შესაძლო მეთოდი შეისწავლეს. მათი დასკვნა: უმჯობესია, მამაკაცებმა მსგავსი პროცედურებისგან თავი შეიკავონ.


გელი, ინიექციები და ქირურგიული ჩარევა – ეს არის ის ყოველივე, რითაც თანამედროვე სამყაროში ბევრი ვებგვერდი მამაკაცებს პენისის დაგრძელებას აღუთქვამს, მაგრამ როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები “Sexual Medicine Reviews”-ში განმარტავენ, მსგავსი პროცედურები არამარტო სრულიად ფუჭი და უსარგებლოა, არამედ სარისკოც და მამაკაცებს ერექციული დისფუნქციით და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული გართულებებით ემუქრება.


ანალიზისთვის მეცნიერებმა 17 სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები შეისწავლეს და 1192 მამაკაცის მონაცემები განიხილეს. ეს ყოველივე დაკავშირებული იყო პენისის დაგრძელების 21 პროცედურასთან.



როგორც გაირკვა, ოპერაციული ჩარევა, რომელიც მანამდე ყველაზე ეფექტურად მიიჩნეოდა და რომელიც 46 000 ევრომდე ღირს, მხოლოდ ერექციულ დისფუნქციას იწვევს და მისი რეალური “ეფექტი” მხოლოდ ეს არის. ინიექცია პენისს მხოლოდ ასიებს და მეტი არაფერი. იგივე “ეფექტი” აღმოაჩნდა ყველა სხვა პროცედურასაც.


პენისის დაგრძელება


ყველაზე საინტერესო და კურიოზული რაც არის, ამ სარისკო და ძვირადღირებული პროცედურების ჩამტარებელ თითქმის ყველა მამაკაცს... სრულიად ნორმალური ზომის პენისი აღმოაჩნდა. მათი შთაბეჭდილება, რომ პატარა პენისები ჰქონდათ, მხოლოდ ფსიქოლოგიური იყო და საერთო არაფერი ჰქონდა რეალურ პრობლემატიკასთან.


როგორც მეცნიერები განმარტავენ, არაერეგირებულ მდგომარეობაში პენისი 9, 16 სანტიმეტრი უნდა იყოს. ანომალიურ და ბუნებრივი მდგომარეობიდან გადახრაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მხოლოდ მაშინ იწყებენ ლაპარაკს, როცა ერეგირებული პენისის ზომა 7 სანტიმეტრზე უფრო ნაკლებია. ასეთ დროს სპეციალისტები ე. წ. მიკროპენისზე საუბრობენ ხოლმე.

0
876
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0