x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცხეთაში 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე გადატეხეს
image

''ვანდალური ფაქტი მოხდა მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ. გუშინ საღამოს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად დააზიანეს, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.
24 თებერვალს, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია ყველა იმ პირის მიმართ ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თითოეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: გავხადოთ მცხეთაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ წესად და სხვებსაც ვუბიძგოთ ამისკენ.'' - წერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია თავის ფეისბუქ გვერდზე.

image

image


image

image

image

image

image

0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:DZaGa_1997
DZaGa_1997
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0