x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
«ცოცხალი» მიცვალებულები

კრიონიკა ჯერ მეინსტრიმად (გაბატონებული თვალსაზრისი რომელიმე სფეროში. რედ) არ ქცეულა, თუმცა ზოგისთვის მისი კონცეფცია უკვე ცნობილია. ეს ადამიანები უამრავ ფულს ხარჯავენ და საკუთარი სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე ისე ზრუნავენ, როგორც ჩვენ – ჯანმრთელობაზე ან, შეიძლება, უკეთესადაც კი... მიცვალებულისთვის ამგვარი მომსახურების აღმოჩენა, ჯერ–ჯერობით პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა, ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც გარდაცვალების შემდეგ საკუთარი ტვინის ან მთელი სხეულის გაყინვა ისურვეს, უკვე 300-ს გადააჭარბა. მათ უამრავი დრო და ენერგია შეალიეს იმას, რომ წარმატებული ადამიანები ყოფილიყვნენ და მიზანსაც მიაღწიეს... მაგრამ, დაგროვილ კაპიტალს სამარეში ხომ ვერ წაიღებდნენ?! აქ კი, მომავალში, მათი გაცოცხლების (მართალია, მხოლოდ თეორიული) შესაძლებლობა გამოჩნდა და ისინი, მაცივრის კამერებში, თავიაანთ დროს ელოდებიან...


image


მხოლოდ დრო გვაჩვენებს, სწორად მოიქცნენ თუ არა ეს ადამიანები და მოხდება თუ არა, მათი ამქვეყნად დაბრუნება. ამჟამად კი, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ბიომასალის უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს და როგორც კრიოგაყინვის სპეციალისტები ირწმუნებიან, მომავალში იმასაც მოახერხებენ, რომ ამ «პაციენტებს» სული «შთაბერონ». ხოლო, ამის მტკიცების საფუძველს მათ, წლების წინ გაყინული კვერცხუჯრედებიდან, თუ ემბრიონებიდან დაბადებული ბავშვები აძლევთ.

კრიოგენიკა (Cryogenics) მეცნიერების ახალი დარგია, რომელიც სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, გარდაცვლილი ადამიანის სხეულს დაბალ ტემპერატურაზე ინახავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი გაცოცხლების გარანტიას იძლევა. ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სხეულს მთლიანად ყინავს, ხოლო სხვები – მხილოდ თავის ტვინის გაყინვას ამჯობინებენ.

ტვინის გაყინვა –196°C (-321°F)-მდე და 200 წლის შემდეგ «გაღვიძების» იმედი 80 000 £ (100 000 $) ღირს (სხეულის უფრო მეტი) და კრიოგენიკა დღეს ისე განიხილება, როგორც ადამიანის სიკვდილზე გამარჯვება.

არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ სახის მომსახურებას სთავაზობს. საერთო ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე გაყინულია და კიდევ რამდენიმე ათასია ჩაწერილი და თავის «რიგს» ელოდება.

მაგ., ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც «გასაყინების» სიაში ირიცხება, თვლის, რომ ის 2 საუკუნის შემდეგ გაიღვიძებს და სრულიად ახალი ცხოვრების მომსწრე იქნება. რა თქმა უნდა, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მის ტვინს, სხვა ადამიანის, ახალგაზრდა დონორის სხეულში გადანერგავენ.

ერთ-ერთი უმსხვილესი კრიოგენული კომპანია «The Alcor Life Extension Foundation» სკოტსდეილში (Scottsdale, Arizona) მდებარეობს და კონტრაქტის მიხედვით, აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს: როდესაც მათი კლიენტის სიკვდილის დრო ახლოვდება, Alcor-ს წარმომადგენლები მასთან მიდიან, რომ გაყინვის პროცესი დაიწყონ…

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდება, სხეულის ყინულით შეფუთვა და სისხლის ცირკულაციის აღსადგენად, მასზე «გულის რეანიმატორის» მიმაგრება ხდება. ამის შემდეგ, სხეულში სხვადასხვა სახის 16 პრეპარატი შეჰყავთ, რომ უჯრედების კრისტალიზირება არ მოხდეს და «პაციენტი» კომპანიაში გადაჰყავთ, მისთვის გამზადებულ ბაროკამერაში მოსათავსებლად.

ამჟამად, Alcor-ს უკვე 149 «პაციენტი» ჰყავს და 1000-ზე მეტ ტვინს ინახავს. მათ შორის არის ლეგენდარული ბეისბოლისტი Ted Williams და ტაილანდელი Matheryn Naovaratpong, რომელსაც კრიოკონსერვაცია 2 წლის ასაკში გაუკეთდა. ის ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც 200 წლის შემდეგ, სიცოცხლის დაბრუნების შანსი აქვს.

სიცოცხლის გახანგრძლივების კრიოგენული მეთოდი ბევრს შეიძლება საეჭვოდ მოეჩვენოს. თუმცა, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, – შემოწმების საშუალება მაინც არ გვექნება.

200 წლამდე არა, მაგრამ სიცოცხლის რამდენიმე (ათეული) წლით გახანგრძლივება, სწორი კვებით და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით, ნამდვილად შეიძლება – ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საუკუნოვან ზღვარს გადააბიჯეს?!

imageimageimageimageimageimageimage






0
1450
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0