x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
რას ნიშნავს დიფერენცირებული სწავლება?

image

დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლებას. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფებას დაყოფას. ამგვარი სწავლების მიზანია, რომ თითოეულმა მოსოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. დიფერენცირებული მიდგომით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დაძლიონ სწავლის პროცესში წაარმოქმნილი ბარიერები და გაიუმჯობესონ შედეგები. მასწავლებელი ამას ახერხებს უწყვეტი შეფასებისა და მოსწავლეთა დაჯგუფების გზით. დიფერენცირებული სწავლება აიგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინების გაცნობიერება ;
  • მოსწავლეების ცოდნის, უნარების და სწავლის სტილის განსაზღვრა;
  • დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იღებენ მოსწავლეები დავალებას;
  • სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემმოწმება და ანალიზი;
  • დიფერენცირებული სწავლების ეფექტური გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს.

    მასწავლებელი რომელიც ამ მიდგომას იყენებს შვიდი პრინციპი უნდა გაითვალისწინოს, ეს პრინციპებია:

  • შეისწავლეთ თქვენი მოსწავლეები;
  • გააცანით მოსწავლეებს დიფერენცირებული სწავლების იდეა;
  • საფუძვლიანად შეისწავლეთ საგნის პროგრამა;
  • დაიწყეთ მცირედით;
  • იმუშავეთ ორგანიზებულად;
  • იყავით ღია და მოქნილი;
  • ითხოვეთ დახმარება და გამოიყენეთ ყველა ხელმისაწვდომი რესურსი.
  • 0
    932
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
    მარიამ ქუფარაშვილი
    932
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0