x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში მსხვერპლი მოჰყვა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, ე.წ. „ნაზარლების“ ტერიტორიაზე სანადიროდ მიმავალი ავტომობილი ამობრუნდა, რასაც ერთერთი მგზავრის, 1990 წელს დაბადებული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერ უცნობია, რა გახდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. იყო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე, მართავდა თუ არა მძღოლი ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ამას გამოძიება დაადგენს.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია, შილდიდან იყვნენ დანარჩენი მგზავრებიც. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.



როგორც შსს-ს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე 6-ე ნაწილით დაიწყო.

0
521
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0