x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კვლევა: სექსის ნაკლებობა კიბოს და გულის დაავადებებს იწვევს
სექსი


სექსის ნაკლებობა არამხოლოდ ქრონიკულ დაავადებებს აჩენს და აძლიერებს, არამედ კიბოსა და გულის უკმარისობასაც. ამის შესახებ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ახალ კვლევაშია საუბარი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებას ჯანმრთელობისთვის ძალიან სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. მათ საკუთარი კვლევის შედეგები ჟურნალში “Archives of Sexual Behavior” გამოაქვეყნეს.


მეცნიერებმა შედეგები მოიპოვეს კვლევის მეშვეობით, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა. გამოიკვლიეს 50 წელს გადაცილებული 5700 ქალი და მამაკაცი. გათვალისწინებულ იქნა ასევე მონაწილეთა პროფესია, სოციალური სტატუსი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.


სწორედ აღნიშნული კვლევის მეშვეობით გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებიც აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას არ მისდევენ, ორი მესამედით მეტი რისკი აქვთ, სერიოზული დაავადებებით დაავადდნენ, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც აქტიური სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ცოტათი ნაკლები, 64 %-მდე აღმოჩნდა. ხოლო რაც შეეხება გულის იშემიურ დაავადებებს, მათმა რისკმა ორივე სქესის არააქტიურ ინდივიდებში 30 %-ით მოიმატა.


სექსი

აღნიშნულ კვლევას მხარს უბამს ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევაც, რომელიც 30 000 მამაკაცზე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ის მამაკაცები, რომლებიც თვეში 21-ჯერ ან მეტჯერ ეაკულირებენ, გაცილებით უფრო ნაკლებად ავადდებიან პროსტატის კიბოთი, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც თვეში 7-ჯერ ან კიდევ უფრო ნაკლებად ეაკულირებენ.


მეცნიერები ამ ყოველივეს მიზეზად იმას ასახელებენ, რომ სექსის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა. გარდა ამისა, სექსი ერთგვარი სპორტია და ხელს უწყობს კალორიების დაწვას და სხეულის ჯანმრთელ ფორმებში შენარჩუნებას.


0
167
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0