x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი მისტერ დარსია უკეთესი? ინტერნეტში ჯეინ ოსტინის ნაწარმოების კინო ვერსიებში საყვარელი მსახიობები შეადარეს
რომელი მისტერ დარსია უკეთესი? ბევრისთვის ამ კითხვაზე პასუხი პრაქტიკულად შეუძლებელია. „ტვიტერის“ მომხმარებლები იმის გაგებას შეეცადნენ, თუ რომელმა მსახიობმა შეძლო ჯეინ ოსტინის ნაწარმოებიდან მისტერ დარსის როლის სრულყოფილად განსახიერება დიდ ეკრანზე.


image

დიდი სიყვარულის ისტორიის ეკრანიზაცია

ბრიტანელმა მსახიობმა კოლინ ფერთიმ ელიზაბეტ ბენეტის სასიყვარულო ინტერესი დარსის როლი BBC-ის სერიალში „სიამაყე და ცრურწმენა“ 1995 წელს შეასრულა. ხოლო მეთიუ მაკფედენმა ეს როლი ფილმში 2005 წელს შეასრულა.



image

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მამაკაცის სამსახიობო თამაში გააკრიტიკეს, სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ დარსის როლი უკეთ ფერტმა შეასრულა, ამიტომ პირველ ადგილს ითხოვს.


image

ცხელი კამათი

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გოგონამ ვაშინგტონიდან ტვიტერში დაწერა: „გთხოვთ, მიპასუხეთ, რომელი მისტერ დარსია უკეთესი (კოლინ ფერტის თუ მეთიუ მაკფეიდენის შესრულებით) და რომელ ასაკში ისურვებდით ნახვას. მე დავიწყებ: 45, კოლინ ფერტი“.


image

ერთმა ადამიანმა დაწერა: „რომელი მისტერ დარსია უკეთესი? პასუხი ცხადია. კოლინ ფერტი!“

მეორემ უპასუხა: „ორივე მიყვარს. არჩევა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველ ადგილზე მაინც კოლინია“.

„ორივემ დიდებულად შეასრულა, მაგრამ როცა მისტერ დარსიზე ვფიქრობ, პირველი კოლინ ფერტი მახსენდებდა“ - პასუხობს მესამე მომხმარებელი.

მეთიუს მხარდამჭერებიც არ ჩამორჩნენ. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „კოლინ ფერტიზე ვგიჟდები, მაგრამ ჩემთვის ის მისტერ დარსი არაა. ამ როლს უფრო მეთიუ უხდება“.

ზოგიერთ გულშემატკივარს ტრენდებში კოლინის სახელის დანახვამ შეაშინა, რადგან იფიქრეს, რომ მსახიობი გარდაიცვალა. ამის გამო ტვიტების რაოდენობა გაიზარდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

საჭირო დროს საჭირო ადგილას: როგორ გახდნენ ცნობილები შარლიზ ტერონი, ჯონი დეპი და სხვა ვარსკვლავები

image

15 ბრიტანელი მსახიობი, რომლებმაც ზუსტად იციან, გული როგორ აგვიჩქარონ

image

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

14 მომხიბვლელი ვარსკვლავი: სამწუხაროდ სიბერე მათთანაც მოვიდა

image

როცა ქრონიკული დაავადება ვარსკვლავობაში ხელს არ გიშლის: ცნობილების ისტორია უჩვეულო დაავადებებით

image


0
159
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
159