არქიტექტურა დონალდ ტრამპი, პრინცესა დიანა, ჯორჯ ჰარისონი და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები ტაჯმაჰალიდან 2020, 25 თებერვალი, 16:14 დონალდ ტრამპი ინდოეთში ვიზიტის დროს ესტუმრა ტაჯმაჰალს და ვიზიტორთა წიგნში ჩაწერა, რომ მონუმენტი არის ინდური კულტურის სილამაზისა და მრავალფეროვნების სიმბოლო.
ტაჯმაჰალი მე-17 საუკუნეში მუგალის იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა მშობიარობის დროს გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად ააგო.
დღის წესრიგის მიუხედავად, გახმაურებული ვიზიტის დროს “სიყვარულის ძეგლს'' ყოველთვის სტუმრობენ.
1992 წლის თებერვალში პრინცესა დიანა “სიყვარულის ძეგლს'' მარტო ესტუმრა, რადგან ამ დროს პრინცი ჩარლზი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. ხშირად ეს ფოტო სიმბოლოა იმ მარტოობისა, რომელიც პრინცესა დიანამ მასთან ქორწინებაში იგრძნო.
გიდები ტაჯმაჰალის მოსანახულებლად მისულ ტურისტებს “დიანას სკამის'' შესახებ დღემდე უყვებიან. თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ, პრინცესა დიანას ვაჟმა, პრინცმა უილიამმა ფოტოსურათი იმავე სკამზე თავის მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად გადაიღო. 2015 წელს, ტაჯმაჰალში მარკ ცუკერგბერგიც “დაჩექინდა''. პუტინი ინდოეთს “სტრატეგიული თანამშრომლობის'' დეკლარაციაზე ხელის მოსაწერად 2000 წელს ესტუმრა. სწორედ ამ ვიზიტის დროს, პუტინი ტაჯმაჰალს მეუღლესთან ერთად ეწვია. თუმცა, მათი 30-წლიანი ქორწინება 2013 წელს დასრულდა. ბითლზების გიტარისტი, 23 წლის ჯორჯ ჰარისონი, ტაჯმაჰალს 1966 წელს ესტუმრა. ჰარისონმა ეს ფოტო თვითონვე გადაიღო მანამ, სანამ სელფის ტიპის ფოტოები ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური. 235 შეფასება არ არის
|