x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
2020 წლის მოდური ფეხსაცმელები
გაზაფხულამდე რამდენიმე დღე დარჩა. ეს ის დროა, როცა ჩექმებს უნდა გამოვემშვიდობოთ და ფეხსაცმელზე გადავიდეთ. სტილისტები გვირჩევენ, უკვე დავიწყოთ ზრუნვა საგაზაფხულო გარდერობისთვის. ქალებს ხომ ყოველთვის უყვართ, როცა მოდურად გამოიყურებიან.


imageგთავაზობთ ფეხსაცმლის მოდურ ტრენდებს 2020 წლისთვის:

1. ყელიანი ფეხსაცმელი

ეს, ერთი შეხედვით უხეში ფეხსაცმელი ძალიან მოსახერხებელია ყოველდღიურად, ამიტომ მას ხშირად ნახავთ გოგონების გარდერობში. ისინი ნებისმიერ ამინდს და ჩაცმულობას შეგიძლიათ მოუხდინოთ, დაწყებული ჯინსით და დამთავრებული ჰაეროვანი კაბით.


image

2.კოვბოური ჩექმები

ეს ამ წლის ჰიტია! შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სადა, ისე ორნამენტებით და სხვადასხვა აქსესუარებით გაფორმებული.

image

3.პლატფორმა

ამ წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი-მაშიები მასიურ პლატფორმებზე.თუმცა, საგაზაფხულო-საშემოდგომო ფეხსაცმელსაც ნახავთ ასეთი ძირით.

image

4.რეტრო

ბოჰემური 70-იანები წელს მოდაშია. ასეთი ფეხსაცმელი შეგიძლიათ სრულიად რეტროლუქს შეუხამოთ, ან პირიქით - თანამედროვე სტილს მოარგოთ.image

5. ე.წ. ვიეტნამკები

ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ მათი ადგილი პლაჟზეა? დროა საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ. დიზაინერებმა ისინი მოდურ ფეხსაცმელებად აქციეს.image

6.თასმები და ღვედები

თასმებიანი თუ ღვედებიანი ფეხსაცმელი ამ წელს ძალიან პოპულარულია. ისინი სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელს გაალამაზებს და უფრო მოდურს გახდის თქვენს ჩაცმულობას.

imageimage

7.პრინტი

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ცხოველის კანისა თუ ბეწვის პრინტი ძალიან აქტუალურია ამ წელს. ასეთი ფეხსაცმელი ფრთხილად უნდა შეუხამოთ სამოსს. მაგალითად, ლეოპარდის პრინტიან ფეხსაცმელს გაცილებით სადა და ერთი ტონის კაბა და აქესუარები უნდა შეუხამოთ.

image

8.ორიგინალური ქუსლი

ასეთი უჩვეულო ფორმის ქუსლები უკვე დიდი ხანია მოდაშია და არც წელს კარგავს აქტუალობას. თუ ასეთი ფეხსაცმელი უკვე გაქვთ-თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ.image


0
631
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0