x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საინტერესო ფაქტები ჩრდილოეთ კორეაზე, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის

image


კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის გარშემო უამრავი ჭორი დადის, რომელიც რეალობისგან საკმაოდ შორს არის.





თანამედროვე დასავლური მანქანები


image


ქვეყანაში, სადაც თანამედროვე დასავლური მანქანები დიდ იშვიათობას წარმოადგენს, რიგითი მოქალაქისთვის ნებისმიერი კერძო სატრანსპორტო საშუალების ყოლაც კი ფუფუნების საგანს წარმოადგენს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ველოსიპედი - საკმაოდ მნიშვნელოვან საკუთრებად ითვლება. მიუხედავად ამისა, ვერც იმ ფაქტს ვერ უარვყოფთ, რომ ფხენიანის ქუჩებში ჩინური სატვირთო მანქანების გარდა, ასევე გერმანული სპეცტექნიკისა და ამერიკული "შევროლეს" მიკროავტობუსების ხილვაც შესაძლებელია.





ძროხა


image


ქვეყანაში ძროხა ერთ–ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან პირუტყვად ითვლება, რომლებსაც ფერმერები არა სახორცედ ან მეტი რძის მისაღებად აშენებენ, არამედ პირველ რიგში, მათი დახმარებით მიწას ხნავენ და მეზობელ სოფლებშიც სწორედ მათი საშულებით გადაადგილდებიან.




გისოსები ფანჯრებზე



image

ალბათ გაინტერესებთ, თუ რა საჭიროა ასეთი ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყანაში მსგავსი დაცვის სისტემის არსებობა? თუმცა, კორეის სახალხო–დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება საპირისპიროზე მეტყველებს. ფაქტია, რომ პირველი სართულის ფანჯრები თითქმის ყოველთვის გისოსებით არის დაცული. გაგიკვირდებათ და, ქვეყანაში ტოტალური ქურდობაა!






სისუფთავე ქუჩებში



image


ფხენიანის ქუჩების შემხედვარე, შეიძლება იფიქრობთ, რომ აქ ყოველთვის იდეალური სისუფთავე და წესრიგი სუფევს. სინამდვილეში კი აქ ყველაფერი არც ისე სრულყოფილად გამოიყურება როგორც ეს, ერთი შეხედვით ჩანს. ყოველ შემთხვევაში, კორეის მეჩხერად დასახლებულ ადგილებში ნაგავსაყრელები პირდაპირ სახლებს შორის არის განლაგებული




საზღვარი ციხეზე



image


ჩრდილოეთ კორეის მესაზღვრეები იმდენად კარგად მუშაობენ, რომ ჩინელებს საკუთარი საზღვრების გასწვრივ სასაზღვრო პატრულის განლაგება და ღობეების აშენება საერთოდ არ სჭირდებათ.



0
401
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
401