საზოგადოება კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება 2020, 25 თებერვალი, 13:14 27 თებერვალს 20:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე 19:30 საათზე კინოთეატრში მოეწყობა შეხვედრა კინომცოდნე, ლელა ოჩიაურთან, რომელიც ისაუბრებს როგორც რეჟისორსა და ნაწარმოების წინა ეკრანიზაციებზე, ასევე, თვითონ წიგნზეც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ქართული თარგმანი, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა", სერიის "იკითხე კლასიკა" ფარგლებში, ახლახან გამოსცა. წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით. საპრემიერო ჩვენებაზე დასაშვებია ძაღლების მოყვანა. ღონისძიები ბმული 43 2-ს მოსწონს 1-ს არა
|