x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არის თუ არა კორონავირუსი რეალურად სახიფათო?
კორონავირუსი


ნახევარი მსოფლიო პანიკაშია. მედიასაშუალებები გაუთავებლად მასზე საუბრობენ. ადამიანები ქუჩებში სამედიცინო ნიღბებით დადიან და ყველას გაურბიან, ვისაც აზიური გარეგნობა აქვს. ეს კორონავირუსია, მაგრამ რეალურად არის თუ არა ის სახიფათო?


არამხოლოდ კორონავირუსი. სახიფათო არის გრიპის ნებისმიერი ვირუსი.


არამარტო გრიპის ვირუსი. ჯანმრთელობის ნებისმიერი გართულება ფატალურად შეიძლება დასრულდეს, დროზე თუ არ მიხედავ.



მაშინ სხვაგვარად დავსვათ შეკითხვა: რამდენად არის სახიფათო კორონავირუსი?


ამაში გარკვევაში ყველაზე უკეთ არითმეტიკა დაგვეხმარება.


ვიცით, რომ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსმა იმსხვერპლა დაახლოებით 2000-მდე დაავადებული 80 ათასიდან. შესაბამისად, გამოდის, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 2, 5 %-ს შეადგენს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კორონავირუსით დაავადებული ათასი პაციენტიდან მხოლოდ 25 იღუპება და მათი უმეტესობა მოხუცები და სხვადასხვა მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან.


ახლა გადავხედოთ ჩვეულებრივი სეზონური გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკას: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ეს არის 1-2 გარდაცვლილი 10 ათასი დაავადებულიდან.


გამოდის, რომ ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიკვდილიანობა 0, 01 % ან 0, 02 % ყოფილა. ანუ სულ რაღაც ორი პროცენტით და პროცენტის მეათედებით ნაკლები, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში, ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს 2, 5 % დასაშვები ცდომილების ფარგლებშია, გამოდის, რომ კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გრიპი ჩვეულებრივ გრიპზე საშიში სულაც არ ყოფილა.


შედარებისთვის, ფილტვების ჩვეულებრივი ანთებით გარდაცვალების ალბათობა არის 4 შემთხვევა ასიდან. ეს დაახლოებით კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკასთან არის ახლოს და კიდევ უფრო მეტიც კი არის.


კორონავირუსი


ანუ ფილტვების ჩვეულებრივი ანთება კორონავირუსზე უფრო საშიშია.


უცნაურია, მაგრამ ადამიანების სულაც არ ეშინიათ სექსის არქონით გამოწვეული პათოლოგიების (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კვლევა კვლევაზე იდება, თუ რამდენად საშიშია სექსის არქონა), არ ეშინიათ გამონაბოლქვის, ტყეების გაჩეხის და გლობალური დათბობის, არ ეშინიათ სიგარეტის, ნარკოტიკების და ეშინიათ... კორონავირუსის.


უდავოდ არის ამ შიშში რაღაც ძალიან ამაზრზენი და ამ რაღაცას ქსენოფობია და რასიზმი ჰქვია სახელად.

0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0