x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაუჯერებელი ფოტო, სახელად "ქარიშხლის თვალი" გადაიღეს დიდ ბრიტანეთში
image



გასაოცარი და ცოტა შესაშინებელი ფოტო გადაიღეს დიდ ბრიტანეთში.



48 წლის სარა ხოდჯესი თებერვლის შუა რიცხვებში, ბრიტანეთის ქალაქ ბოლტონში, არაჩვეულებრივი მოვლენის მოწმე გახდა. ქარიშხლი "კიარას "შემდეგ, როდესაც ჭექა-ქუხილი და ელვა ჯერ კიდევ ცაში ტრიალებდა, მან გადაიღო მშვენიერი სავსე მთვარე და მისი სურათი ვირუსული გახდა.



ქალმა აღიარა, რომ უყვარს მთვარის, მზის ჩასვლის, მზის ამოსვლისა და ღრუბლების ფოტოების გადაღება. ამჯერად, მას უბრალოდ მოეწონა სავსე მთვარე, რომელიც ღრუბლებში ჩანდა.




თვითონაც რომ არ ელოდა, სარამ უნიკალური სურათი გადაიღო. ფოტოში ღრუბლებმა და მთვარემ შექმნეს საშინელი თვალი, მაგრამ თავად ქალმა ამის შესახებ სურათის გადაღებისას არ იცოდა. მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ, სარამ გადაწყვიტა სურათების გაზიარება მეგობრებისთვის ფეისბუქზე, რომლებმაც საოცარი მსგავსება შენიშნეს. ფოტო ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სადაც სურათს დაარქვეს სახელი " ქარიშხალის თვალი." - წერს Ladbible.

1
222
6-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
222
  
2020, 25 თებერვალი, 4:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1