x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
რწმენით გაჯერებული, გულწრფელი ლოცვა ორგანიზმს აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს

image

მიხაილ ლაზორიკიმ 15 წლის წინ სისხლზე ლოცვის გავლენის შესწავლა გადაწყვიტა, აინტერესებდა, ხომ არ იცვლებოდა სისხლის სტრუქტურა ლოცვისას. კვლევებს საკუთარ სტუდენტებთან ერთად შეუდგა.

ექსპერიმენტში მონაწილეობას თხუთმეტი ადამიანი (ქალებიცა და მამაკაცებიც) დათანხმდა — ერთი პირობით, რომ მათ ვინაობას არ გაამჟღავნებდნენ, განსხვავებული პროფესიის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდნენ: ათეროსკლეროზით, В ჰეპატიტით, გულის პათოლოგიებითა და სხვა.

ცდის დაწყებამდე ექიმები პაციენტს კაპილარულ და ვენურ სისხლს უღებდნენ და ანალიზს უტარებდნენ. ამის შემდეგ ავადმყოფი (ან მისი ახლობელი) 15-20 წუთის განმავლობაში კითხულობდა ლოცვებს — გულში ან ხმამაღლა. ესენი იყო: „მამაო ჩვენო“, „მრწამს ერთი ღმერთი“, „მეუფეო ზეცათაო“, 50-ე ფსალმუნი, წმინდანთა და ზეციურ მფარველთა მიმართ ლოცვები. ამის შემდეგ კვლავ იღებდნენ სისხლს და განმეორებით ატარებდნენ მის ანალიზს.

პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი იყო. „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ, როცა მისი ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ აღებული სისხლი შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ფაგოციტოზის, ანუ უჯრედების მიერ უცხო ნაწილაკების შთანთქმის პროცესის მაჩვენებელი 600%-ით იყო შეცვლილი უკეთესობისკენ.

მიხაილ ლაზორიკი დარწმუნებულია, რომ ასეთ ზემოქმედებას ორგანიზმზე გულწრფელი და გაცნობიერებული ლოცვა იმიტომ ახდენს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ყველა სხვა ორგანოს მუშაობა.

მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ რწმენით გაჯერებული, გულწრფელი და გააზრებული, ანუ გაცნობიერებული ლოცვა, როცა ადამიანი მთლიანად ეფლობა მასში, ორგანიზმს აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს.

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0