x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარი
image

"წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას".წიგნი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი.ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო.ხოლო, როდესაც ევროპაში დაიწყო წიგნის საწარმოებლად ქაღალდის გამოყენება, უფრო მარტივი გახდა ინფორმაციის გადაცემა თაობიდან თაობაზე.

ლიტერატურა სულიერების მასაზრდოებელია.მისი გავლენა ადამიანზე ძალიან დიდია.მან შეიძლება ადამიანი დააფიქროს ცხოვრებაზე, უფრო მეტიც, მთლიანად შეცვალოს თითოეულის ცხოვრების სინამდვილე, ის გვეხმარება, რომ იქცე უკეთეს ადამიანად, ვიდრე აქამდე იყავი, შესწევს უნარი შენი სულიერი ზრდა გამოიწვიოს და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნასა და მის დამკვიდრებაში დაგეხმაროს.

ლიტერატურა სიმშვიდეა.ადამიანს, რომელიც განიცდის წიგნის პერსონაჟის ცხოვრებას, ვერაფერი ცხოვრებისეული ვეღარ გააკვირვებს, ვეღარ აცდუნებს.ასეთი ადამიანები უდავოდ აღმოაჩენენ, რომ სიცოცხლე მშვენიერი რამ არის, მაშინაც კი როცა თუნდაც ამისთვის "კომუნალური პირობებიც" კი არ გააჩნია, მთავარია, გაგაჩნდეს წიგნის კითხვის საჭირო პირობები.


წიგნს შეუძლია იყოს ადამიანის საუკეთესო მრჩეველი, რადგან მას შესწევს ძალა ადამიანი დააფიქროს ცხოვრებაზე, არსებობაზე, სირთულეებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, გრძნობებსა და ემოციებზე, დამოკიდებულებებზე მოვლენების მიმართ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე.

როცა წიგნს ვკითხულობთ ვთავისუფლდებით ყოვლდღიური ყოფითი ცხოვრებისგან და სამყაროს თავისუფალი თვალით ვუყურებთ, ისეთ სამყაროს, რომელსაც გონებაში წარმოვიდგენთ.ის საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ფასეული რამ, რომელიც დიდ სიხარულს მოგვანიჭებს.ამისთვის კი მხოლოდ სამი რამ უნდა გავაკეთოთ-ავიღოთ ჩვენთვის სასურველი წიგნი, მოვკალათდეთ და დავიწყოთ კითხვა.

0
701
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გოცაძე
ხატია გოცაძე
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0