x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აქამდე უცნობი ფაქტები ლეონარდო დიკაპრიოზე
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image





როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



ჰოლივუდის ერთ-ერთი, მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ქალთა გულისმპყრობელია. ეს ფაქტი ყველას კარგად მოგეხსენებათ, ტაბლოიდების და ყვითელი პრესისი წყალობით, მასზე დამალული თითქმის არაფერია, მაგრამ ცდებით! აქვს ლეოს გარკვეული საიდუმლოებები, რომლებიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.





1. ლეოს არასდროს გაუსინჯავს ნარკოტიკი. როგორც ის ამბობს "ლოს-ანჯელეს თაიმსთან", გაიზარდა ღარიბ კვარტალში, სადაც 3-4 წლის ასაკიდან ხედავდა, თუ როგორი ბოლო ჰქონდა ნარკოტიკების მოხმარებას. ფილმი "უოლ სთრითის მგელი"-ს გადაღებისას, მას არაერთი კონსულტაცია გაიარა იმის თაობაზე, თუ როგორია ნარკოტიკების მოხმარება და მისგან გამოწვეული ეფექტი, რომ როლში ბუნებრივად ეთამაშა.






2. მას ქალიშვილი ჰყავს?! image
ფილმი"სისხლიანი ალმასის" გადაღებების დროს, მოზამბიკში, მაპუტუს ბავშვთა სახლის 24 მოზარდთან უწევდა ლეოს ურთიერთობა და შესაბამისად მათზე ზრუნვაც. გადაღებების დასრულებისა და მისი სახლში დაბრუნების შემდეგაც ერთ-ერთ გოგონასთან არ შეუწყვეტავს ურთიერთობა, მას გამუდმებით ურეკავს და უგზავნის ფულს საკვებისა და პირადი ნივთებისთვის.






3. ის ცხოვრობს ეკონომიურად. image
რამდენადაც გასაკვირი შეიძლება იყოს, მსახიობს არ ხიბლავს ძვირფასი ნივთები და მდიდრული ცხოვრება, როგორც სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებს. მის ფარეხში ნახავთ მხოლოდ ერთ ავტომობილს და ისიც Toyota Prius-ის ჰიბრიდს. ის ასევე არ დაფრინავს კერძო ან უმაღლესი კლასის ფრენით, "ის" მგზავრობს ისე, როგორც სხვა ჩვეულებრივი მგზავრი.





4. მას აქვს საკუთარი ბრენდის ყავა. image
კომპანია La Colombe Torrefaction-თან ერთად მან გახსნა ყავის ცალკე ხაზი ექსტრა-კლასი «LYON» და ყავიდან მიღებულ მთელ შემოსავალს რიცხავს ეკოქველმოქმედებაში "მსოფლიოს ველური სამყაროს ფონდი" - WWF.






5. დი კაპრიო და ზვიგენი... image
2006 წელს, კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა), ლეო დაივინგით იყო დაკავებული და ის პირისპირ, სახით შეხვდა დიდ თეთრ ზვიგენს. მართალია ის იმ დღეს სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მას შემდეგ, სასწაულად ეშინია ზვიგენების. კიდევ იყო ერთი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედა - თვითმფრინავიდან ხტომის დროს მისი პარაშუტი არ გაიხსნა. საბედნიეროდ, მისი კონსტრუქტორი ახლოს იყო და უშველა მას.






6. ის სუფთად ფლობს გერმანულს. image
ლეონარდოს დედა დაიბადა გერმანიაში. ამიტომ მან კარგად იცის გერმანული და შვილსაც ბავშვობიდან კარგად ასწავლა.





1
225
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
225
  
2020, 24 თებერვალი, 15:51
მაკა ამას მგონი ბებია ჰყავს რუსი თუ ვცდები?
0 1 1