x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
გართობა, როგორც ფუნქციოალური ტენდენცია

imageგართობა და თამაში ხელს უწყობს ადამიანის პიროვნულ ზრდასა და განვითარებას. ამ აზრის დასასაბუთებლად შესაძლოა გამოვიყენოთ დიმიტრი უზნაძის ქცევის ფორმების კლასიფიკაცია (დ.უზნაძე <ადამიანის ქცევის ფორმები) . უზნაძე გამოყოფს ქცევის ორ ფორმასა; ექსტროგენული ქცევა და ინტროგენული ქცევა. ექსტროგენულია ქცევა გარედან (საგნიდან) ღებულობს იმპულსებს და გარედან განსაზღვრული განწყობით წარიმართება. ექსტროგენულ ქცევას განეკუთვნება მოხმარება, მომსახურება, მოვლა, საქმე, შრომა, ცნობისმოყვარეობა. ინტროგენულია ქცევა კი აღიძვრება მოთხოვნილებით, რომლის დასაკმაყოფილებლადაც რაიმე საგნობრივი შინაარსი არაა საჭირო. იგი აღიძვრება თვითონ აქტივობის მოთხოვნილებით ე.ი იმ ძალებისა რომელნიც ამა თუ იმ მიზეზით უმოქმედო მდგომარეობაში დარჩა. მოთხოვნილება, რომელსაც ფუნქციონალური ტენდენციას უწოდებს უზნაძე. მაშინ, როცა ადამიანი არაა იძულებული პრაქტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იმოქმედოს, ფუნქციონალური ტენდენცია იჩენს თავს და ადამიანი კვლავ იწყებს აქტივობას. ამ შემთხვევაში ქცევა გარედან კი არაა განსაზღვრული, არამედ შინაგანი იმპულსებიდან გამომდინარობს. ინტროგენულ ქცევას განეკუთვნება ესთეტიკური ტკბობა, შემოქმედება, თამაში, სპორტი, გართობა. ამ შემთხვევაში ჩვენ შევჩერდებით გართობაზე. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ უზნაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშს ადრეულ ბავშვობაში და მას სწავლისა და განვითარების ფუნქციასაც მიაწერს. ზრდასრულ ინდივიდებში თამაში თავისი წმინდა ფორმით იშვიათად იჩენს თავს და აქვს ბავშვობის დროის რუდიმენტული გამოცოცხლების სახე. თამაშის ერთგვარ ჩანაცვლებად ზრდასრულ ასაკში შესაძლოა მივიჩნიოთ გართობა. გართობა ისეთ აქტებს შეიცავს, რომელიც თამაშის მსგავსად, ფუნქციონალური ტენდე
ნციის იმპულსით არის გამოწვეული. თუმცა თამაშისაგან განსხვავებით იგი მიზანს ფენომენოლოგიური შინაარსით აღწევს და არა მასში ნაგულისხმევი აზრის ან მნიშვნელობის გათამაშებით. გართობის პროცესში შესაძლოა ადამიანი, მაგალითად კითხულობდეს, მაგრამ არა ცოდნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ წაიკითხოს, სულიერ ძალებს მისცეს საკვები და ამ შემთხვევაში რეალურად ხდება კითხვა, თამაშისაგან განსხვავებით, რომელშიც კითხვა წარმოსახვითი იქნება. თუ გართობას განვიხილავთ, როგორც თამაშის ჩამანაცვლებელს ზრდასრულ ასკაში, შესაბამისად ისიც უნდა იყოს ადამიანის ზრდასა და განვითარებასთან კავშირში. ფუნქციონალური ტენდენციის მსგავსი ცნებები სხვა მეცნიერებთანაც გვხვდება. ესცნებებია: „თვითაქტუალიზაცია“- მასლოუ; „მოწყენილობისთავიდანარიდებისმოთხოვნილება“-მაიერსი, ზიმბარდო, მილერი; „შეგრძნებათაძიებისმოთხოვნილება“ - ცუკერმანი; „ფუნქციონალურიავტონომია“ - ოლპორტი; ყველა შემთხვევაში ამ ცნებებით გამოხატულ მოთხოვნილებას ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პიროვნების ჩამოყალიბებისათვის და მიიჩნევა, რომ შიგნიდან აღძრული მოტივი ადამიანის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0