x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პარანოიდული პიროვნული აშლილობა

image
პარანოიდული პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდს ახასიათებს მუდმივი ეჭვი და უნდობლობა სხვების განზრახვების მიმართ. აღნიშნული პატერნი ვლინდება ადრეული მოზრდილობიდან, და გამოიხატება ხუთ ან მეტ კრიტერიუმში:

1. უსაფუძვლო ეჭვები, რომ სხვები იყენებენ, ზიანს აყენებენ ან დევნიან მათ.

2. მეგობრების და ნაცნობების მიმართ ეჭვები ნდობაზე და ერთგულებაზე.

3. სხვებში ხედავს საფრთხეს, რომ მის წინააღმდეგ გამოიყენებენ რაიმე ტიპის ინფორმაციას მის შესახებ.


4. ხედავს საფრთხის შემცველ სიგნალებს ყველა სიტუაციაში.

5. არ პატიობს სხვებს შეცდომებს. ყველა ქმედებაში მიზანმიმართულ ზიანის მიყების მოტივს უსვამს ხაზს.

6. ყველაფერს იღებს როგორც მის პიროვნებაზე ან რეპუტაციაზე თავდასხმას და ახასიათებს მძლავრი წინააღმეგობრივი აგრესიული რეაქცია.

7. მუდმივი უსაფუძვლო ეჭვები აქვს მეგობრის, ახლო ადამიანების სექსუალური პარტნიორის მიმართ.

პარანოიდული პიროვნული აშლილობის გამომწვევ ბიოლოგიურ მიზეზებზე მონაცემები უკიდურესად შეზღუდულია. ხშირად ის უკავშირდება შიზოფრენიას. ინდივიდები, რომელთაც ჰყავდათ შიზოფრენიის მქონე ნათესავი ან წინაპარი, მეტად ამჟღავნებენ პარანოიდული პიროვნული აშლილობისკენ მიდრეკილებას.

ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე მონაცემები კიდევ უფრო მეტად მწირია. თუმცა რეტროსპექტული კვლევებით გამოვლინდა, რომ ბავშვობისდროინდელი ტრავმა ან არასწორი აღზრდა აღნიშნული აშლილობის გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება მივიჩნიოთ. ზოგიერთი ფსიქოლოგი ხაზს უსვამს პარანოიდული პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდების ე.წ. სქემებს, შეხედულებებს სამყაროს შესახებ. მათ ძირითადად ახასიათებთ არაადეკვატური, არაადაპტური შეხედულებები გარემოზე და გარშემომყოფ ადამიანებზე. “ ადამიანები არიან საეჭვოები", “ისინი თავს დაგესხმებიან, როცა შანსი მიეცემათ", “მხოლოდ მაშინ იქნები უსაფრთხოდ, როცა მზად იქნები ნებისმიერი თავდასხმისთვის" - ეს იმ აზრების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ხასიათდება პარანოიდული აშლილობის ტიპის მქონე ინდივიდი.

კულტურულ ფაქტორებს შეუძლიათ ასევე აღნიშნული აშლილობის ფორმირება., გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენლები, როგორებიც არიან პატიმრები, მსაჯები, მოხუცები - მეტად ეჭვიანები არიან გარემოს მიმართ, რადგან მათთვის მეტად ბუნდოვანია გარემოში არსებული სიგნალები თავიანთი უნიკალური გამოცდილების გამო. ხშირია, როდესაც ორაზროვან სიტუაციებს საფრთხის შემცველად მივიჩნევთ.

საკმაოდ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პარანოიდული პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდები ფსიქოთერაპიას მიმართავენ. როდესაც ისინი მიმართავენ თერაპიას, ხშირად ეს უკავშირდება არა თავად პიროვნულ აშლილობას, არამედ დეპრესიას ან შფოთვას, რასაც პიროვნება საკუთარი მდგომარეობის გამო იღებს შედეგად. მუდმივი უნდობლობის გამო რთულია თავისუფალი, ნდობით აღსავსე ურთიერთობის ჩამოყალიბება, ასე რომ თერაპიაში ამას განსაკუთრებული დრო ეთმობა. თერაპევტები ცდილობენ, მათი ძირითადი რწმენები შეცვალონ სამყაროს საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც შეძლებენ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, კვლევების მიხედვით როდესაც პარანოიდულ პიროვნულ აშლილობაზე მიმდინარეობდა თერაპიის პროცესი, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთა მხოლოდ 11% მიიჩნევდა, რომ მათი კლიენტები გააგრძელებდნენ მკურნალობას თერაპიის დასრულებამდე.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0