x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
დამოკიდებული პიროვნული აშლილობა
image

დამოკიდებული პიროვნული აშლილობა გამოიხატება ზრუნვის სისტემატიური და ძლიერი მოთხოვნილებით, რომლის დროსაც პიროვნება ხდება ზედმეტად დამოკიდებული, ამჟღავნებს დაქვემდებარებულ ქმედებებს და აქვს მიტოვების ძლიერი შიში, რაც იწყება ადრეული მოზრდილობის ასაკში და დსმ 5-ის მიხედვით, ვლინდება 5 ან მეტ კრიტერიუმით:

1. სირთულეებს განიცდის ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში და ხშირად ითხოვს დახმარებას და რჩევებს სხვებისგან.

2. ჭირდება სხვები რომ დააკისროს პასუხისმგებლობები საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე.


3. უჭირს შეწინააღმდეგება სხვების მიღების ან მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.

4. უჭირს ინიციატივის გამოჩენა და დამოუკიდებლად მოქმედება.

5. ხშირად ეხმარება სხვებს იმისთვის, რომ არ დაკარგოს მათი მხარდაჭერა.

6. მარტო ყოფნისას განიცდის დაუცველობას და დისკომფორტს, გაზვიადებული შიშის გამო, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა.

7. ისწრაფვის ახალი ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ, როგორც კი ასრულებს მნიშვნელოვან ახლო ურთიერთობას იმ მიზნით, რომ მიიღოს მზრუნველობა და მხარდაჭერა.

8. არარეალისტური შიშები ახასიათებს მიტოვებასთან დაკავშირებით.

ნებისმიერი ჩვენგანი დაბადებისას სხვაზე დამოკიდებულია საკვების, ფიზიკური დაცვის და განვითარების თვალსაზრისით. სოციალიზაციის პროცესი თითქმის ყველა კულტურაში გვეხმარება დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში. მიღებულია შეხედულება, რომ მშობლის ნაადრევი გარდაცვალება ან მზრუნველების მიერ უარყოფა ან მიტოვება შეიძლება გახდეს აღნიშნული პიროვნული აშლილობის გამომწვევი მიზეზი. თუმცა გენეტიკური და გარემოს გავლენების როლი არასაკმარისადაა შესწავლილი. მათი ინტერვენციები ძირითადად აღწერითი ხასიათისაა. მთავარი პრობლემა ხშირად სწორედ ისაა, რომ ისინი ზედმიწევნით მიჰყვებიან ინსტრუქციას, როდესაც პირიქით, მათი ინიციატივა და დამოუკიდებლობა უნდა წახალისდეს.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0