x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მარტოობა და საკუთარ თავზე კონცენტრირება
მარტოობა

ჩვენ ხშირად მარტოობას, როგორც მხოლოდ უარყოფითი თვისებების მქონე გრძნობას განვიხილავთ; მართლაც, ქრონიკული მარტოობა გაუარესებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, ასევე ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის პიროვნებაზე. თუმცა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონ კაჩიპო მარტოობის ევოლუციურ მოდელს გვთავაზობს, რომელსაც ადაპტური ფუნქციებიც გააჩნია:

  • აიძულებს ადამიანებს შეცვალონ მათი მდგომარეობა, მაგ გააუმჯობესონ ურთიერთობები;
  • უბიძგებს ადამიანებს საკუთარ ინტერესებსა და კარგად-ყოფნაზე იზრუნონ.
სწორედ ამ მეორე ფუნქციას ეხებოდა იმავე მკვლევარის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ მარტოობა ადამიანებს უფრო საკუთარ თავზე კონცენტრირებულს ხდის.

კაჩიოპომ და კოლეგებმა 10 წლის განმავლობაში 229 ადამიანი გამოკითხეს, მათ ყოველ წელს ერთი დღით ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს უტარებდნენ. ისინი ავსებდნენ დეპრესიის და გუნება-განწყობილების კითხვარებს, მარტოობის სკალას, ქრონიკული თვითცენტრირებულობის სკალაზე ( რაც საკუთარ თავზე კონცენტრირების დონეს განსაზღვრავდა, მონაწილეებს უნდა აღენიშნათ თუ რამდენად ეთანხმებოდნდნ ისეთ დებულებებს, როგორებიც იყო „ მე ჩემ თავზე ბევრს ვფიქრობ“ და ა.შ.)


როგორც აღმოჩნდა, მარტოობის მაღალი დონე კავშირში იყო შემდეგ წელს გაზრდილ საკუთარ თავზე კონცენტრირებასთან. ასევე საკუთარ თავზე კონცენტრირების მაღალი დონე დაკავშირებული იყო შემდეგი წლის მარტოობის გრძნობასთან, თუმცა, ამ შემთხვევაში, კორელაცია უფრო სუსტი იყო.

ეს შედეგები გვაჩვენებს, რომ მარტოობა და საკუთარ თავზე კონცენტრირება ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა შესაძლებელია, რომ რაიმე სხვა განსხვავებული ფაქტორის მოქმედება იყოს ამ ორი გრძნობის კავშირი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დეპრესიულ ხასიათზე ყოფნა, დეპრესიის სიმპტომები და ზოგადად უარყოფითი გუნება-განწყობა მნიშვნელოვნად არ კორელირებდა არც მარტოობასთან და არც საკუთარ თავზე კონცენტრირებასთან.

როგორც მკვლევრები წერენ „ საკუთარ თავზე კონცენტრირების ეს პატარა, მაგრამ აშკარა გავლენა მარტოობაზე მნიშვნელოვანია, რადგან გვანახებს კიდევ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც მარტოობის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას უწყობს ხელს“. ამ ყველაფრის უკეთ გაანალიზება კი შესაძლოა დაგვეხმაროს მარტოობის დაძლევაში.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0