x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
იქ, სადაც დემოკრატიის შუქურა ყველაზე მკვეთრად ანათებს
ავტორი: იოანე მახარაძე.

ყველაფერი 1776 წლის 4 ივლისს დაიწყო, როდესაც მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ახალი, მომავალში უძლიერესი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები გაჩნდა. დღეს, ის 50 შტატსა და რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულს აერთიანებს. image

შტატებს შორის, ყველაზე დიდი ფართობის მიხედვით არის ალასკა, რომელიც ამერიკის ყველაზე ჩრდილოეთით, ყველაზე დასავლეთით და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე შტატია. ალასკა ამ სახელმწიფომ რუსეთის იმპერიისგან შეიძინა. მოსახლეობის რაოდენობით უდიდესია კალიფორნია, შტატი, რომელშიც წარსული, თანამედროვეობა, მუსიკა, მოდა და დემოკრატია ერთმანეთს ერწყმის. კალიფორნიის უდიდესი ქალაქია ლოს-ანჯელესი, რომელიც განთქმულია ღირსშესანიშნაობებითა და მნიშვნელოვანი ობიექტებით. ყველაზე პოპულარულია ჰოლივუდი, რომელიც კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსის ბორცვზე მდებარეობს.

ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს უძველესი დაცული ტერიტორია, რომელიც გეიზერთა დაცვის მიზნით შეიქმნა, იელოუსტოუნი უაიომინგის, აიდაჰოსა და მონტანას ტერიტორიაზეა გადაჭიმული და 200-ზე მეტ გეიზერს იცავს.image


ამერიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, დენალი, რომლის სიმაღლე 6140 მეტრია.

დიდებული სახელმწიფოს უდიდესი ქალაქია ნიუ-იორკი, რომელიც თავის მხრივ ნიუ-იორკის შტატში მდებარეობს. ის ხუთ ძირითად უბნად იყოფა, ესენია: ქუინსი, ბრონქსი, ბრუკლინი, სთეით-აილენდი და მანჰეტენი.image

image

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვარი უნიკალურია, ის არის უგრძესი საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის, გარდა ამისა, იგი მიიჩნევა როგორც ოროგრაფიულ და გეომეტრიულ, ისე ჰიდროგრაფიულ საზღვრად. რადგან სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის არის დიდი ტბების სისტემა, რომელიც აერთიანებს:ზემო, მიჩიგანის, ონტარიოს, ჰურონისა და ერის ტბებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 300 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ახალი ინგლისისა და დასავლეთ სანაპირო შტატებზე სახლობს. ქვეყნის მოსახლეობის 13% ესპანურენოვანია, მეტიც კალიფორნიაში, ნიუ-მექსიკოში, კოლორადოსა და არიზონაში ორენოვანი საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება.

ალასკის დასავლეთით და ჩუკოტკის აღმოსავლეთით მდებარეობს ორი კუნძული, დიდი და მცირე დიომიდი. დიდი დიომიდის კუნძული, რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, მცირე დიომიდი კი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ზამთარში კუნძულებს შორის წყალი იყინება და ამერიკასა და რუსეთს შორის ფეხით მიმოსვლა ხდება შესაძლებელი :)image

ფლორიდის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ფლორიდის შტატი, რომლის უდიდესი ქალაქია მაიამი, ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ტურისტების საშუალო რაოდენობით.

როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იუტას შტატის თავისებურება, ამ უკანასკნელის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მორმონები, რომელთა რელიგიის ცენტრი იუტას შტატის დედაქალაქი სალთ-ლეიქ სითია.image

პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი გ ე ო გ ე ო გ რ ა ფ ი ა

ამერიკის შეერთებული შტატები საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ამ ქვეყანას 4 წლით, არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი მართავს, რომლის რეზიდენცია ქალაქ ვაშინგტონში, თეთრ სახლში მდებარეობს, ცნობისთვის, თეთრი სახლი მსოფლიოს ყველაზე დაცული შენობაა.image

სახელმწიფოს პარლამენტი ამავე ქალაქში მდებარეობს, კაპიტოლიუმის შენობაში, ის ორი პალატისგან შედგება, სენატისგან და კონგრესისგან. სენატს 100 წევრი ჰყავს, ანუ ყველა შტატი ორი სენატორით არის წარმოდგენილი.

ამერიკის შტატები, პოლიტიკის მხრივ სამ ჯგუფად იყოფა: 1) ჭეშმარიტად წითელი ( შტატები, სადაც ყველა საპრეზიდენტო არჩევნებს რესპუბლიკელი კანდიდატი იგებს, მაგალითად, ტეხასი, ჯორჯია, მისური, მისისიპი, ნებრასკა, კანზასი)

2) ჭეშმარიტად ლურჯი ( შტატები, სადაც ყველა საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატი კანდიდატი იგებს, მაგალითად, ნიუ-იორკი, კალიფორნია, ორეგონი, ჰავაი, ილინოისი, მინესოტა.

3) მერყევი შტატები ( შტატები, რომლებიც ყველა წელს განსხვავებულ არჩევანს აკეთებს, სწორედ მათი ხმები განსაზღვრავს, თუ ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ამ შტატთა რიგებშია: ფლორიდა, ვირჯინია, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, ნევადა და კოლორადო.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქში მდებარეობს ( და არა ვაშინგტონის შტატში, როგორც ბევრს ჰგონია), ეს ტერიტორია სპეციალურად დედაქალაქისთვის "გააჩინეს" და მისთვის ფართობი დათმო მერილენდისა და ვირჯინიის შტატებმა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროა პენტაგონი, რომელსაც ხუთკუთხედის ფორმა აქვს, ეს შენობა ვირჯინიის შტატში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე დაცულია მსოფლიოში.

image

უნდა აღინიშნოს, რომ 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა ორგანიზაცია "ნატო", რომლის უძლიერესი წევრი, უდავოდ, არის შეერთებული შტატები. 2001 წლის 11 სექტემბერს, ალქაიდამ დარტყმა მიაყენა მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "ნატომ" აამოქმედა მე-5 მუხლი "ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის", ამერიკამ მსოფლიოს პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ-ლადენის დევნა დაიწყო და საბოლოოდ, იგი პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში სპეცრაზმელებმა, ობამასა და კლინტონის ბრძანდებით მოკლეს, სპეცოპერაციას პირდაპირ ეთერში, გენერლებთან ერთად უყურებდნენ, ამერიკის მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრები: ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი და ჯო ბაიდენი.

image

ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა

მთა რაშმორი, სამხრეთ დაკოტის ტერიტორიაზე მდებარეობს, მთაზე "ამერიკის დამაარსებელი მამები" არიან გამოსახულნი.

image

თავისუფლების ქანდაკება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სიმბოლოა, ქანდაკება ნიუ-იორკის შესასვლელში, თავისუფლების კუნძულზე დგას, მას ხელში ამერიკის კონსტიტუცია უჭირავს ( ეს ყველაზე ძველი კონსტიტუციაა მსოფლიოში მოქმედ კონსიტუციათა შორის) ქანდაკება შტატებს საფრანგეთმა აჩუქა, ამიტომ მასზე ამბობენ, რომ " თავისუფალი ქალბატონი დაღვრემილი სამშობლოსკენ იყურება" image

მნიშვნელოვანი ფაქტები ამერიკის შესახებ

1) დედაქალაქი- ვაშინგტონი

2) უდიდესი ქალაქი- ნიუ-იორკი

3) უდიდესი შტატი-კალიფორნია

4)უდიდესი შტატი (ფართობი)-ალასკა

5)პირველი პრეზიდენტი- ჯორჯ ვაშინგტონი

6)პირველი შტატი-დელავერი

7) პირველი კოლონია-ვირჯინია

8) ქვეყანას ესაზღვრება სამი ოკეანე და ორი სახელმწიფო.

9) უდიდესი ნახევარკუნძული-ალასკა

10) უმაღლესი მწვერვალი-დენალი



0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:ივანე მახარაძეე
ივანე მახარაძეე
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0