x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
იტალიამ კორონავირუსის გამო ქალაქები დაკეტა

კორონავირუსი


არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის იმდენი შემთხვევა, რამდენიც იტალიაში. ამის გამო ათასობით იტალიელი უკვე პრაქტიკულად გარესამყაროს არის მოწყვეტილი.


იმისათვის, რათა ეპიდემიის კიდევ უფრო ფართო გავრცელება თავიდან აიცილოს, ჯუზეპე კონტეს მთავრობამ გუშინ, 22 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, აღეკვეთა იმ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რომლებშიც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ესენია მილანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტები, რომლებშიც 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.


იტალიაში კორონავირუსის 76-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ფატალურად უკვე დასრულდა ორი.



ჩაკეტილ დასახლებულ პუნქტებთან უშიშროების ძალებია განლაგებული. თუმცა მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში საქმეში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებიც ჩართოს.


ვინც ჩაკეტილი დასახლებული პუნქტების დატოვებას შეეცდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება და საკარანტინე პროცედურების გავლის შემდეგ ციხეში აღმოჩნდება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ასევე მათთვის, ვინც ჩაკეტილ ქალაქებში შესვლას შეეცდება.


კორონავირუსი


მილანში ჯორჯიო არმანიმ მოდის დაანონსებული ჩვენება გააუქმა. ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეციაში დახურულია ასევე სკოლები და აკრძალულია სპორტული შეჯიბრებების და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების მოწყობა.


შაბათსვე იტალიის 16 მოქალაქე, რომლებიც საკრუიზო ლაინერ “ბრილიანტის პრინცესაზე” იმყოფებოდნენ, რომელიც იაპონიის პორტში საკარანტინე პროცედურებს გადის, სამხედრო თვითმფრინავის მეშვეობით დააბრუნეს სამშობლოში.


უკანასკნელი მონაცემებით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 76 ათასს, საიდანაც 2300 გარდაიცვალა.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0