x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მეცნიერების დასკვნა: სექსზე უარის თქმას კატასტროფული შედეგები მოსდევს
სექსუალური განათლება


ხშირად გიწევთ რელიგიური ან სხვა მსგავსი მოსაზრებებით სექსსა და მასტურბაციაზე უარის თქმა? სექსი თქვენთვის ტაბუა და ვერ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ უნდა გქონდეთ ის სხვა ადამიან(ებ)თან? გეზიზღებათ სხვა ადამიანების სხეულები? მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს გაუბედაობას და თავშეკავებას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.


ევოლუციის პროცესში ადამიანის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია სექსუალური ფუნქციაა. სექსზე და მასტურბაციაზე უარის თქმის შემდეგ სხეული ავტომატურად სასიკვდილოდ იწყებს მზადებას. ეს ბუნების მიერ კოდირებულია გენომის დონეზე. ბუნება დაინტერესებულია იმით, რომ გადარჩნენ უფრო აქტიური ინდივიდები, ხოლო პასიურები და ზიზღით და სიძულვილით სავსეები – განადგურდნენ.


როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გასულ წელს დაადგინეს, სექსზე უარის თქმა ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას უწყობს ხელს. ქალებში ეს არის უმეტესად მკერდის და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები, ხოლო მამაკაცებში – პროსტატის ავთვისებიანი პათოლოგიები.



სექსზე უარის თქმა აქვეითებს იმუნურ სისტემას, ხოლო დაბალი იმუნიტეტის პირობებში მიძინებული ვირუსები (მაგ. ჰერპესის ვირუსი, რომელიც ადამიანების 90 %-ს აქვს) იღვიძებენ და ორგანიზმს ესხმიან თავს. იღვიძებენ და ორგანიზმს თავს ესხმიან ასევე სხვადასხვა სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები.


ალბათ დაუჯერებლია, მაგრამ სექსის არმქონე ადამიანს გაციება და ფილტვების ანთებაც კი უაღრესად რთულად და მძიმედ გადააქვს. გაცილებით მეტი შანსია, რომ ადამიანი ეპიდემიის შედეგად დაიღუპოს, როცა აქტიური სექსუალური ცხოვრება არ აქვს, ვიდრე მაშინ, როცა აქტიური სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს.


ზოოლოგებმა კარგად იციან, რომ მგლები უპირველეს ყოვლისა ავადმყოფ ირმებს ჭამენ, რომლებსაც გაქცევა არ შეუძლიათ. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მიკროსამყაროს დონეზეც. ადამიანის ორგანიზმს განუწყვეტლივ ესხმიან თავს “მგლები” – სხვადასხვა ინფექციური თუ ონკოლოგიური პათოლოგიების სახით და თუ მას სექსი არ აქვს, ადამიანის ორგანიზმი უხილავი მტაცებლების იოლი საკბილო ხდება. ესეც ევოლუციის მიერ არის პროგრამირებული.


სექსუალური განათლება


არამარტო ფიზიკურ დონეზე, უსექსობა მოქმედებს ასევე ფსიქიკურ დონეზეც. ადამიანი, რომელსაც სექსი არ აქვს, მიდრეკილია იმპულსური და ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, არის აფორიაქებული, ნევროზული და იმპულსური, რაც არასწორი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებას განაპირობებს, ეს კი ინდივიდის გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.


ასე რომ, თუ გსურთ, დიდხანს იცოცხლოთ და ხანგრძლივად დატკბეთ ცხოვრებით და ახალგაზრდობით, იქონიეთ აქტიური სექსუალური ცხოვრება. აკეთეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ აზრად და ფართო გასაქანი მიეცით ყველაზე თამამ ფანტაზიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობა შეგერყევათ და დიდხანს ვერ იცოცხლებთ.

2
697
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
697
  
2020, 24 თებერვალი, 23:38
რა სირ ქლიავობას სწერთ??????.......ამის დამწერს ,,შიგ აქვს ღრმად,,....
2020, 23 თებერვალი, 16:45
სექსზე უარის თქმა ,ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა შეფასდეს,როგორც ქალის ასევე კაცის მხრიდან,.
0 1 2